საზოგადოებრივი გეოგრაფია

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
„ჩრდილოეთი-სამხრეთად“ დაყოფა — განვითარებისა და ეკონომიკური გეოგრაფიის მთავარი მახასიათებელი

საზოგადოებრივი გეოგრაფია (ინგლ. Human Geography; რუს. социально-економишеская география) — დასავლური მიდგომის შესაბამისად, ეს არის გეოგრაფიის ის ნაწილი, რომელიც მოიცავს ამ მეცნიერების ყველა ასპექტს, გარდა იმ საკითხებისა, რომლებიც უშუალოდ ეხება ფიზიკურ (ბუნებრივ) გარემოს, და ისეთი გეოგრაფიული დისციპლინებისა, რომლებიც შეისწავლიან წმინდა ტექნიკურ საკითხებს. მთლიანად გეოგრაფიის მსგავსად, საზოგადოებრივი გეოგრაფიაც მოიცავს სამ ერთმანეთთან დაკავშირებულ სფეროს:

  • სივრცობრივ ანალიზს — საზოგადოების არსებობის და საქმიანობის აღრიცხვასა და აღწერას დედამიწის ფარგლებში.
  • ადამიანებისა და მათი გარემოს (როგორც ბუნებრივის, ასევე სოციალურ-ეკონომიკურის) ურთიერთკავშირსა და ურთიერთქმედებას.
  • რეგიონულ სინთეზს — რომელიც ახდენს პირველი ორი საკითხის კომბინირებას განსაზღვრული ადგილმდებარეობის ფარგლებში.

გვიანდელი საბჭოური მეცნიერება მას განიხილავდა როგორც სოციალურ-ეკონომიკურ გეოგრაფიას — სამეცნიერო დისციპლინების კომპლექსს, რომელიც სწავლობს საზოგადოებრივი წარმოების გადაადგილებისა და მოსახლეობის განსახლების კანონზომიერებებს, სხვა სიტყვებით — საზოგადოების ტერიტორიულ ორგანიზაციას.

დღესდღეობით, საზოგადოებრივი გეოგრაფია მარტივად შეიძლება დახასიათდეს როგორც მეცნიერება, რომელიც შეისწავლის ადამიანის საზოგადოების ორგანიზაციისა და ფუნქციონირების სივრცე-დროით თავისებურებებს.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება]

  • ლ.აბაზაძე, ვ.მელიქიძე - მსოფლიოს რეგიონებისა და ქვეყნების საზოგადოებრივი გეოგრაფია. თბილისი - 2008.