ნორდიული რასა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ვონ კარლ მიულერი - გერმანელი ომის გმირი, Meyers Blitz-Lexikon-ის მიხედვით ნორდიული ქვერასის ტიპის ადამიანის მაგალითი.

ნორდიული რასაკავკასოიდური რასის ქვერასათაგან ერთ-ერთი. ტერმინი გამოიყენებოდა ზოგიერთი ანთროპოლოგის მიერ მე-19 საუკუნდან მე-20 საუკუნის შუა ხანებამდე. ნორდიული ქვერასის წარმომადგენლებს მეცნიერები აღწერდნენ როგორც ღია ფერის თმის და თვალების, ღია კანის, მაღალი და ვიწრო ფორმის თავის ქალის მქონეებად. ისინი დომინანტები არიან ჩრდილოეთ ევროპაში. მათ ფსიქოლოგიურ თვისებებად მიიჩნეოდა სამართლიანობა, სიმართლის სიყვარული, გულუბრყვილობა, კონკურენტუნარიანობა ყველაფერში, თავდაცვის უნარიანობა და ინდივიდუალურობა.[1] ზოგიერთი ანთროპოლოგის აზრით, ნორდიული რასა წარმოიქმნა ხმელთაშუაზღვისპირული რასის დეპიგმენტაციის შედეგად ჩრდილოეთ ევროპის ცივ კლიმატთან ადაპტაციის მიზნით.

ნორდიზმი იყო რასობრივი თეორია, რომელსაც საფუძვლად უდევს მტკიცება ნორდული რასის უპირატესობის შესახებ კაცობრიობის სხვა რასებთან შედარებით. ყოველივე ეს პირველად მედისონ გრანტმა ჩამოაყალიბა თავის წიგნში სახელით „ევროპული ისტორიის რასობრივი საწყისი“. იდეოლოგიამ პოპულარობა მოიპოვა ცენტრალური და ჩრდილოეთ ევროპის, ასევე ჩრდილოეთ ამერიკის ქვეყნებში. ნორდიზმი წარმოადგენდა გერნამული ნაციონალ-სოციალიზმის იდეოლოგიურ საწყისს. ნაცისტების რასობრივ იერარქიაში ნორდულ რასას უმაღლესი ადგილი ეკავა.[2]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. ჰანს გიუნტერი, The Racial Elements of European History, ინგლისურად ნათარგმნია ჯორჯ კემპბელ ვილერის მიერ, Methuen & Co. LTD, ლონდონი, 1927, გვ. 3
  2. გრეგორ ჯეიმზი (1960). "Nordicism Revisted". Phylon: 352-360