ლანდშაფტების ეკოლოგია

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ლანდშაფტების ეკოლოგია დაინტერესებულია ლანდშფტური სტრუქტურის ფუნქციონალურ ასპექტებში.

ლანდშაფტების ეკოლოგიაეკოლოგიისა და გეოგრაფიის დისციპლინა, რომელიც შეისწავლის სივრცით მრავალფეროვნებას და ლანდშაფტის ელემენტებს. ლანდშაფტების ეკოლოგიას როგორც წესი, საქმე აქვს გამოყენებით და სრულ პრობლემებთან. კვლევის ობიექტი არის ლოკალური, რეგიონული, ზონალური და გლობალური ეკოსისტემები.

  • ფუნქციონალური ლანდშაფტების ეკოლოგია – აღწერს ეკოსისტემებს არაპირდაპირი ბუნებრივი და ბალანსური მოდელებით — რადიაციურით, პროდუქციურით და წყალცვლითით.
  • ქოროლოგიური ლანდშაფტების ეკოლოგია – აღწერს სხვადასხვა კლასის მორფოგენეტურ და მორფომეტრიულ სივრცითი სტრუქტურის ეკოსისტემებს, რომლებიც განლაგებული არიან სხვადასხვა იერარქიულ დონეზე.
  • დინამიური ლანდშაფტების ეკოლოგია – შეიცავს რთული ეკოსისტემის სპეციფიურ დინამიურ მოდელს.
  • გამოყენებითი ლანდშაფტების ეკოლოგია – შეიცავს ეკოლოგიური მონიტორინგის პრობლემატიკას.

ტერმინი ლანდშაფტების ეკოლოგია შემოგვთავაზა გერმანელმა გეოგრაფმა კარლ ტროლმა 1939 წელს.[1] იგი ამუშავებდა ტერმინოლოგიასა და ლანდშაფტების ეკოლოგიის სხვადასხვა ცნებებს. ლანდშაფტების ეკოლოგია არის ბუნებრივ-ანთროპოგენური სისტემების ეკოლოგია. გააჩნია თავისი საკუთარი სამეცნიერო ტერმინოლოგია.

ლანდშაფტური ეკოლოგია იყენებს ბუნებისმეტყველების დისციპლინას — გეომორფოლოგიას, როგორც დანართს ლანდშფტებისა და მოდელების არქიტექტურის მიმართ.

გალერეა[რედაქტირება]

ლანდშაფტური ეკოლოგიის სტრუქტურის ტიპების ზოგიერთი მაგალითები:

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება]

  1. Troll, C. 1939. Luftbildplan und ökologische Bodenforschung (Aerial photography and ecological studies of the earth). Zeitschrift der Gesellschaft für Erdkunde, Berlin: 241-298.