შინაარსზე გადასვლა

ნეონაციზმი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ნეონაციზმი (ძვ. ბერძნ. νέος — ახალი ნაციზმი) — საერთო დასახელება მეორე მსოფლიო ომის შემდეგ წარმოქმნილი ორგანიზაციებისათვის, რომლებიც ნაციონალ-სოციალისტურ ან მასთან ახლოს მყოფ ოდეოლოგიას მისდევდნენ და თავს ნსდაპ-ის მიმდევრებად აცხადებდნენ.[1][2][3][4][5][6][7][8]

რასობრივი პაგანიზმი

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

თანამედროვე ნაციონალ-სოციალისტების უმრავლესობა ქრისტიანობას თეთრი არიული რასობრივი იდენტობის მნიშვნელოვან რელიგიურ გამოხატულებად მიიჩნევს, მაგრამ ამერიკელი ულტრამემარჯვენეების რამდენიმე ახალი რასობრივი რელიგია სრულიად უარყოფს დასავლეთის ქრისტიანულ მემკვიდრეობას. ქრისტიანობას ისინი თვლიან ახლო აღმოსავლური წარმოშობის ებრაულ კულტურულ პროდუქტად. ოდინისტური მოძრაობა ნორდული და ტევტონური პანთეონებიდან ღმერთების მოხმობით და ძველი ინდო-ევროპელი ხალხების ფესტივალების, რიტუალებისა და ჩვეულებების აღორძნებით მიზნად ისახავს დაარღვიოს 2 ათასი წლის შემდეგ უცხოტომელის მიერ თავსმოხვეული ქრისტიანობის ბატონობა. არიელ წინაპართა ღმერთების ხელმეორე სულიერი აღმოჩენა მიმართულია თეთრ რასაში წმინდა მსოფლმხედველობის დანერგვაზე, რომელიც ეფუძნება ტომობრივ გრძნობებს და კაცობრიობის პარტიკულარისტულ ხედვას.

ოდინიზმი არაა ერთიანი იდეოლოგია. ის ძირითადად გავრცელებულია აშშ-ში, ასევე ევროპაში, სამხრეთ აფრიკასა და ავსტრალიაში. მოძრაობის რამდენიმე მაგალითია: უიატ კალდენბერგი და მისი „პაგანური აღორძინების ქსელი“, რომელიც ხაზს უსვამს ოდინის მეომრულ ასპექტს, ჯოსტ ტარნერი და ნაციონალ-სოციალისტური კინდრედი, რომლის არიული მისტიციზმი მედიაციით და იოგით განადიდებს ოდინს როგორც მისტერიების მასტერს, დეივიდ და კატია ლეინების, ასევე რონ მაკვანის ვოტანსფოლკის მოძრაობა, რომელიც წარმოადგენს ვოტანისტურ კულტს საფრთხეში მყოფი არიული რასის მილენიარული გადარჩენის მიზნით.

ოდინიზმი როგორც პრე-ქრისტიანული ტევტონური რწმენის თვითცნობიერი რეკონსტრუქცია მეცხრამეტე საუკუნის გერმანიაში იღებს სათავეს. მზარდი ნაციონალიზმის ფონზე, ფოლკიშური მწერლები სპეკულირებდნენ გერმანელების სულიერ რესურსებზე რომაელ დამპყრობლებთან ბრძოლაში და ქრისიანობის ურჩად მიღებაზე კარლოს დიდის დროს. მის ფართოდ გავრცელებულ ნოველაში, „ბრძოლა რომისთვის“, ისტორიკოსი ფელიქს დანი აქებდა და ეტრფოდა ძველ გერმენელებს მათი ჰეროიზმის, მამაცობის და დაუმორჩილებლობის გამო, ქრისტიანულ სიმდაბლესთან, სინანულთან და ცოდვილობასთან კონტრასტში. 1880-იანი წლებიდან გერმანიკული ღმერთები ოდინი, დონარი და თორი ხშირად აისახებოდნენ გ.ე. დოეპლერის და ფ.ვ. ჰაინის ლითოგრაფიულ ხელოვნებაში. 1893 წელს ვენეციელმა ფოლკლოსირტმა გუიდო ფონ ლისტმა დაიწყო წერა ვოტანისტ სამღვდელოებაზე და სცადა აღედგინა მისი ძველი რელიგია ნორდული საგებიდან, სპეციალური ხაზგასმით ოდინზე (ვოტანზე) და რუნულ სიბრძნეზე. ლისტის ადრეული მცდელობები აეღორძინებინა ვოტანიზმი მისი წიგნებით და „მაღალი არმანისტური ორდენით“ 1912 წელს გაიმეორა საიდუმლო ნაციონალისტურმა ჯგუფმა, „გერმანენორდენმა“, რომელიც ატარებდა კვაზი-მასონურ რიტუალებს ძველი გერმანიკული მითოლოგიის ფიგურების საფუძველზე.

1911 წელს ოტო სიგფრიდ როიტერმა დააარსა „გერმანული ორდენი“ და „გერმანული რელიგიური საზოგადოება“ როგორც ჯგუფები, რომლებიც ერთგულნი იყვნენ ეროვნულ იდენტობასთან უფრო ახლოს მდგომი ღმერთების. ისინი 1924 წელს „იუგენბორნთან“, გერმანული ახალგაზრდული მოძრაობის ლიგასთან გაერიანდნენ რათა დაეარსებინათ „ნორდუნგენი“, რომელიც გახდა მთავარი ნეო-გერმანიკული რელიგიური წრე ვაიმერის რესპუბლიკაში. ოტგერ გრეფმა, ახალგაზრდული მოძრაობის ლიდერმა, შემდეგნაირად ახსნა ძველი გერმანიკული მითოლოგიის როლი ამ ახალ რელიგიაში: „დონარი და ბალდრი, ლოჰი და ფრეი მხოლოდ სახელებია, რომლებითაც ტევტონი ასახავდა ღვთიურ მისტერიას, რომელსაც თავის თავში გრძნობდა“. ძველი ღმერთები იყვნენ არა ანტიკვარული კონსტრუქტები, არამედ არქეტიპები, რომლებიც ხელმისაწვდომი იქნებოდნენ თანამედროვე გერმანელებისთვის თუ ისინი თავიანთი სულიერი იდენტობის რეალიზებას მოახდენდნენ. „ნორდუნგენის“ პირველი გამოცემა აცხადებდა: „ბალდერ-სიგფრიდი ჩვენ შორის საუკეთესოებში კვლავ ცოცხლობს, მისი არსი, რომელიც გასხივოსნებულ თავისუფლებაში მდგომარეობს, კვლავ ცოცხალია ყველა ჩვენ მისწრაფებასა და ამბიციაში, და ვინ აურყოფს რომ ვოტანი, მუდმივი მოხეტიალე და გამოცდილების ფაუსტიანელი მაძიებელი, კვლავ ცოცხალია, როგორც თავის დროზე ნორდ ადამიანში?“

1920-იან წლებში ფოლკიშური და ახალგაზრდული მოძრაობის ჯგუფები მისდევდნენ ნეოპაგანურ კულტს, ატარებდნენ ნაბუნიობის ფესტივალებს და იხმობდნენ გერმანიკულ ღმერთებს როგორც არექტიპებს და ბუნების ძალებს. ახალი „გერმანული რწმენა“ (deutschgläubige) ცდილობდა გერმანიკული რელიგია განესაზღვრა როგორც შინაგანი სულიერება, რომელიც მემკვიდრეობით მიიღება რასობრივი წინაპრებისგან. ის ხშირად ახდენდა გერმანული სულიერების სინთეზს ნორდულ საგებსა და ისლანდიურ ედებთან, გერმანული მისტიციზმის ტრადიციასა და კანტის, შელინგის და ფიხტეს იდეალისტურ ფილოსოფიასთან.

თავის ცნობილ ესეში „ვოტანი“ კარლ გუსტავ იუნგმა დაახასიათა გერმანული სულიერების ეს სულსწრაფი ძიება როგორც „ვოტანის“, „ცოცხალი და ამოუხსნელი ტომობრივი ღმერთის“ არქეტიპის გააქტივება პირველი მსოფლიო ომის შემდეგ.

იუნგმა არქეტიპებსა და კოლექტიურ არაცნობიერზე თავისი თეორიის შემუშავება პირველი მსოფლიო ომის დროს დაიწყო. მისი აზრით ადამიანის ფსიქიკა სამ ნაწილად იყოფა: ცნობიერი, პიროვნული არაცნობიერი და კოლექტიური არაცნობიერი. კოლექტიური არაცნობიერი ევოლუციურად ჩამოყალიბებული და თანდაყოლილია. იუნგისათვის კოლექტიური არაცნობიერი ადამიანური მოგონებებისა და ემოციური ხატების საცავია. სწორედ ამით ხსნიდა იგი ადამიანების მიერ მითების, ხელოვნების ფორმებისა და სიმბოლოების ინტუიციურ აღქმას და მიიჩნევდა, რომ კოლექტიური არაცნობიერი იყო ლიტერატურის, რელიგიის, ხელოვნების შემოქმედების წყარო თითოეული ადამიანის ფსიქიკაში. კოლექტიური არაცნობიერი შეიცავს არქეტიპებს. არქეტიპი არის ამა თუ იმ, კონკრეტული გამოცდილების ანდა ობიექტის სიმბოლური წარმოდგენა და რეპრეზენტაცია. არქეტიპები ფსიქიკის უნივერსალური კონსტრუქტებია, რომლებშიც აკუმულირებულია კაცობრიობის გამოცდილება და, როგორც კოლექტიური არაცნობიერი, არქეტიპები მოცემულია ყველა ადამიანის ფსიქიკაში — ისინი ადამიანში ისევე არსებობენ, როგორც ჩიტებში ბუდის ქსოვისა და შენების იმპულსი, რაც მათთვის არავის უსწავლებია. ეს არის არქაული მემკვიდრეობა, სულის ქთონური ნაწილი, კოლექტიური გამოცდილებისა და ოცნების ნალექი. არქეტიპებს, საერთო და უცვლელ გრძნობად ხატებს ვითარების შესაბამისად თავიანთი სიღრმიდან წამოსწევენ არაცნობიერი პლასტები. გვიანდელ ნაშრომებში, იუნგი არქეტიპებს ახასიათებდა მეცნიერული ტერმინებით როგორც „პრიმორდიალურ სახეებს“, „ინსტიქტურ ტრენდებს“, „არქაულ გადმონაშთებს“, რომლებიც ფილოქენეტიკურ ევოლუციაშია ჩაბეჭდილი. თუმცა თავდაპირველად იგი არქეტიპებს უფრო რელიგიური ენით აღწერდა როგორც „მმართველ ძალებს, ღმერთებს“.

ნაციონალ-სოციალიზმის აღმავლობის და ჰიტლერისადმი გერმანელი ხალხის მასობრივი ენთუზიაზმის ფონზე, იუნგი წერდა, რომ გერმანელები კვლავ შეპყრობილნი იყვნენ გერმანიკული ღმერთის, ვოტანის არქეტიპით. იგი ამის საფუძველებს ხედავდა ფრიდრიხ ნიცშეს, ალფრედ შულერის და ლუდვიგ კლაგესის დიონისურ, ირაციონალისტურ ფილოსოფიებში და სტეფან გეორგის პოეზიაში. „ვანდერფოგელის“ ახალგაზრდული მოძრაობის, ფოლკიშური ნაციონალიზმის და ქრისტიანობის „გერმანიზაციის“ არაერთი მცდელობის პარალელურად მცირდებოდა ჯვრის ტალისმანური ძალა და ბრუნდებოდა „furor teutonicus“, აქამდე დომინანტი არქეტიპი.

გერმანელი ხალხი ვოტანის არქეტიპით იყო შეპყრობილი, ადოლფ ჰიტლერი კი თვითონ ვოტანის არქეტიპის პერსონიფიცკაცია იყო. სხვა სტატიებში და ინტერვიუბში ინტერბელუმის დროს, იუნგი ყურადღებას ამახვილებდა ჰიტლერის ფენომენზე. იგი ახასიათებდა ჰიტლერს როგორც კოლექტიური არიული არაცნობიერის მიერ შეპყრობილს, რომელსაც არ შეეძლო არ დამორჩილებოდა მისი შინაგანი ხმის ბრძანებებს. 1936 და 1939 წლების ინტერვიუებში იგი ჰიტლერს აღწერდა როგორც არქეტიპს, რომელიც ხშირად მანიფესტაციას ახდენდა მისი პიროვნულობის სრული გამორიცხვით. „ჰიტლერი სულიერიების ძარღვია, ნახევრად-ღმერთი; უფრო მეტიც, მითი, მუსოლინი კი ადამიანია“. ჰიტლერი იყო რეალური ადამიანის ორსახოვნება, რომლის შიგნით პიროვნება დამალულია როგორც აპენდიქსი, რათა არ დაარღვიოს მექანიზმის მუშაობა. იგი არ იყო ინდივიდი, არამედ მთელი ერი. იუნგი წერდა: „მისი [ჰიტლერის] ხმა 78 მილიონი გერმანელის ხმაა. იგი პირად საუბრებშიც კი გაჰყვირის... ხმა, რომელიც მას ჩაესმის მისი რასის კოლექტიური არაცნობიერის ხმაა“.

იუნგი ამბობდა, რომ ყველა რასას აქვს თავისი კოლექტიური არაცნობიერი და არქეტიპები. ის წერდა:

„მართალია, რომ შესაძლებელია გამოვლენილ იქნას ფსიქიკური განვითარების საწყისი და უფრო ღრმა დონე, სადაც ჯერ კიდევ შეუძლებელია არიული, სემიტური, ჰამიტური ან მონღოლოიდური მენტალიტეტის განსხვავება, რადგან ყველა რასას საერთო კოლექტიური ფსიქიკა აქვს. მაგრამ რასობრივი დიფერენციაციის დაწყებისას ჩამოყალიბდა ძირითადი განსხვავებები კოლექტიურ ფსიქიკაში. ამის მიზეზით, ჩვენ არ შეგვიძლია უცხო რასის სულის ტრანსპლანტაცია მოვახდინოთ ჩვენ მენტალიტეტში განუყოფელად რადგან ეს საგრძნობ ზიანს მოგვაყენებს“.

თანამედროვე ფორმით ოდინისტური მოძრაობა დაიწყო „ოდინისტური თანამეგობრობის“ დაარსებით 1969 წელს ელსე კრისტენსენის მიერ. ახალგაზრდობაში იგი იყო ახლადწარმოქმნილი დანიური ნაციონალ-სოციალისტური მუშათა პარტიის მემარცხენე შტრასერისტული ფრთის წევრი, რა დროსაც 1937 წელს დაქორწინდა ალექს კრისტენსენზე, რომელიც ასევე პარტიის წევრი იყო. ალექსი 1940 წელს გერმანიის მიერ დანიის ოკუპაციისას დროებით დააკავეს როგორც დისიდენტი. 1951 წელს კრისტენსენები გადავიდნენ კანადაში და დასახლდნენ ტორონტოში. ელზემ გაიცნო უილის კარტო, ამერიკელი ულტრამემარჯვენე ლიდერი, და ჯეიმზ უარნერი, ჯორჯ ლინკოლნ როქუელის ამერიკის ნაცისტური პარტიის ნიუ იორკის ორგანოზატორი. კარტომ მას გააცნო ფრანცის პარკერ იოქის ნაშრომები, უარნერმა კი მიაწოდა ალექსანდრ რუდ მილსის, რასობრივი პაგანური რელიგიის ერთ-ერთი მიმდევრის ნაწერები. თავის ყველაზე გავლენიან წიგნში, „ოდინისტური რელიგია: ებრაული ქრისტიანობის დაძლევა“ (1930), მილსი წერდა, რომ ნორდულმა რასებმა დაარსეს უდიდესი ცივილიზაციები შუმერში, ეგვიპტეში, სპარსეთში, საბერძნეთსა და რომში, თუმცა ისინი დასუსტდნენ უცხოური იმიგრაციით, რასობრივი აღრევით და მიიღეს მცდარი ებრაულ-პლატონური იდეა ტრანსცენდეტალურ ღმერთზე და თანდათან ქრისტიანული რწმენა ყველა ადამიანის თანასწორობაზე. მას სურდა პრე-ქრისტიანული ინგლისელების რასობრივი სიძლიერე აღედგინა თავისი „ოდინის ანგლიკანური ეკლესიით“, რომელსაც უნდა დაენერგა ანგლო-საქსონური რასობრივი რელიგია. 1950-იან წლებში მან დააარსა „ოდინის პირველი ეკლესია“ მცირე წარმატებებით. მან ერთამნეთთან გააერთიანა ოდინიზმი და მასონური იდეები.

იოქი, რომელიც ოსვალდ შპენგლერის მიმდევარი იყო, ამტკიცებდა, რომ ყველა კულტურა გადის დაბადების, ზრდის, ზრდასრულობის, დაკმაყოფილებისა და სიკვდილის ფაზების ორგანულ კანონზომიერებას. ყველა კულტურას აქვს სული, რომელიც განსაზღვრავს მის რელიგიას, მეცნიერებას, ხელოვნებას, პოლიტიკას და მორალს. რასები ნედლი მასალაა კულტურული გამოხატულებისთვის, და განსხვავდებიან მათი ძალაუფლებისადმი ნების სიძლიერით. იოქი მოელოდა, რომ მოხდეობდა დასავლური კულტურის დაკმაყოფილება ძლევამოსილ ევრაზიულ იმპერიუმში, თუმცა ეს არ ხდებოდა დასავლეთის სულიერი ავადმყოფობის გამო, რაც გამოწვეული იყო კულტურული პარაზიმიზმით, რაც გულისხმობს უცხოტომელთა ჯგუფების არსებობას, რომლებიც ვერ მონაწილეობდნენ კულტურის ისტორიულ ბედში. იოქი თვლიდა, რომ შავკანიანი და აზიელი ხალხები დასავლეთში ანაცვლებდნენ ადგილობრივ თეთრკანიან მოსახლეობას, და ართმევდნენ დასავლურ კულტურას ნედლ მასალას დაკმაყოფილებისთვის. ებრაელთა პარაზიტმიზი ყველაზე საშიში ფორმა იყო. შუა საუკუნეებში ისინი გეტოებში იყვნენ იზოლირებულნი როგორც დასავლური განვითარების მეინსტრიმისგან მოცილებული ინერტული ორგანიზმი. მაგრამ როგორც კი დასავლურმა კულტურამ ზრდასრულობას მიაღწია რაციონალიზმის ეპოქაში 1750 წელს, ებრაელებმა იგრძნეს შესაძლებლობა, მატერიალიზმის, ეკონომიკის და მევახშეობის გზით, ასევე აბსოლუტიზმისადმი წინააღმდეგობით, საფუძველი შეერყიათ დასავლეთის ტრადიციული სულიერი ელიტებისთვის. ამერიკაც, როგორც დასავლური კულტურის კოლონია, დაუცველი აღმოჩნდა ამ გავლენისგან, რაც გაძლიერდა ებრაელთა მზარდი იმიგრაციით 1880-იანი წლებიდან. როდესაც ჰიტლერმა ახალი იმპერიუმის პირველი ფაზა დაიწყო, ამერიკამ ინტერვეცნია მოახდინა ევროპაში და შეაჩერა ის.

ელსე კრისტენსენის იდეები არიული კულტურის ოდინისტურ აღორძინებაზე ინსპირაციას იღებდა იოქისგან, მილსისგან და იუნგის ფსიქოლოოგიისგან. იგი ეთანხმებოდა იოქის, რომ დასავლური ცივილიზაცია გვიანდელ დეგენერაციულ ფაზაშია. თუმცა მას სჯეროდა, რომ როგორც იოქი ამბობდა „კულტურის სიკვდილი მხოლოდ სულიერი ფენომენი შეიძლება იყოს“ და არიული დასავლეთის დაღმასვლა მხოლოდ რელიგიურ ანტიდოტს შეეძლო შეეჩერებინა. კრისტენსენი არიული კულტურის აღორძნების საფუძველს „ურდის ქვეცნობიერ ელემენტებში“ ხედავდა, რომელიც იუნგის ტერმინებით ინტერპრეტირებულ იქნა როგორც კოლექტიური რასობრივი არაცნოებიერის გენეტიკური გადაცემა. რასობრივი არაცნობიერის არქეტიპების შესწავლით თეთრ ხალხს შეეძლო წინაპართა სიბრძნის ხელმეორედ აღმოჩენა. რასა და რელიგია ორგანულად დაკავშირებულია, ხოლო ოდინიზმის წყაროები ბიოლოგიურია: „მისი პრინციპები ჩვენ გენებშია კოდირებული... ოდინიზმი ანსხეულებს... ჩვენი მრავალმხრივი ბრძოლის რეალობას ბედის დაკმაყოფილებისთვის“.

ელზე კრისტენსენი ოდინიზმის საჯარო ფიგურა აშშ-ში 1970-იანი წლების დასაწყისში გახდა, როდესაც რეგულარულად გამოსცემდა გაზეთ „ოდინისტს“. „ოდინის თანამეგობრობა“ უფრო ფოკუსირებული იყო ლიტერატურასა და იდეებზე ვიდრე ცერემონიებზე.

მისი „რეტრაიბალიზაციის“ პროგრამა ითვალისწინებდა ძალაუფლების დეცენტრალიზაციას მცირე, ლოკალურ თვითმმართველ ერთეულებში, რომლებიც დასახლებულნი იქნებოდნენ თავისუფალი არიელი ინდივიდებით. იგი წერდა: „ადამიანი სოციალური ცხოველია, რომელსაც შეუძლია თვითრეალიზაცია მხოლოდ რასობრივი და ეთნიკური თანამოძმეების საზოგადოებაში“.

ამავდროულად, სტივ მკნალენმა ტეხასში დაიწყო ალტერნატიული ასატრუს მოძრაობა, რომელიც უფრო მიმართული იყო რიტუალების და ნორდული მაგიის პრაქტიკაზე. ხშირად ამ ორგანიზაციების წევრები ერთდროულად ორივე ჯგუფის რიგებში ირიცხებოდნენ, თუმცა მათ შორის პოლიტიკური განხეთქილება უფრო თვალსაჩინო გახდა, როდესაც მაკნალენმა მოითხოვა „ასატრუს თავისუფალი ასამბლეის“ ყველა წევრისგან, რომელიც ნაციონალ-სოციალისტურ უნიფორმებს და სიმბოლოებს ატარედა, შეეწყვიტა ეს. პოლიტიკურმა კონფლიქტმა საბოლოო ჯამში საზოგადოება მიიყვანა დაღმასვლამდე 1987 წელს. მის ბაზაზე დაარსდა ორი მემკვიდრე ორგანიზაცია: მიკი მურაის „ასატრუს ალიანსი“ და ედრედ თორსონის „თორის ბეჭედი“. მურაი ამერიკის ნაცისტური პარტიის წევრი იყო წარსულში. პირველი რასობრივად ორიენტირებული იყო, მეორესთვის მულტირასობრიობა არ იყო პრობლემა.

„ასატრუს თავისუფალი ასოციაციის“ არიანისტი წევრები, სიგი ჰუბარდი, ტომ პაგეტი, ვიატ კალდენბერგი და სხვები მონაწილეობდნენ „ოდინისტური თანამეგობრობის“ დიდი ლოს ანჯელესის განყოფილების დაარსებაში. პაგეტმა მოიწვია ტომ მეტცგერი, რომელიც ამ დროს ხელმძღვანელობდა „თეთრი ამერიკელების პოლიტიკურ ასოციაციას“, რათა სიტყვა წარმოეთქვა განყოფილების შეკრებაზე, რის შემდეგაც იგი ოდინისტური შეხვედრების ხშირი მონაწილე იყო. ამის მიუხედავად, ელსე კრისტენსენი თვლიდა, რომ მეტცგერი ზედმეტად რადიკალური იყო, ხოლო არიზონას კინდრედის წევრებს სურდათ, რომ თენამეგობრობა თეთრკანიანთა ინტერესების დაცვაზე ყოფილიყო მიმართული, თუმცა არ ყოფილიყო მტრულად განწყობილი ფერადი რასებისა და ებრაელებისადმი. რასიალისტებს ნაკლებად საეჭვო მოკავშირეები სურდათ: რედბერდმა დააარსა რასიალისტური „თორის ჩაქუჩის კინდრედი“, ელტონ ჰალმა, რომელიც გამოეყნო არიზონას კინდერდს, დააარსა „ჯომსვიკინგის კინდრედი“, ტომ პაგეტი და ვიატ კალდენბერგი შეუერთდნენ მეტცგერის ახლადჩამოყალიბებულ „თეთრ არიულ წინააღმდეგობას“. ვიატი, რომელიც მეტცეგერის პერიოდიკალის, WAR-ის რედაქტორი იყო, თავის სტატიებში ოდინიზმს ქადაგებდა. კალდენბერგის პაგანური მსოფლმხედველობა ისტორიას და პოლიტიკას უყურებს როგორც კოსმიურ ბრძოლას ღვთიურ არიულ და დემონურ, არაბუნებრივ იუდო-ქრისტიანულ ძალებს შორის. არიული რასა იდენტიფიცირებულია დედამიწასთან, სიცოცხლელსა და ბუნებასთან, ხოლო „ტალახის რასები“ სიკვდილთან, ზამთრის დეკადანსთან და მატლებთან, რომლებიც სხვისი სიცოცხლით საზრდოობენ.

კალდენბერგმა დაიწყო გაზეთ „პაგანური აღორძინების“ გამოცემა 1990-იანი წლების დასაწყისში, რომელიც ტაბლიოდად გადააკეთა 1998 წელს. პერიოდიკალი მთავარ მიზნად ასახელებდა ასატრუს რელიგიის გავრცელებას, რომელიც აღმერთებს ნორდული პანთეონის ღმერთებს, ოდინს, თორს და ფრიგას. იგი ასევე შეიცავს გერმანიკული, ზოროასტრული და ვედური პაგანური რელიგიების მეცნიერულ შედარებას და აშშ-ს სამხრეთში მზარდი ლათინოსი მოსახლეობის ეკონომიკურ ანალიზს, ასევე თეთრი ძალის, ინდუსტრიული და მეტალის მუსიკის მიმოხილვას.

კალდენბერგი აკრიტიკებდა ქრისტიანობას, როგორც უცხო ებრაულ პროდუქტს, რომელმაც დაასუსტა პაგანი არიელი ხალხი მათი გაუცხოებით თავისი ღმერთების და ქალღმერთების სასიცოცხლო ძალებთან. ქრისტიანობას იგი „თვითსიძულვილის თეოლოგიას“ უწოდებდა. იგი ებრაელებს ადანაშაულებს ქრისტიანობისთვის, რომელმაც 300 მილიონი ევროპელი პაგანი მოკლა 2 ათასი წლის განმავლობაში. მისი იდეალური საზოგადოება სტრუქტურირებულია ანტიკური ვიკინგური მერიტორიკატიის საფუძველზე, სადაც მმართველი კასტას შეადგენენ იარლები, ან მებრძოლები. საშუალო კლასი არიან კარლები, ანუ მუშები, მათ დაბლა კი თრალები, კრიმინალი მონების კასტა. ძალაუფლება კონცენტრირებული უნდა იყოს არისტოკრატ მებრძოლთა ელიტის ხელში. მხოლოდ მას შეუძლია მისი აზრით მასები „საკუთარი თავის ტირანიისგან გაათავისუფლოს“, რომელიც ყოველთვის იმას შეჰყურებს, ვინ მოახდენს მის ექსპლუატაციას, ცხვარია, რომელიც დაიბადა როგორც მონა. იგი ასევე აკრიტიკებს „ქრისტიანულ იდენტობას“, ენერგიის გადატანაზე არიული აღორძინებიდან ცრუ ებრაულ კულტზე.

ჯოსტ ტარნერმა დააფუძნა ნაციონალ სოციალისტური კინდრედი 1980-იან წლებში ფოლკიშური „უკან მიწისაკენ“ ტიპის ოდინისტურ კომუნაში სახელწოდებით „ფოლკსბერგი“ ჩრდილოეთ კაროლინის მთებში. ჯოსტი თავის სწავლებებში არიულ-ვედურ ფასეულობებს, ნორდულ მითოლოგიას და ინდუისტურ ტანტრიზმს აერთიანებს არიელი ადამიანების სულიერი ევოლუციისთვის მათი რასობრივი არქეტიპის მიხედვით. ვიეტნამის ომში მსახურის შემდეგ, „ყვავილის ძალის“ ერაში, მან დაიწყო ოკულტიზმის და აღმოსავლური რელიგიების შესწავლა. ის გადააწყდა პარამახანსა იოგანანდას „იოგის ავტობიოგრაფიას“, ინდოელის, რომელიც იუნდუისტურ მისიას ხელმძღვანელობდა აშშ-ში 1920-იან წლებში. ჯოსტი ვარჯიშობდა კრია იოგას იოგანანდას „თვითრეალიზაციის თანამეგობრობაში“ და ორი წელი აშრამში ჩრდილოეთ კალიფორნიაში. 1970-იანი წლების შუაში ის დაინტერესდა ნორდული პაგანიზმით და ოკულტური ნაციონალ-სოციალიზმით და ჩართული იყო ასატრუს თავისუფალ საზოგადოებაში, შემდეგ კი სტივენ მკნალენის დეიდაშვილთან დაქორწინდა.

ჯოსტი სიმპათიას გამოთქვამდა ჰიპების იდეის მამართ სისტემიდან გამოსვლასა და მის განადგურებაზე არმონაწილეობით. ჯოსტმა და მისმა ცოლმა გადაწყვიტეს ურბანული საზოგადეობისგან განშორება და კომუნალისტურ მოძრაობას შეურთდნენ. იგი მხარს უჭერდა ახალ „უკან მიწისგენ“ მოძრაობას, რომელიც ამჯერად ნამდვილი იდეალიზმით და ჯანსაღი სულიერი ფილოსოფიით იქნებოდა შთაგონებული, და არა თეთრი საშუალო კლასის მატერიალიზმის წნეხით დაძრული, როგორც თავიდან იყო, რის შედეგადაც აშენდებოდა არიული ფოლკიშური საზოგადოება. თეთრკანიან ახალგაზრდობას, მისი აზრით, ქალაქებში არც თუ ისე დიდი მომავალი ჰქონდა. სკინჰედების მოძრაობას იგი არათეთრკანიანთა მიგრაციაზე, სოციალური კეთილდღეობის სისტემის ჩავარდნასა და ქალაქებში თეთრებისთვის ცხოვრების გაუსაძლისობაზე რეაქციად მიიჩნევდა, თუმცა ეს ენერგია არიული თემის მშენებლობაზე უნდა მიმართულიყო დაუსახლებელ მთებში. ფოსკსბერგმა, რომელიც ოდინისტურ პრინციპებზეა მოწყობილი, ეკონომიკურ თვითკმარობას მიაღწია მეცხოველებით, მიწათმოქმედებითა და ხელოსნობით, მცირე „ვოტანის სკოლით“ თემის ბავშვებისთვის. ჯოსტის აზრები ასახავდა ელსე კრისტენსენის იდეას არქეტიპების გამოღვიძებაზე და მოიცავდა ასევე ნიუ ეიჯ იდეებს, რომლებიც აღებულია იოგადან და ინდუიზმიდან, თვითგანვითარებაზე ხაზგასმით. მისი აზრით, სწორედ თემი იძლეოდა ხიდს უფრო განვითარებულ არიულ კაცობრიობასთან, და სწორედ ამ უბერმენშებს უნდა მიეყვანათ მსოფლიო ისევ ჰარმონიასთან ბუნებასთან ოქროს ხანაში, რომელსაც ჭვრეტდა ადოლფ ჰიტლერი. ჰიტლერს ის ინდუისტი ეზოთერული ნაციონალ-სოციალისტის, სავიტრი დევის წიგნ „განათება და მზის“ გავლენით ნახევრად-ღვთიურ რელიგიურ ლიდერად მიიჩნევდა, რომელმაც ყველაფერი გააკეთა ხალხის სასიკეთოდ და მისი ყველა ქმედება ხალხისადმი სიყვარულის დემონსტრაცია იყო, ხოლო მისი მარცხი ისევ გამოუღვიძებელი არიელების სიხარბის და მატერიალიმიზმის შედეგი გახლდათ, თუმცა ნეგატიური ძალების ამ გამარჯვებამ და ჰიტლერის თვითშეწირვამ უნდა გამოაღვიძოს არიელები თავიანთ ბედზე. არიული სულიერი თვითგანვითარების მისი სისტემა ეფუძნებოდა იოგანანდას ტანტრულ ინდუიზმს, ნორდულ მითოლოგიას და სავიტრი დევისა და ჩილელი ნაციონალ-სოციალისტის, ეზოთერული ჰიტლერისტის, მიგელ სერანოს იუნდუისტურ-ნორდულ იდეებს. მისი აზრით, კრიას გზა ფორსირებული ევოლუციისკენ სიმბოლიზებული იყო ოდინიზმში ვოტანის, თორის, იგდარსილის ალეგორიებით.

დეივიდ ლეინმა, ამერიკელმა თეთრმა ნაციონალისტმა 1995 წელს თავის ცოლთან, კატია ლეინთან და მეგობარ რონ მაკვანთან ერთად დააფუძნა „ვოტანსფოლკი“, რასობრივი ოდინისტური ჯგუფი აშშ-ში. ლეინმა ასევე დააფუძნა „14 სიტყვის პრესა“ და იყო რევოლუციური თეთრი ნაციონალისტური ორგანიზაციის, „ბრუდერ შვაიგენის“ (გერმ. Brüder Schweigen) ერთ-ერთი ლიდერი, რომელიც გაასამართლეს რეკეტისთვის, რეკეტში მონაწილეობაში შეთქუმებლისა და ებრაელი რადიოწამყვანის, ალან ბერგის სამოქალაქო უფლებების შელახვისთვის (ლეინი ატარებდა მანქანას როდესაც „ბრუდერ შვაიგენის“ სხვა წევრმა მოკლა ალან ბერგი და ისინი მიმალვას ცდილობდნენ) და 190 წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. ლეინის 14 სიტყვიანი სლოგანი გახდა მანტრა თეთრი იდენტობის ჯგუფებისთვის - „ჩვენ უნდა დავიცვათ ჩვენი ხალხის არსებობა და მომავალი თეთრი ბავშვებისთვის“. „ბრუდერ შვაიგენის“ 1983-1984 წლებში მოქმედებდა და ისახავდა მიზნად თეთრკანიანთა რევოლუციის მოწყობას აშშ-ს სიონისტური საოკუპაციო მთავრობის წინააღმდეგ. ლეინი ციხეში „ყველაზე ცნობილ თეთრ პოლიტიკურ პატიმარად“ იქცა. მისი 14 სიტყვიანი სლოგანი ვოტანსფოლკის ყველა ლიტერატურაში მეორდება და ჟურნალებითა და მუსიკით ეს კრედო მთელ მსოფლიოში გავრცელდა. მაკკვანმა, რომელიც შეუერთდა წყვილს 14 სიტყვის პრესაში, 1994 წელს, დიდი გავლენა იქონია ვოტანსფოლკის რელიგიური ფილოსოფიის განვითარებაზე.

დეივიდ ლეინი თავისი პოლიტიკური მოღვაწეობის დასაწყისში „ჯორჯ ბირჩის საზოგადოების“ წევრი იყო. მისი ბიოლოგიური და „არიული ნაციების“ პენსილვანიის შტატის ლიდერზე იყო დაქორწინებული, და მუშაობდა რიჩარდ ბატლერის ეკლესიაში აიდაჰოში. დეივიდი შეუერთდა „არიული ნაციებს“ და გახდა ბატლერის „ინფორმაციის მინისტრი“. ამ დროს მან დაწერა პამფლეტი „თეთრი რასის სიკვდილი“ და ბროშურა „ამ ნიშნის ქვეშ დაიპყარი“, რომელიც წარმოადგენდა „ნამდვილი ქრისტიანობის და რასიზმის“ კვლევას. ორივე გაავრცელა „არიულმა ნაციებმა“. დეივიდ ლეინი ბატლერის ეკლესიის რელიგიის, „ქრისტიანული იდენტობის“ მიმდევარი გახდა.

„ბრუდერ შვაიგენის“ წევრობის დროს მისი საქმიანობის გამო ლეინი 1985 წლის მარტში დააკავეს და იგი სასამართლოს წინაშე წარდგა. სიეტლის სასამართლო პროცესის შემდეგ, რომელზეც დეივიდს 40 წელი შეეფარდა რეკეტისა და შეთქმულებისთვის, ლეინმა „ბრუდერ შვაიგენის“ მისია განსაზღვრა „ქრისტიანული იდენტობის“ ტერმინებით, როგორც ბრძოლა ღვთიური თესლის ხაზსა და ეშმაკის პროგენიას შორის. იგი აპროტესტებდა გადაწყვეტილებას, რადგან თვლიდა, რომ ბერგის მკვლელობაში უდანაშაულო იყო და დარწმუენებული იყო, რომ ცრუმოწმეობის საფუძველზე გაკეთებული ჩვენების მსხვერპლი გახდა და ორჯერ ერთი და იგივე დანაშაულისთვის წაუყენეს ბრალდება. ციხეში ლეინმა დაწერა ნაშრომები იმის საჩვენებლად, რომ სიონისტური ამერიკული ისტებლიშმენტი რასობრივ ინტეგრაციას იყენებდა მედიის, საგანმანათლებლო სისტემის და სადამსჯელო იუსტიციის სისტემის დახმარებით, თეთრი რასის დემორალიზებისა და განადგურებისთვის. ამ პერიოდში ის გადავიდა რასიალისტურ პაგანურ შეხედულებაზე, რომელიც სამყაროს ბუნებით კანონებს უყურებს როგორც ღვთიურს. ეს კანონები ძირითადად განისაზღვრება რასის შენარჩუნებით. ხალხი, რომელიც რასობრივ უცხოტომელებს აძლევს საშუალებს მათთან იცხოვრონ რასობრივი აღრევით გაქრება, რადგან „არცერთ რასას არ შეუძლია მუდმივად განაგრძოს არსებობა ტერიტორიული იმპერატივების გარეშე სადაც გამრავლდება, დაიცავს თავს და თავის თავს განავითარებს“.

დეისტური ნატურალიზმის გარდა, ლეინი წერდა დასავლურ ეზოთერულ ტრადიციაზე, იყენებდა ნუმეროლოგიას და სხვა ოკულტურ ხელსაწყოებს როგორც ინიციაციის სკოლებს და საიდუმლო ცოდნას ფარული მემკვიდრეობის გამოსაკვლეავად რელიგიის ისტორიაში. დრუიდები, ეგვიპტელი მღვდლები, პითაგორა, კათარები, ტამპლიერი რაინდები, როზენკროიცერები და სხვა ჰერმეტული ფილოსოფოსები ყველანი განიხილებოდნენ როგორც ინიცირებულები პირველ ათასწლეულში გავრცელებულ რელიგიებში, როგორიცაა ოდინიზმი, მიზრაიზმი, ზოროასტრიზმი და გნოსტიკური ქრისტიანობა. ეს მისტიკური ან პაგანური რელიგიები ბუნებით წესრიგზე უფრო ღრმა ცოდნას მისდევდნენ აბსტრაქტული პრინციპების ჩათვლით, ხოლო სამყაროს სასიცოცხლო ძალები პერსონიფიცირებულნი იყვნენ ღმერთებსა და ქალღმერთებში და მათ პანთეონებში.

დევიდ ლეინი ციტირებს მენლი ჰოლის „ყველა ეპოქის საიდუმლო სწავლებებს“: „რადგანაც მსოფლიოში დაღვინებულ გონთა რაოდენობა მცირე იყო, წინაპართა ფილოსოფიური რელიგიური სტრუქტურები გაყოფილი იყო ადამიანის ინტელქტის ორი ფუნდამენტური ჯგუფის მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად: ერთი ფილოსოფიური, ხოლო მეორე, რომელსაც არ ჰქონდა უნარი ცხოვრების უფრო ღრმა მისტერიები შეეცნო. მხოლოდ მცირეთათვის იყო გამხელილი ეზოთერული სწავლებები, ხოლო არაკვალიფიციურმა მასებმა მიიღებს ეგზოთერული ინტერპრეტაციები, რომელიც მარტივი რომ გაეხადათ, სამყაროს სასიცოცხლო ძალები პერსონიფიცირებულნი იქნენ ღმერთების და ქალღმერთების სახით ძველ მითოლოგიებში“. ადეპტებს, რომლებმაც შექმნეს მითოლოგიები, არ სჯეროდათ რომ ფიზიკურმა თორმა გამოიწვია ელვა მაგიური ჩაქუჩით, ან რომ ფიზიკურმა ზევსმა ისროლა მნათობი ელვები ოლიმპოს მთიდან, ისისმა დანაწევრებული ოსირისი კვლავ სიცოცხლისკენ მოაბრუნა, დედამიწა გაჩერდა ისრაელიტებს რომ დამატებითი მზის სხივები მიეღოთ მტრების გადასანდგურებლად ან ფიზიკური იესო აღსდგა მკვდრედით. ლეინის აზრით, უდავოა, რომ ადამიანების მცირე გულუბრყვილო ნაწილს მართლაც პირდაპირი მნიშვნელობით სჯეროდა მითოლოგიების, როგორც დღეს. თუმცა მისტერიის ან პაგანურ რელიგიებში ყველა თავისუფალი იყო უფრო ღრმა ცოდნისაკენ მისწრაფებაში, „ეწამა“ ან უგულვებელყო მეცნიერება და რელიგია. ეს მოცემულობა აძლევდა თავისუფლებას მასებს და განმანათლებლობას ინტელექტუალური მისწრაფებების მქონეებს.[9]

ლეინის აზრით, კატასტროფა მოხდა 325 წელს, როდესაც რომაელებმა, იმპერატორმა კონსტანტინემ, ებრაელებთან კოლაბორაციით მიიღო ქრისტიანობის უნივერსალისტური რელიგია მთელ იმპერიაში. ებრაელებმა დაამყარეს სულიერი ტირანია და გამოიყენეს რომის იმპერია იმათ დასახოცად, ვინც არ იღებდა ახალ უნივერსალურ რელიგიას. მისი თქმით, არ არის რთული მისახვედრი, რომ მხოლოდ ებრაელებმა შეიძლება სარგებელი ნახონ რელიგიით, რომელიც ებრაელებს „ღვთის რჩეულ ხალხად“ აცხადებს და სხვა დანარჩენებს მათ მონობას უქადდის, ხოლო ძალაუფლების სისტემა იმის მიხედვით უნდა განვსაჯოთ, თუ ვინ „იღებს სარგებელს“ ამ სისტემისგან. ამის შემდეგ მისი თქმით თეთრი რასა იძულებულ იქნა ეღიარებინა და ერწმუნა იუდო-ქრისტიანული მითოლოგიები პირდაპირი მნიშვნელობით. ებრაელებმა ანტიკური მისტიკური სკოლების სიბრძნე დაამახინჯეს სულიერი ტირანიის დასამყარებლად მთელ დროსა და ყველა ადგილში „ღვთის რჩეულ ხალხად“ რომ აღიარებულიყვნენ. თუმცა საბედინიეროდ „კაცობრიობის მეგობრები“: ჯადოქრები, ადეპტები, ინიაციატები, ჰერმეტული ფილოსოფოსები, დიდი თეთრი საძმო, შვიდი სხივის საძმო და სხვები დაუპირისპირდნენ ამ ტირანიას. მათ მოგვცეს ანბანები, ენები, საზომი სისტემები, რელიგიები, მუსიკა, ხელოვნება, წიგნები, მედიცინა, მეცნიერება და სხვა და ხშირად ეკლესიის და სახელმწიფოს შიგნით მოქმედებდნენ საიდუმლოდ, თუმცა როდესაც მათი დანაშაული მჟღავდნებოდა, ხან ჯორდანო ბრუნოსავით კოცონზე წვავდნენ იმის განდობისთვის, რომ დედამიწა მზის გარშემო ბრუნავს, ხან გალილეოსავით უწევად მეცნიერული ფაქტი უერყოთ. ჰერმეტულმა ფილოსოფოსებმა შეიმუშავეს მეთოდები მათი სიბრძნის კოდირებისთვის გეომეტრიაში, მითებში, რიტუალებში, სიმბოლოებში და გემატრიაში და სხვებს დაუტოვეს გასაშიფრად. ლეინი იყენებს ნუმეროლოგიას, მეფე ჯეიმზის ბიბლიის (რომელიც ნავარაუდევია რომ სერ ფრენსის ბეკონმა დაწერა) „კოდურ სისტემასა“ და მაგიურ კვადრატებში უნივერსალური ჭეშმარიტების სქემის გასაშიფრად.

ლეინს სჯეროდა, რომ თეთრი რასა არ უნდა იყოფდეს ღმერთებს ან რელიგიებს სხვა რასებთან. უცხო ღმერთები რასის მიერ უნიკალურობის აღქმას ანადგურებენ და ამცირებენ მისი გადარჩენის შესაძლებლობას. „ქრისტიანული იდენტობის“ მიტოვებით, მან ვოტანიზმი საუკეთესო რელიგიად გამოაცხადა თეთრი რასისთვის. მითოლოგიის და იუნგის ფსიქოლოგიიდან ტერმინების გამოყენებით, ლეინი აცხადებს, რომ ვოტანი არიას ხალხის მოთხოვნილებების და შემოქმედი ძალის რეპრეზენტაცია. „ვოტანი აღვიძებს ჩვენ რასობრივ სულს და გენეტიკურ მეხსიერებას. ის აღვიძებს ჩვენ სისხლს“. რელიგიის პირველხარისხოვანი მიზანი უნდა იყოს რასობრივი გადარჩენა. ლეინი ავლებს კონტრასტს ახალი აღთქმნის „ათ ცნებას რასობრივი სუიციდისთვის“ ვოტასფოლკის სიბრძნესთან არიელი ადამიანისთვის. ლეინის გადმოსახედიდან რელიგია საბოლოო ჯამში პოლიტიკური იარაღია.

მაკვანის მიხედვით, ვოტანიზმი საფუძველს იღებს თეთრი რასის გენეტიკურ თავისებურებებში და კოლექტიურ იდენტობაში. „ჩვენი ძველი თეთრი წინაპრები ხვდებოდნენ რომ მემკვიდრეობის და რასის გადასარჩენად, განსავრცობად და აღსაზევებლად საჭირო იყო საშუალებები ხალხის ცნობიერების დასამუხტად. შეიქმნა ალეგორიები და მითები არქეტიპურ ღმერთებთან ერთად, რომლებიც გამოხატავენ ბუნებით სამართალს და ხალხის კოლექტიურ არაცნობიერს. უპირველესი და ყველაზე თანმიმდევრული ამ არქეტიპებიდან ტევტონური ღმერთი, ვოტანია“. ვოტანის როგორც „არიული სულის შინაგანი ხმით“ დახასიათებით, მაკვანი აკავშირებს, თუ როგორც მოახდინა გერმანული ხალხის გაერთიანება და ტრანსფორმაცია ვოტანის სულის ამოფრქვევამ „გასაოცარი და თითქმის მყისიერი რკინის ნებით და პროდუქტიულობით“ 1930-იან წლებში. ვოტანის სული 1945 წლიდან მიძინებული იყო, როდესაც მულტირასობრივმა სახელმწიფოებმა დაიწყეს თეთრი რასის, მისი კულტურის და ტრადიციების მიზანმიმართული გენოციდი. მაგრამ მაკვანი ხედავს „ღმერთების მეტამორფოზისს“ ჩვენ დროში, „სისხლის ძახილს“. რადგან არიელებს, მეტად თუ ნაკლებად, მაინც აქვთ შენარჩუნებული ვოტანის ცნობიერების ელემენტი, ეს სული მათი დამცველი ძალა და „ყველაზე სარწმუნო საშუალებაა, რომ ჩვენ საერთო მიზნისთვის და ბედისთვის გავერთიანდეთ“.

ვოტანსფოლკი თავის მისიას ხედავს რიჩარდ ვაგნერის, ფრიდრიხ ნიცშეს, გუიდო ფონ ლისტის და კარლ გუსტავ იუნგის ადრეული ძალისხმევის გაგრძელებაში, რათა აღადგინონ არიელები მათი მძლავი კოლექტიური არაცნობიერით. მაკვანი ციტირებს ლანც ფონ ლიბენფელსის მტკიცებას, რომ ტამპლიერი რაინდები იყვნენ არიული სიბრძნის მცველი შეიარაღებული გვარდია ეკლესიის მიერ მათ ჩახშობამდე მე-12 საუკუნეში. მე-19 საუკუნეში ბევრი ფოლკიშური ჯფუდი შეიქმნა „ანტიკური ტევტონური, გნოსტიკური სიბრძნის და რიტუალური პრაქტიკის გასაძლერებლად“. ტევტონური მითოლოგიის აღორძინება დაჩქარდა ვაგნერის ინსპირაციული მუსიკით და ნიცშეს ჰეროიკული ფილოსოფიით, რაც ახალ შუქზე წარმოაჩენს „დიდხანს რეპრესირებულ არიულ ცნობიერებას“. მაკვანი აღწერს, თუ როგორც აღმოჩინეს გუიდო ფონ ლისტმა და იორგ ლანც ფონ ლიბენფელსმა ვოტანიზმი და არიოსოფია, მათ მაგალითს მიჰყვნენ კარლ მარია ვილინგური, რუდოლფ ფონ სებოტენდორფი, თეოდორ ფრიტში და დიტერიხ ეკარტი, რომელმაც ახალი არიული თვითშეცნობა წამოიწყო გერმანელებში ნაციონალ-სოციალიზმის მოლოდინში.

ვოტანსფოლკის ინსპირაცია კარლ იუნგის ნაშრომებში დიდწილად აიხსნება მისი ცნობილი ესეთი „ვოტანი“, სადაც მან აღწერა ვოტანის არქეტიპი როგორც ავტონომიური ფსიქიკური ფაქტორი, რომელიც წარმოშობს ძალადობრივ და მოუსვენარ ეფექტებს გერმანელების კოლექტიურ ცხოვრებაში. იუნგი ამის ადრეულ ნიშნებს 1914 წლამდე ხედავს გერმანულ ახალგაზრდულ მოძრაობაში მისი მზის გაღმერთებით, ნაბუნიობის რიტუალებით და პაგანური სიმბოლიზმით. 1933 წლის შემდეგ, იუნგი მესამე რაიხის ენთუზიასტურ მასებს უყურებდა როგორც ვოტანის არქეტიპის მოზღვავებით შეპყრობილებს მრავალსაუკუნოვანი რეპრესიის შემდეგ. მიგელ სერანოსთვის წერილში 1960 წელს, იუნგმა განავრცო თავისი თხრობა ვოტანის არქეტიპის პერენიალურ პოტენციაზე:

„როდესაც, მაგალითისთვის, ღმერთ ვოტანში რწმენა გაქრა და მასზე აღარვინ ფიქრობდა, ფენომენი, რომელსაც ორიგინალურად ვოტანი ეწოდა, კვლავ არსებობდა. არაფერი შეიცვალა მისი სახელის გარდა, როგორც ნაციონალ-სოციალიზმმა მოახდინა დემონსტრირება დიდ მასშტაბებში. კოლექტიური მოძრაობა მილიონობით ინდივიდისგან შედგება, რომლისგანაც ყველა აჩვენებს ვოტანიზმის სიმპტომებს და ამით ამტკიცებს, რომ ვოტანი არასდროს მომკვდარა და თავისი ორგანული სიცოცხლისუნარიანობა და ავტონომიურობა შეინარჩუნა. ჩვენი ცნობიერება მხოლოდ წარმოისახავს რომ მან დაკარგა თავისი ღმერთები; რეალურად ისინი კვლავ მასთან არიან და სჭირდებათ მხოლოდ განსაზღვრული საერთო კონდიცია კვლავ სრული ძალით დაბრუნებისთვის“.

მეორე მსოფლიო ომის შემდგომ რეალობაზე იუნგი ამბობდა, რომ ორთოდოქსული ქრისტიანობის სისუსტემ და კომუნიზმის საფრთხემ მსოფლიო შეიძლება ისეთივე სულიერი გასაჭირის წინაშე დააყენოს, როგორიც იყო გერმანიაში 1920-იან წლებში. „ჩვენ შეიძლება კიდევ გავიაროთ ვოტანისტური ექსპერიმენტი. ეს ნიშნავს მენტალურ ეპიდემიას და ომს“.

ვოტანსფოლკი ციტირებს იუნგის ესეს, თუმცა აიგნორებს მის გაფრთხილებებს ნაციონალ-სოციალისტურ ერაზე. ამ მხრივ, ვოტანსფოლკი იდენტიფცირებას ახდენს ადრეულ იუნგთან, რომელიც ნავარაუდევია რომ ინსპირაციას იღებდა მისი თანამედროვე ირაციონალიზმისა და ფოლკიშური ნაციონალიზმისგან. თავის სადავო წიგნებში, რიჩარდ ნოლი იუნგის ადრეულ ინტელექტუალურ განვითარებას უკავშირებს გერმანული Fin de siècle კულტურის ნეორომანტიკულ ინტელექტუალურ კლიმატს, რომლის დროსაც პესიმისტური იდეები დაღმასვლასა და დეკადანსზე ხელმეორედ დაბადების და განახლების ნიცშეანურ მოწოდებებს შეერწყა. სპირიტუალიზმის და თეოსოფიის შესწავლის შემდეგ, იუნგი დაინტერესდა გერმანელი ფოლკიშური ნაციონალისტების არიულ-მირთაული რელიგიით და მზის მისტიციზმით. იუნგმა ევოლუციური ბიოლოგის, ერნსტ ჰაეკელისგან აიღო თეორია რომ ინდივიდუალური განვითარების ეტაპები ადამიანთა მოდგმის ევოლუციის რეზუმირებას ახდენდა, რათა არაცნობიერის თავისი ევოლუციური თეორია ჩამოეყალიბებინა. იუნგისთვის, ფანტაზიები და ოცნებები აღწერდა კაცობრიობის პრეისტორიულ და ანტიკურ რელიგიურ გამოცდილებას. თუ იუნგი თავიდან ადამიანის გონების არაცნობიერი სტრატის გააქტივებას პათოლოგიად განიხილავდა, 1916 წლისთვის მას უკვე სჯეროდა, რომ ცნობიერმა გონება რევიტალიზაცია მხოლოდ ევროპული ცივილიზაციის რეპრესიული ქრისტიანული საფარის პრე-ქრისტიანულ დონემდე ჩამოჭრით შეიძლება განიცადოს.

ვოტანსფოლკი ნოლანის მიერ დანახულ იუნგს განადიდებს, როგორც ევროპელი ხალხების არიული მისტერიების ხელმეორედ აღმომჩენს, განსაკუთრებით გერმანელების, სანამ უცხოურმა, თავსმოხვეულმა, სემიტურმა ქრისტიანობამ მოსწყვიტა ისინი მათი სიცოცხლის პრიმორდიულ წყარეობს, მათ ღმერთებს, მითებს, არქეტიპებს. არქეტიპული გააქტივების იუნგიანური ხედვის გამოყენებით მაკვანი ამტკიცებს, რომ „იუნგმა იწინასწარმეტყველა, რომ არიული რასა მალე შევა ამბოხებული ვოტანის ეპოქაში, რომელიც აღზევდება ხალხის ცნობიერ გონებაში, როგორც მძინარე ვულკანი ახალი აქტივობისთვის“. მხოლოდ სულიერი აქტით, რომელშიც „თეთრი რასა ხელახლა აღმოაჩნეს თავის მითებს და ლეგენდას“ შეიძლება გადარჩეს არიელი ადამიანი როგორც სახეობა. მისი ნაშრომების დიდი ნაწილი ამ ხელმეორე აღმოჩენისკენ იყო მიმართული. მან აღადგინა სრულად ვოტანისტური ბლოტის რიტუალი (ცერემონია) და სუმბელი. იგი მხატვრობით ალამაზებდა სასმელ რქებს, თითბერის და სპილენძის თორის ჩაქუჩებს, მუხის და ირმის რქის რუნულ ნივთებს, სპირალურ მკლავსახვევებს და სხვა რუნულ სამკაულებს, რომლებიც 14 სიტყვის პრესით იყიდებოდა ვოტასფოლკის თემებში მთელ მსოფლიოში. მისი გამორჩეული ხელოვნება, რომელიც ასახავდა ვიკინგ მეომრებს, ვოტანს და ანტიკურ მეგალითურ ცერემონიულ ადგილებს, ამშვენებდა 14 სიტვის პრესის პუბლიკაციის გვერდებს, მათ შორის ყოველთვიურ საინფორმაციო ბიულეტენ „ფოკუს თოთხმეტს“. ნორდული ღმერთების და ქალღემრეთების, მგლების, დრაკონების და რავენების მისი გაკეთებული ხის სკულპტურები ვოტანსფოლკის სათაო ოფისს ამშევენებდა სენტ-მერისში, ხის ტაძრით (ჰოფი), მიძღვნილი გუიდო ფონ ლისტის ხსოვნას.[10]

ქრისტიანული იდენტობა

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

„ქრისტიანული იდენტობა“ წარმოადგენს მნიშვნელოვან ტრენდს მეორე მსოფლიო ომის შემდგომ თეთრი რასობრივი მოძრაობის განვითარებაში. იგი საფუძვლებს იღებს ბრიტანულ ისრაელიზმში, რელიგიურ მოძრაობაში, რომელიც წარმოიშვა მე-19 საუკუნის ინგლისში ჯონ უილსონის და ედუარდ ჰაინის ლიდერობით. თავის „ლექციებში ჩვენ ისრაელურ წარმოშობაზე“ (1840), უილსონი ამტკიცებდა, რომ ბრიტანელების წარმომავლობის ხაზი იღებს სათავეს ისრაელის ჩრდილოეთის სამეფოს „ათი დაკარგული ტომიდან“. ბრიტანელები განიხილებოდნენ როგორც ეფრემის შთამომავლები, ხოლო ჩრდილოეთ ამერიკის ახალმოსახლეები - მენაშეს. თუმცა მოძრაობა თავდაპირველად ფილოსემიტური იყო. ებრაელები იუდეას სამეფოს ორი ტომის მემკვიდრეებად მიიჩნეოდნენ, რომელთა ბედი ბრიტანელ ისრაელელებთან იყო დაკავშირებული. მთლიანი ისრაელის გაერთიანება იყო უკანასკნელი დღეების წინაპირობა, რაც მოითხოვდა იმას, რომ ისრაელის ათი ტომი, განსაკუთრებით ბრიტანელები, კვლავ შეერთებოდნენ სხვა ტომების შთამომავლებს - განსაკუთრებით ებრაელებს - წმინდა მიწაზე.

ბრიტანული ისრაელიზმი გავრცლედა აშშ-ში ლეიტენანტი ჩარლზ ტოტენის საქმიანობით, რომელსაც ხელი შეუწყო ედუარდ ჰაინის მისიონერულმა მგზავრობებმა აშშ-ში 1884 და 1888 წლებში. 1920-იანი წლების ბოლოს შეიქმნა ამერიკის ანგლო-საქსური ფედერაცია ჰოუარდ რენდის ლიდერობით. რენდმა მოახდინა მოძრაობის კონსოლიდაცია აშშ-ში და გახდა ბრიტანულ ისრალიზმისა და მისი ამერიკული ვარიანტის, „ქრისტიანული იდენტობის“ მნიშვნელოვანი დამაკავშირებელი რგოლი.

მთავარი ფიგურა აშშ-ში ბრიტანული ისრაელიზმის შემდგომ განვითარებაში გახდა უილიამ კამერონი. იგი იყო ჰენრი ფორდის ყოველკვირეული გაზეთის, „დირბორნ ინდეფენდენთის“ რედაქტორი და ფორდის პრესასთან ურთიერთობის მენეჯერი. მისი სტატიები შემდგომ გაერთიანდა ოთხტომეულში სახელწოდებით „საერთაშორისო ებრაელი“. ამ სტატიებმა ამერიკულ პუბლიკას გააცნო „სიონის უხუცესთა პროტოკოლები“. კამერონი 1933 წელს გახდა ამერიკის ანგლო-საქსური ფედერაციის ეროვნული აღმასრულებელი კომიტეტის წევრი, ხოლო 1937 წელს - ფედერაციის პრეზიდენტი. მან მოძრაობას მოუტანა არსებითი რესურსები, მათ შორის ჰენრი ფორდთან ახლო ურთიერთობის პრესტიჟი, მედიაში მუშაობის გამოცდილება და ბიზნეს-კავშირების მძლავრი ქსელი. მის მიერ ებრაელთა საერთაშორისო შეთქმულების თეორიის ბრიტანულ ისრაელიზმთან კომბინირება გახდა მოძრაობის წევრობისა და დისკურსის განმსაზღვრელი მნიშვნელოვანი ეპიზოდი.

ჯერ კიდევ ჯონ უილსონს მიაჩნდა, რომ იუდეას ებრაული ტომები დაქორწინდნენ სულიერად დაბალ ხალხებზე ცნობილნი როგორც ედომელები. კამერონმა ეს მსჯელობა ახალ ეტაპზე აიყვანა 1934 წელს ებრაელების დაკავშირებით „ესავის რასასთან“, ანტი-ისრაელურ ძალასთან, რომელიც დღემდე მოქმედებს. ეს ესავის რასა შეერთდა ებრაელებთან და დაიწყო თავისი საშინელი საქმიანობა ებრაული რელიგიიის შიგნიდან გარსაყვნელად. ესავის ხალხი ედომელები გახდნენ და მოგვიანებით იდუმეველები, ჰეროდის წინაპრები. იუდეას ებრაული ტომები ესავის რასის სისხლით დაბინძურდნენ და ბიოლოგიურად დაუკავშირდნენ იესოს მდევნელებს. ბრიტანული ისრალიზმის სხვა მიმდევარმა, ფრედერიკ ჰაბერმანმა აღწერა ებრაელების აღრევა ედომელებთან, იდუმეველებთან და სირიელებთან, რის გამოც მათ შეიძინეს მუქი გარეგნობა, თვალსაჩინო კონტრასტში მაღალ და ღია ისრაელელებთან.

ბრიტანული ისრაელიზმის ცენტრის გეოგრაფიულმა გადანაცვლებამ დასავლეთში მნიშვნელოვანი გავლენა იქნოია მის რადიკალიზაციაზე. 1937 წელს ვანკუვერში კანადურმა ჯგუფმა გაწყვიტა კავშირი ტორონტოსა და ლონდონთან და დაიწყო კავშირების ჩამოყალიბება აშშ-ს დასავლეთ სანაპიროზე, რაც განმტკიცებულ იქნა ყოველწლიური კონფერენციებით ვანკუვერში, პორტლანდში (ორეგონი) და ლოს ანჯელესში 1939-დან 1947 წლამდე. ვანკუვერელი ავტორების იდეებმა დომინანტური გავლენა მოიპოვეს კალიფორნიაში. 1944 წლის წიგნი „როდის? უახლოესი წარსულის წინასწარმეტყველური ნოველა“ შეიცავდა ერთ-ერთ უპირველეს განცხადებებს, რომ ებრაელები იყვნენ სატანის შთამომავლები. კიდევ ერთი აპოკალიფსური ტრაქტატი, „როდესაც ღმერთი უტევს“ (1944), შეიცავდა ქრისტიანული იდენტობის ბევრ მნიშვნელოვან იდეას: კაენი იყო „სატანის სინაგოგის“ დამაარსებელი; აშქენაზები არიან „თურქულ-მონღოლური“ წარმოშობის; „სიონის უხუცესთა პროტოკოლები“ ისტორიული ჭეშმარიტებაა. 1947 წელს ლოს ანჯელესი გახდა ბრიტანული ისრაელიზმის მოძრაობის ახალი ცენტრი. ამ დროს იგი გადაიკვეთა ამერიკელი აგიტატორის, გერალდ ლ. კ. სმითის კარიერასთან, რომელიც ჰიუ ლონგის მიმდევარი იყო 1930-იან წლებში. სმითმა დაამყარა მჭიდრო კავშირები მოძრაობის კალიფორნიელ ლიდერებთან, მათ შორის ბერნარდ კომპარეტთან, უილიამ პოტერ გეილთან და უესლი სუიფთთან. მათი გავლენით და ლიდერობით, ბრიტანული ისრაელიზმი საბოლოოდ გარდაიქმნა „ქრისტიანულ იდენტობად“.

ლოთროპ სტოდარდი, ინტერბელუმის დროის წამყვანი რასობრივი თეორეტიკოსი და კუ-კლუქს-კლანის წევრი, აღწერდა ებრაელთა ორ რასას: „არისტოკრატიული“ სეფარდი ებრაელები, რომლებმაც შეაღწიეს ხმელთაშუაზღვისპირულ სამყაროში, იყვნენ ნამდვილი სემიტები. ხოლო აშქენაზები იყვნენ მრავალფეროვანი სისხლის ნარევი, რომელთა ნაკვთები მიუთითებდა ხურიტებთან აღრევაზე. ისინი იყვნენ აღმოსავლეთ ებრაელები, რომლებიც იმიგრირდნენ სამხრეთ რუსეთში, სადაც შეერივნენ ხაზარებს, რომლებსაც ლოთროპი თვლიდა თურქული და მონღოლოიდური ხალხების კომბინაციად. ლოთროპს არ ჰქონდა რაიმე კავშირი ბრაიტანულ ისრაელიზმთან, თუმცა მოძრაობამ მალევე აიტაცა ებრაელთა ხაზარულ იდენტობა როგორც საშუალება იმის გასაქარწყებლად, რომ ებრაელები იყვნენ ბიბლიური იუდეველების შთამომავლები.

1960-იან წლებში, როდესაც ქრისტიანული იდენტობა დამკვიდრდა როგორც გავლენიანი ძალა ულტრამემარჯვენე სცენაზე, ებრაელთა ხაზარული წარმომავლობა იყო რწმენის მნიშვნელოვანი დოგმატი. ამ მხრივ ქრისტიანულ იდენტობაზე გავლენა იქონია ამ წრეში ფართოდ წაკითხვადმა ორმა წიგნმა. პროფესორ ჯონ ბითის „რკინის ფრდა ამერიკაზე“ (1951) კონცენტრირდებოდა რუსი ებრაელების წარმომავლობაზე, რომლებიც მე-7 საუკუნეში გადავიდნენ ამ რელიგიაზე, ხოლო ცარ ალექსანდრე მეორის რეფორმებმა შესაძლებლობა მისცა მათ ჩამოშლილი რუსეთის იმპერიის ინფილტრაცია მოეხინათ. უილმოტ რობერტსონის „უფლებაჩამორთმეული უმრავლესობა“ იზიარებდა სტოდარდის ხაზარულ თეზისს. ქრისტიანულმა იდენტობამ ებრაელთა აღრევა ხაზარებთან დაათარიღა ბიბლიურ ქრონოლოგიაში. „ებრალებში ესავი-ედომის მოკლე ისტორიაში“ (1948), ვანკუვერელი მწერალი კ.ფ. პარკერი ამტკიცებდა, რომ „ნამდვილი იუდეას“ მცირე გადმონაშთი შეპირისპირებულია იდუმეველ-ხურიტულ დიდ ჯგუფს, რომელიც თავს ნიღბავს როგორც აბრაამის ნამდვილი თესლი და მიზნად ისახავდა იაკობის შთამომავლების გაძევებას. ესავი-ხურიტები არიან აშკენაზები, რომელიც კონცენტრირებული არიან აღმოსავლეთ და ცენტრალურ ევროპაში და ამერიკაში. ედომი ნიშნავს „წითელს“, რითაც პარკერმა მიანიშნა, რომ რუსი კომუნისტი რევოლუციონერების დიდი ნაწილი ესავი-ედომის შთამომავლობა იყო. ეს ასოციაცია შემდგომ გაიმეორეს ჰოუარდ რენდმა და უესლსი სუიფტმა.

ბრიტანული ისრაელიზმის მზარდმა მტრობამ სიონიზმისადმი ხელი შეუწყო ებრაელების ასოცირებას რასობრივ უწმინდურობასთან. როდესაც ბრიტანული ჯარი შევიდა პალესტინაში 1917 წელს, დაიდო ბალფურის დეკლარაცია, რომელიც პირობას იძლეოდა, რომ ბრიტანელები ხელს შეუწყობდნენ პალესტინაში ებრაელთა ეროვნული სახლის დაარსებას. 1922 წელს ბრიტანული ისრაელიზმის წინასწარმეტყველება კვლავ დადასტურდა, როდესაც ერთა ლიგამ ბრიტანეთს გადასცა მანდატი პალესტინის სამართავად. თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ ებრაელთა გადასახლება პალესტინაში იყო აუცილებელი წინაპირობა ღვთიური აღსრულებისთვის, ებრაელთა სუვერენულის სახელმწიფოს კონცეფცია ანათემად მიიჩნეოდა. ეს უკავშირდება სიონისტების მიერ ექსკლუზიურად ებრაული სახელმწიფოს მოთხოვნას. მისი დაკმაყოფილება და ბრიტანელების გამოსვლა ან გაძევება პალესტინიდან ნიშნავდა, რომ პალისტინა დარჩებოდა იუდეის ამარა, ხოლო ისრაელი კვლავ არარსებული იქნებოდა. ნოველა „როდის?“ აღწერს მეორე მსოფლიო ომის აპოკალიფსურ სამხედრო კლიმაქსს პალესტინაში. როდესაც ბრიტანელები გამოვიდნენ იერუსალიმიდან, ქალაქი გოგის ბოროტმა ძალებმა ჩაიგდეს ხელში სიონისტების დახმრებით - არაავთენტური ებრაელების, რომლებიც უწმინდურ რასებთან შერეული ქორწინებების შთამომავლები არიან. ნაწარმოების გმირის ერთ-ერთი ინფორმანტი მას აცნობებს, რომ სეფარდები არიან ნამდვილი ებრაელები, ხოლო აშკენაზები არა. „დიდი განხეთქილება იყო ნამდვილ სემიტ ებრაელებსა და სიონისტების დიდ ნაწილს შორის, რომელებიც არაებრაული სისხლის უზურპატორები არიან“.

1948 წელს, როდესაც შეიქმნა ისრაელის სახელმწიფო, პარკერმა გაიმეორა შეხედულება, რომ არსებობდა ებრაელთა ორი რასა. ის თვლიდა, რომ სიონისტები თითქმის მთლიანად აშქენაზები იყვნენ და ამგვარად „ესავი-ედომელები“. თუ სეფარდები იყვნენ ღვთისმოსავები და აპოლიტიკურები, აშქენაზი სიონისტები უსირცხვილოდ ახდენდნენ ევროპული და ამერიკული ებრაელობის ფინანსური და პოლიტიკური გავლენების მობილიზებას მათი სუვერენული სახელმწიფოს კამპანიის მხარდასაჭერად. „ახალადგამოცხადებული „ისრაელის“ ებრაული სახელმწიფო არის ისეთივე უნაყოფო და ერცაზი როგორც მისი წინამორბედი, ჰეროდიანულ-ებრაული სახელმწიფო, რადგან იგი კვლავ უარყოფს იესო ქრისტეს... ებრაელებმა მოიპარეს წმინდა მიწა მისი კანონიერი მფლობელისგან (ისრაელ-ბრიტანეთისგან)“. ჰოუარდ რენდმა ასევე გამოხატა ბრაზი ახალ სახელმწიფოზე, რაც შეაფასა როგორც „რენეგადი ებრაელების“ საქმე და არა „ნამდვილი ისრაელიტი ებრაელების“. მან ეს რენეგადები აღწერა როგორც იგივე თაღლიღები, რომლებიც წარუძღოდნენ რუსულ რევოლუციას 30 წლის წინ. გვიანდელ ნაშრომებში მან სიონისტების იდენტიფიცირება მოახდინა „დიდი შეთქმულებასა“ და „ბოროტების პროგრამასთან“, რომლითაც ებრაელებმა მოატყუეს ქრისტიანები რათა ისრაელის სახელმწიფოს კანონიერ მემკვიდრეებად წარმოჩენილიყვნენ. ამ თაღლითობაში მრავალი აქტორი მონაწილეობდა: ნიჰილისტები, ილუმინატი, ფაბიანელები, როტშილდთა ოჯახი.

1940-იანი წლების შუაში ქრისტიანულ იდენტობაში ახალი იდეები ლოგიკურ თეოლოგიაში შეერთდნენ, თუმცა მათი სრული ვერსიები არ გასაჯაროებულა 1960 წლამდე კონრად გაარდამდე, ბეტრად კომპარეტამდე, უილიამ პოტერ გეილსა და უესლი სმითამდე, რომლებიც წარმოადგნენ ქრისტიანული იდენტობის გერალდ ლ.კ. სმითთან ასოცირებული მქადაგებლების პირველ თაობას. ეს მსოფლმხედველობა ეფუძნებოდა მე-19 საუკუნის თეორიას პრე-ადამიტურ რასებზე, ქვემდგომ, მხეცრულ არსებებზე. ისინი ადამისგან დამოუკიდებლები და განცალკევებულნი იყვნენ, რომელიც განიხილებოდა როგორც ღთვის შვილი და პირველი თეთრი კაცი. ადამის რასა ახლა საფრთხეში იდგა. ამ ნარატივის მიხედვით, ეშმაკმა მიიღო ჰუმანოიდის ფორმა როგორც „გველმა“ და სექსუალურად შეაცდინა ევა. ამ ცოდვამ არა მხოლოდ პირველი წყვილის ედემიდან გაძევება გამოიწვია, არამედ ასევე ჰიბრიდული არსების შექმნა, რომელსაც ერქვა კაენი. კაენის დაბადებამ დასაბამი მისცა სატანური მამობრივი ხაზის ადამიანის „თესლის ხაზს“. კაენი თვითონ სავარაუდოდ გაიქცა აღმოსავლეთით და დააარსა კოლონია პრე-ადამიტურ ხალხებთან ერთად. აქ - სავარაუდო ლოკაციაა აღმოსავლეთ თურქმენეთი - კაენმა თავისი მიმდევრების ინიციაცია მოახდინა ეშმაკის გეგმაში, გაბატონებულიყო დედამიწის დომინიონზე. ებრაელები ამ ნარატივით დაუკავშირდნენ კაანიტებს, კაენის სავარაუდო შთამომავლებს, და არა ედომელებს. რადგანაც ნავარაუდევი იყო რომ იუდეას ტომი დაქორწინდა კაენის შთამომავლებთან, ებრაელები იყვნენ პირდაპირი მნიშვნელობით ეშმაკის შთამომავლები ორგანიკული სატანური თესლის ხაზით, ასევე შავი და ყავისფერი პრე-ადამიტური რასების შთამომავლები.

ჯერ კიდევ ნოველა „როდისში?“ ნათქვამი იყო, რომ კაენმა დააარსა საიდუმლო საზოგადეობა რათა დედამიწაზე ეშმაკის საქმე გაეკეთებინა, რაც გააგრძელეს აშქენაზმა ებრაელებმა. კონრად გაარდმა „გველი“ აღწერა როგორც პრე-ადამიტი, რომელიც მოქმედებდა სატანის დირექტივებით, რათა გაეჩინა კაენი. უილიამ პოტერ გეილმა თავის ბროშურაში „ჩვენი მამათა რწმენა“ (1963) აღნიშნა: „სატანამ მოახდინა ევას შეცდენა და მასთან იყოლია შვილი, რომელსაც დაერქვა კაენი“. კაენი მიუღებელი იყო შემოქმედისთვის, ის შეურთდა სატანის მსახურებს და გახდა პრე-ადამიტური არა-თეთრი საზოგადოების წევრი, რომელიც წარმოიქმნა ლუციფერისგან და მისი დაცემული ანგელოზისგან, რომელიც დედამიწაზე სახლობდა. გალი ებრაელებს კაენის შთამომავლებად მიიჩნევდა, რომლებიც დაქორწინდნენ traს ტომთან. იუდას შვილმა კაანიტ ქალთან შვა შელაჰი, რომელიც „იყო მონგრელიზებული თესლის, ნაწილობრივ თეთრი იუდეადან და ნაწილობრივ ნეგროიდისა და აზიატის ნაზავის ბალანსი“. იგი პოსტულირებდა ათასწლეულს, რომელშიც ღმერთსა და სატანას შორის ომი განხორციელდებოდა საბოლოო კონფლიქტით ადამის შვილებსა და ებრაელებს შორის.

უესლი სუიფთმა, რომელსაც ჰქონდა დიდი გავლენა რიჩარდ ბატლერზე, მსგავსი კვაზი-გნოსტიკური ანთროპოგენია შეიმუშავა, რომელიც გულისხმობდა, რომ ადამის რასა იყო ღმერთის პირდაპირი სულიერი მემკვიდრე, რომელიც შეიქმნა მზის სისტემის შექმნამდე. არათეთრკანიან პრე-ადამიტებს ასევე ჰქონდათ არამიწიერი წარმოშობა ლუციფერის სამფლობელოში, რომელიც დედამიწაზე მოვიდა მის დაცემულ მსახურებთან ერთად საიდანღაც გალაქტიკიდან. სუიფთი ამტკიცებდა, რომ ლუციფერმა შეაცდინა ევა, რომელმაც შვა კაენი, რომლის პროგენია, „ლუციფერის ვაჟები და ქალიშვილები“, ცნობილნი იყვნენ როგორც „ებრაელები“. ადამიტები იდენტიფიცერბულნი იყვნენ როგორც ცენტრალური აზიის არიელები, რომელთა ღვთიური მოწოდება იყო ლუციფერთან ბრძოლა, რომლის რიგებში იყვნენ როგორც ორიგინალური პრე-ადამიტი არათეთრკანიანები, ასევე კაენის დემონური თესლის ხაზი.

სუიფტის მილენიალიზმი იხმობდა ბოროტების დომინიონის პანორამას, რომელიც ეფუძნებოდა „გამოცხადება იოანესის“ მე-17 თავში აღწერილ ბაბილონის მეძვის სურათს, მხეცზე ამხედრებულს შვიდი თავით და ათი რქით: „და ვიხილე ქალი, ზურგზე რომ აჯდა წითელ მხეცს, რომელსაც, გმობის სახელებით სავსეს, შვიდი თავი და ათი რქა ჰქონდა. ხოლო ქალს ემოსა პორფირი და ძოწეული, ოქროთი, პატიოსანი თვლებითა და მარგალიტებით შემკული, და ხელთ ეპყრა სიბილწითა და მისი სიძვის უწმინდურებით სავსე ოქროს ბარძიმი. და ეწერა შუბლზე საიდუმლო სახელი: დიდი ბაბილონი, მეძავთა და მიწიერ სიბილწეთა დედა“. სვიფტი ამ აპოკალიფსურ სურათში ხედავდა ებრაული საერთაშორისო შეთქმულების მეტაფორას. ამ „ბაბილონის მისტერიის“ სისტემას სათავეში ჰყავდა ებრაელობა, ლუციფერის პირდაპირი შთამომავლობა, რომლებმაც დაიმოვნეს თეთრი არიული სამყარო ეკონომიკური საშუალებებით. თუმცა სვიფტი ჭვრეტდა მომავალ ათასწლეულს, როდესაც ამბოხება საბოლოოდ გაანადგურებს ამ შეთქმულებას და მსოფლიო ებრაელობის საშინელ ძალაუფლებას. „როდესაც ძლევამოსილი ბაბილონი დაეცემა, დაეცემა სიმბოლური მისტერიის სისტემა, რომელიც აკონტროლებს ყველა წარმართულ რელიგიას და ცრუ თეოლოგიას, ფილოსოფიებს, და ეკონომიკურ მანიპულაციას - ლუციფერიანული სამყაროს ყველა ნაწილს, ძალიან მასშტაბური იქნება ამ სამეფოს დაცემა“.

რიჩარდ ბატლერი ქრისტიანული იდენტობის მოძრაობაში სწორედ უესლი სუიფტმა შემოიყვანა. 1956 წელს სვიფტი შეხვდა უილიამ პოტერ გეილს (1917-1988), რომელთანაც ერთად დააფუძნა ქრისტიანული დაცვის ლიგა 1960-იანი წლების დასაწყისში როგორც ქრისტიანული იდენტობის მამოძღავებელი ძალა. ლიგის პირველი პრეზიდენტი და ნაციონალური დირექტორი იყო რიჩარდ ბატლერი, რომელიც გეილმა მიიყვანა სვიფთის ეკლესიაში.

რიჩარდ ბატლერი უილიამ პოტერ გეილს შეხვდა, როდესაც აგროვებდა ხელმოწერებს კომუნიმზთან ბრძოლის კალიფორნიის კომიტეტისთვის. გეილი იდენტობის მინისტრად დაინიშნა სუიფთის მიერ 1956 წელს. გეილმა ბატლერი სვიფთის ანგლო-საქსურ ქრისტიანულ კონგრეგაციაში მიიყვანა ლანკასტერში 1961 წელს, სადაც ბატლერი ჩაეფლო იდენტობის სწავლებებში. ბატლერი იზიარებდა ადოლფ ჰიტლერის ანტი-კომუნიზმს და რასიალიზმს. ეს ორი პოლიტიკური და რელიგიური სივრცე პირველად გადაიკვეთა 1958 წელს, როდესაც იდენტობის მთავარი ფიგურები თანამშრომლობდნენ ჯორჯ ლონკოლნ როქუელთან ნაციონალური შტატების უფლებების პარტიის დაარსებაში.

სვიფტის სიკვდილის შემდეგ 1970 წელს, ბატლერმა დაიკავა მისი პოზიცია პასტორად ეკლესიაში, თუმცა კონგრეგაცია სულ უფრო მცირდებოდა. ბატლერს სჯეროდა, რომ საჭირო იყო ახალი სტარტი, მულტირასობრივი კალიფორნიისგან შორს.

1970-იანი წლიდან ქრისტიანული იდენტობა წარმოადგენს იესო ქრისტეს ქრისტიანული ეკლესიის, ქრისტეს ეკლესიის, ახალი ქრისტიანული ჯვაროსნული ეკლსიის (რომელიც შემდგომ ქრისტიანული დაცვის ლიგამ შეცვალა) და სხვა კონგრეგაციების ფართო ქსელს.

ეზოთერული ჰიტლერიზმი

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1950-იან1970-იან წლებში ნეოფაშისტური და ნეონაცისტური დაჯგუფებები დაკავებული იყვნენ „წარსულის იმიტაციით“ — ისინი იყენებდნენ ნაციონალ-სოციალისტურ უნიფორმას, სვასტიკიან დროშებს. იმ დროს ანგლო-ამერიკული ნაციონალ-სოციალისტური მოძრაობის გამოჩენილი პიროვნებები იყვნენ ჯორჯ ლინკოლნ როკუელი, ამერიკის ნაცისტური პარტიის დამაარსებელი და ბრიტანელი ნაციონალ-სოციალისტი კოლინ ჯორდანი.[11]

ლოზუნგები და სიმბოლიკა

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
1. კელტური ჯვარი 2. ოდალი 3. არიული მჯიღი 4. რკინის ჯვარი 5. შუცშტაფელი 6. ტოტენკოპფი

ჩამოთვლილთაგან ზოგ სიმბოლოს შეიძლება ჰქონდეს ალტერნატიული გამოყენება და მნიშვნელობა.

1. კელტური ჯვარი — ქრისტიანული ჯვარი შარავანდედით. კელტური ქრისტიანობის ერთ-ერთი სიმბოლო. 1980-იან წლებში კელტური ჯვრის გამოყენება დაიწყეს ულტრამემარჯვენეებმა და ნაციონალ-სოციალისტმა სქინჰედებმა.

2. ოდალი — ძველი გერმანული ანბანის ოცდამეოთხე და ანგლო-საქსური ანბანის ოცდამესამე რუნა. რუნის სახელწოდება ნიშნავს „გვარს“, „მემკვიდრეობას“. ოდალი სს-ის მე-7 სამოხალისეო სამთო დივიზია „პრინც ოიგენის“ და 23-ე სატანკო-გრენადერული დივიზია „ნედერლანდის“ ემბლემებზე იყო გამოსახული. დღევანდელი ორგანიზაციებიდან ოდალი აშშ-ს ნაციონალ-სოციალისტური მოძრაობის დროშაზეა გამოსახული.

3. „არიული მჯიღი“

4. რკინის ჯვარი — პრუსიული და გერმანული სამხედრო ორდენი. ცენტრში — ჰაკენკროიცი (სვასტიკა), გერმანული ნაციონალ-სოციალიზმის ყველაზე ცნობადი სიმბოლო.

5. ნსდაპ-ის გასამხდროებული დაჯგუფების, შუცშტაფელის (სს) სიმბოლო. ლიგატურა ორი „ზიგ“ რუნისგან.

6. ტოტენკოპფი (გერმ. Totenkopf; ქართ. სიკვდილის თავი) — სიკვდილის წინაშე უშიშრების სიმბოლო. იგი არაერთი სამხედრო ფორმირების მიერ გამოიყენებოდა გერმანიის ისტორიის მანძილზე. ტოტენკოპფს თავის სიმბოლოდ იყენებდა ორგანიზაცია „შტაბსვახე“, რომელიც ადოლფ ჰიტლერის პირადი დაცვის როლს ასრულებდა. შემდგომში ტოტენკოპფი სს-ის განმასხვავებელ ნიშნად იქცა. სს-ის ოფიცრები ტოტენკოპფის გამოსახულების კოკარდას ატარებდნენ საფორმო თავსაბურავზე. ტოტენკოპფი ასევე გამოიყენებოდა გერმანიის ჯარის ჯავშანსატანკო ძალების, ლუფტვაფეს ჯავშანსატანკო ნაწილების და ელიტარული 1-ლი სადესანტო-სატანკო დივიზია „ჰერმან გერინგის“ სიმბოლოდ. ის გამოსახული იყო სს-ის მე-3 სატანკო დივიზია „ტოტენკოპფის“, საკონცენტრაციო ბანაკების ადმინისტრირებაზე პასუხისმგებელი ორგანიზაციის, სს-ტოტენკოპფვერბენდეს და ლუფტვაფეს 54-ე ბომბდამშენი ესაკდრა „ტოტენკოპფის“ ემბლემებზე. ამის გარდა ტოტენკოპფი ასევე გამოსახული იყო სს-ის „ღირსების ბეჭედზე“ (ასევე მოიხსენიებოდა „ტოტენკოპფის ბეჭედად“), რომელიც არაოფიციალურ ჯილდოდ გაიცემოდა პირადად სს-ის რაიხსფიურერის, ჰაინრიხ ჰიმლერის მიერ. ჰიმლერის მიხედვით: „ტოტენკოპფი შეგონებაა იმაზე, რომ თქვენ ყოველთვის მზად უნდა იყოთ გაწიროთ თქვენი სიცოცხლე მთლიანობის სიცოცხლისთვის“. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ტოტენკოპფს თავის დროშაზე იყენებდა ბრიტანეთში დაარსებული საერთაშორისო ულტრამემარჯვენე პარამილიტარისტული დაჯგუფება Combat 18.

„ზიგ ჰაილ!“ (გერმ. Sieg Heil — „დიდება გამარჯვებას“) — ლოზუნგი, რომლებსაც ნსდაპ-ის შეხვედრებზე და მსვლელობებზე იყენებდნენ. მას მოჰყვებოდა ჟესტი: მარჯვენა ხელის ჰაერში აწევა. ადოლფ ჰიტლერი და ნაციონალ-სოციალისტური პარტიის წევრები ამ სიტყვებს თავისი გამოსვლების ბოლოს სამჯერ იმეორებდნენ — ეს აღბეჭდილია ფილმ „ნების ტრიუმფში“ და სხვა დოკუმენტალურ წყაროებში.

RaHoWa (ინგლ. Racial Holy War — რასათა წმინდა ომი, ან უბრალოდ რასობრივი ომი) — ომი, რომელიც თანამედროვე ნაციონალ-სოციალისტთა გარკვეული ჯგუფების აზრით, მომავალში პლანეტის რასებს შორის უნდა დაიწყოს. ტერმინი პირველად გამოიყენა „შემოქმედის ეკლესიის“ დამფუძნებელმა ბენ კლასენმა.

თავის წიგნში „RaHoWa! ეს პლანეტა მთლიანად ჩვენია“ კლასენი აცხადებდა:

ვიკიციტატა
„RaHoWa! In this one word we sum up the total goal and program of not only the Church of the Creator, but of the total White Race, and it is this: We take up the challenge. We gird for total war against the Jews and the rest of the godamned mud races of the world—politically, militantly, financially, morally and religiously. . . . We regard it as a holy war to the finish—a holy racial war. Rahowa! is inevitable. It is the Ultimate and Only solution...No longer can the mud races and the White Race live on the same planet and survive. It is now either them or us. We want to make damn sure it is we who survive. This planet is from now on all ours, and will be the one and only habitat for our future progeny for all time to come
RaHoWa! ამ ერთ სიტყვაში ჩვენ არა მხოლოდ შემოქმედის ეკლესიის, არამედ მთელი თეთრი რასის საერთო მიზანსა და პროგრამას ვაერთიანებთ: ჩვენ ვიღებთ გამოწვევას. ჩვენ ვემზადებით ტოტალური ომისთვის ებრაელებისა და სხვა ყველა დაწყველილი ტალახის რასის წინააღმდეგ - პოლიტიკურად, მილიტანტურად, ფინანსურად, მორალურად და რელიგიურად... ჩვენ მას მივიჩნევთ დასასრულის წმინდა ომს - წმინდა რასობრივ ომს. Rahowa! გარდაუვალია. ის საბოლოო და ერთადერთი გამოსავალია... ტალახის რასებს და თეთრ რასას აღარ შეუძლიათ ერთ პლანეტაზე იცხოვრონ და გადარჩნენ. აწი ან ჩვენ, ან ისინი. ჩვენ გვინდა რომ დავრწმუნდეთ, რომ ჩვენ გადავრჩებით. ამ მომენტიდან ეს პლანეტა მთლიანად ჩვენია, ის იქნება ერთადერთი საცხოვრებელი ჩვენი მომავალი პროგენიისთვის ყველა მომდევნო ეპოქაში.“

[12]

ციფრი 14 აღნიშნავს თეთრი ნაციონალისტის, „ბრუდერ შვაიგენის“ (გერმ. Brüder Schweigen, ინგლ. Silent Brotherhood) წევრის, დეივიდ ლეინის სიტყვებს:

ვიკიციტატა
„We must secure the existence of our people and a future for White children.
ჩვენ უნდა დავიცვათ ჩვენი ხალხის არსებობა და თეთრი ბავშვების მომავალი.“

ეს აბრივიატურა ასევე შეიძლება აღნიშნავდეს არიული ეთიკის 14 კანონს.

ციფრი 88 კი არის „Heil Hitler-ის“ კოდირებული ვერსია (ლათინურ ანბანში ასო H მერვეა). ამავე დროს 88 შეიძლება აღნიშნავდეს დევიდ ლეინის 88 მცნებას.[13]

Day of the rope (ქართ. თოკის დღე) — კონცეფცია, რომელიც აღებულია თეთრი ნაციონალიზმის იდეოლოგის, უილიამ ლუთერ პირსის რომანიდან „ტერნერის დღიურები“. 1990-იან წლებში არსებობდა ამ დასახელების მუსიკალური ლეიბლები და ჯგუფები, იგი სიმღერების ტექსტებშიც იხსენიებოდა. პირსის რომანში, თეთრი ნაციონალისტი მეამბოხეები რასობრივი ომის დაწყების შემდეგ კონტროლს დაამყარებენ კალიფორნიაზე, სადაც ლინჩის წესით გაასამართლებენ და მასობრივად საჯაროდ ჩამოახრჩობენ „რასობრივ მოღალატეებს“ (ჟურნალისტებს, პოლიტიკოსებს, ჰოლივუდის მსახიობებს, ქალებს, რომლებიც ურთიერთობაში არიან არათეთრკანიან კაცებთან და სხვებს). „Day of the rope“ სწორედ ამ დღეს აღნიშნავს და გამოიყენება როგორც ნაციონალისტური რევოლუციის მეტაფორა. ალტერნატიული ფრაზებია „There is no escaping the Day of the Rope“ ან „The Day of the Rope is coming“.[14][15]

  1. Lee McGowan (2002). The Radical Right in Germany: 1870 to the Present. Pearson Education, გვ. 9, 178. ISBN 0582291933. OCLC 49785551. 
  2. Brigitte Bailer-Galanda. ; Wolfgang NeugebauerRight-Wing Extremism in Austria: History, Organisations, Ideology. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-01-17. ციტატა: „Right-wing extremism can be equated neither with National Socialism nor with neo-Fascism or neo-Nazism. Neo-Nazism, a legal term, is understood as the attempt to propagate, in direct defiance of the law (Verbotsgesetz), Nazi ideology or measures such as the denial, playing-down, approval or justification of Nazi mass murder, especially the Holocaust.“
  3. Martin Frost. Neo Nazism. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-02-09. ციტატა: „The term neo-Nazism refers to any social or political movement seeking to revive National Socialism or a form of Fascism, and which postdates the Second World War. Often, especially internationally, those who are part of such movements do not use the term to describe themselves.“
  4. Lee, Martin A. 1997. The Beast Reawakens. Boston: Little, Brown and Co, pp. 85-118, 214—234, 277—281, 287—330, 333—378. On Volk concept, " and a discussion of ethnonationalist integralism, see pp. 215—218
  5. Peter Vogelsang & Brian B. M. Larsen. (2002)Neo-Nazism. The Danish Center for Holocaust and Genocide Studies. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-02-09. ციტატა: „Neo-Nazism is the name for a modern offshoot of Nazism. It is a radically right-wing ideology, whose main characteristics are extreme nationalism and violent xenophobia. Neo-Nazism is, as the word suggests, a modern version of Nazism. In general, it is an incoherent right-extremist ideology, which is characterised by ‘borrowing’ many of the elements that constituted traditional Nazism.“ ციტირების თარიღი: 2007-12-08.
  6. Ondřej Cakl & Klára Kalibová. (2002)Neo-Nazism. Faculty of Humanities at Charles University in Prague, Department of Civil Society Studies. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-02-09. ციტატა: „Neo-Nazism: An ideology which draws upon the legacy of the Nazi Third Reich, the main pillars of which are an admiration for Adolf Hitler, aggressive nationalism (“nothing but the nation”), and hatred of Jews, foreigners, ethnic minorities, homosexuals and everyone who is different in some way.“ ციტირების თარიღი: 2007-12-08.
  7. Dawidowicz, Lucy (1986). The War Against The Jews, 1933–1945. New York: Bantam Books, გვ. თარგი:Page number. ISBN 055334532X. OCLC 26064567. 
  8. Benz, Wolfgang (1991). Dimension des Volksmords: Die Zahl der Jüdischen Opfer des Nationalsozialismus (German). München: Deutscher Taschenbuch Verlag, გვ. თარგი:Page number. ISBN 3423046902. OCLC 39086159. 
  9. David Lane, “Mystery Religions and the Seven Seals” in Deceived, Damned & Defiant: The Revolutionary Writings of David Lane (St. Maries, Idaho: 14 Word Press, 1999)
  10. Goodrick-Clarke, Nicholas Black Sun: Aryan Cults, Esoteric Nazism, and The Politics of Identity New York: 2002--N.Y. University Press, See Chapter 9 for a discussion of Nordic Racial Paganism
  11. Nicholas Goodrick-Clarke. Black Sun: Aryan Cults, Esoteric Nazism and the Politics of Identity
  12. Ben Klassen, Rahowa! This Planet is All Ours (Otto, N.C.: Church of the Creator, 1987)
  13. [[Андреас Умланд]]. Что означают нацистские символы, из-за которых оштрафовали «Арену Львов». დაარქივებულია ორიგინალიდან — 2015-05-17. ციტირების თარიღი: 2016-10-08.
  14. Day of the rope - Anti-Defamation League
  15. თერნერის დღიურები - უსაფრთხოების ექსპერტთა კავკასიის აკადემია