1950-იანები
იერსახე
(გადამისამართდა გვერდიდან 1950-იანი წლები)
ათასწლეული: | II |
საუკუნე: | XIX – XX – XXI |
ათწლეული: | 1920-იანები 1930-იანები 1940-იანები
– 1950-იანები – |
წლები: | 1950 · 1951 · 1952 · 1953 · 1954 1955 · 1956 · 1957 · 1958 · 1959 |
1950-იანი (ათას ცხრაას ორმოცდაათიანი) წლები, ასევე ცნობილი, როგორც 1950-იანები ან უბრალოდ ორმოცდაათიანები — გრიგორიანული კალენდრის ათწლეული, რომელიც დაიწყო 1950 წლის 1 იანვარს და დასრულდა 1959 წლის 31 დეკემბერს.
მოვლენები
სარჩევი: 1950 1951 1952 1953 1954 1955 1956 1957 1958 1959
- 26 იანვარი : ინდოეთში კონსტიტუცია ძალაში შევიდა და რაჯენდრა პრასადი გახდა ინდოეთის პირველი პრეზიდენტი.
- 8 მარტი : სსრ კავშირმა გამოაცხადა, რომ ატომურ ყუმბარას ფლობს.
- 27 აპრილი : დიდმა ბრიტანეთმა ოფიციალურად ცნო ისრაელი.
- 3 ივნისი : დაიპყრეს მსოფლიოში მეათე უმაღლესი მწვერვალი ანაპურნა I.
- 25 ივნისი : დაიწყო კორეის ომი.
- 28 ივნისი : კორეის ომი – ჩრდილოეთ კორეის ჯარმა სეული დაიპყრო.
- 23 ივლისი : მეფე ლეოპორდი III დაბრუნდა ბელგიაში.
- 28 ნოემბერი : საბერძნეთმა და იუგოსლავიამ აღადგინეს დიპლომატიური ურთიერთობა.
- 3 დეკემბერი : იტალიაში ვულკანა ეტნამ ამოხეთქა.
- 6 თებერვალი : დიდ ბრიტანეთში მეფე ჯორჯ VI გარდაიცვალა. ელისაბედ II დედოფალი გახდა.
- 14 თებერვალი : ოსლოში დაიწყო ზამთრის ოლიმპიური თამაშები (25 თებერვლამდე).
- 29 აპრილი : იაპონიამ ოფიციალურად დამოუკიდებლობა აღადგინა.
- 19 ივლისი : ჰელსინკიში დაიწყო მე-15 ოლიმპიური თამაშები (3 აგვისტომდე).
- 27 ივლისი : აშშ, ჩინეთი, სამხრეთი კორეა და ჩრდილოეთი კორეა დაზავდნენ. დამთავრდა კორეის ომი.
- ეილათს ქალაქის სტატუსი მიენიჭა.
- ქალაქად გამოცხადდა წყალტუბო, დაბად - ლაითური და ურეკი.
- დაბად გამოცხადდა ჩაქვი და ოჩხამური.
- 14 იანვარი: მერლინ მონროსა და ჯო დიმაჯიოს ქორწინება.
- 21 იანვარი: პირველი ატომური წყალქვეშა ნავი, USS Nautilus, გაიშვა ოკეანეში გროტონიდან, კონექტიკუტი, ქ-ნი დუაიტ ეიზენჰაუერის მიერ.
- 25 იანვარი: სსრკ, ბრიტანეთის, საფრანგეთისა და აშშ საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ბერლინის კონფერენციაზე.
- 27 იანვარი: უკიდურესად ყინვიანი დღე ევროპაში.
- 23 თებერვალი: პირველი მასიური ბავშვთა იმუნიზაცია პოლიოს წინააღმდეგ იწყება პიტსბურგში, პენსილვანია.
- 12 აპრილი: ფინეთი და გერმანია საომარი მდგომარეობის დასასრულს ოფიციალურად აცხადებენ.
- 19 აპრილი: ჯოი ჯიარდელო ამარცხებს ვილლი თორს მეშვიდე რაუნდით მედისონ სქუეა გარდენში (Madison Square Garden), ბრძოლაში, რომლის ტრნასლაცია პირველად იქნა გაშვებული ფერადი ტელევიზიით.
- 22 მარტი: ლონდონის ოქროს ბირჟა ანახლებს მუშაობას პირველად ომის შემდეგ.
- 25 მარტი: სსრკ სცნობს აღმოსავლეთ გერმანიას როგორც სუვერენულ სახელმწიფოს, თუმცა ამ ქვეყნიდან ჯარების გამოყვანაზე უარს აცხადებს.
- 30 მარტი: კანადის პირველი მეტროპოლიტენი იხსნება ტორონტოში.
- 1 მაისი: ქალაქი ტაკუ, იაპონია, ფუძნდება.
- 14 მაისი: ბოინგ 707 გამოდის დაახლოებით ორი წლის დამუშავების შემდეგ.
- 20 მაისი: რადიო თავისუფლება იწყებს მაუწყებლობას ბელორუსულ ენაზე.
- 1 ივნისი: რადიოსადგური Frei Berlin (თავისუფალი ბერლინი) იწყებს მაუწყებლობას.
- 15 ივნისი: უეფა (UEFA, ევროპის ფეხბურთის ასოციაციათა კავშირი) შეიქმნა ბაზელში, შვეიცარია.
- 17 ივნისი: სამხედრო გადატრიალება გვატემალაში.
- 27 ივნისი: მსოფლიოში პირველი ატომური ელექტროსადგური იხსნება ობნინსკთან, მოსკოვის ოლქი.
- 4 ივლისი: დასავლეთ გერმანია უგებს უნგრეთს ფეხბურთში ანგარიშით 3-2 1954 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში.
- 15 ივლისი: ბოინგ 707-ის პირველი საცდელი ფრენა.
- 11 სექტემბერი: პირველი სილამაზის კონკურსი "მის ამერიკა" გადაიცა ტელევიზიით.
- 14 სექტემბერი: სსრკ ბირთვული იარაღის ცდას ატარებს.
- 18 ოქტომბერი: ტექსას ინსტრუმენტსი უშვებს მსოფლიოში პირველ ტრანზისტორულ რადიოს.
- 23 ოქტომბერი: დასავლეთ გერმანია უერთდება ნატოს (ჩრდილოატლანტიკური სამხედრო ალიანსი).
- 31 ოქტომბერი: ალჟირელთა ბრძოლა დამოუკიდებლობისათვის - ალჟირელთა ეროვნულ განმათავისუფლებელი ფრონტი იწყებს აჯანყებას საფრანგეთის მმართველობის წინააღმდეგ.
- 24 დეკემბერი: ლაოსი დამოუკიდებლობას აცხადებს.
- 1 იანვარი : გამოცხადდა სუდანის დამოუკიდებლობა.
- 23 თებერვალი : ნიკიტა ხრუშჩოვმა კომპარტიის XX ყრილობაზე გაკიცხა სტალინის პიროვნების კულტი.
- 2 მარტი : მაროკომ დამოუკიდებლობა გამოაცხადა საფრანგეთისაგან.
- 9 მარტი : საბჭოთა არმიის ნაწილებმა დახვრიტეს მშვიდობიანი დემონსტრაცია თბილისში
- 20 მარტი : ტუნისმა დამოუკიდებლობა გამოაცხადა საფრანგეთისაგან.
- 23 მარტი : პაკისტანი გახდა მსოფლიოში პირველი მუსლიმანური რესპუბლიკა.
- 28 ივნისი : პოლონეთის ქალაქ პოზნანში მოხდა აჯანყება.
- 23 ოქტომბერი : უნგრეთის რევოლუცია. იმრე ნადი გახდა პრემიერ-მინისტრი. რამდენიმე დღეში მან გამოაცხადა ვარშავის ხელშეკრულების ორგანიზაციიდან გასვლა.
- 4 ნოემბერი : უნგრეთში დაწყებული რევოლუციური მოძრაობის ჩასახშობად უნგრეთში შეიჭრა სსრ კავშირის ჯარი. მოჰყვა რამდენიმე ათასი მსხვერპლი.
- 22 ნოემბერი : ავსტრალიის ქალაქ მელბურნში დაიწყო მე-16 ოლიმპიური თამაშები.
- 12 დეკემბერი : იაპონია გახდა გაეროს წევრი.
- ქალაქად გამოცხადდა მცხეთა, დაბად - ბაკურიანის ანდეზიტი და ხარისთვალა.
- 15 მაისი : სსრ კავშირმა კოსმოსში გაუშვა კოსმოსური ხომალდი სპუტნიკი III.
- 14 ივლისი : ერაყის რევოლუცია - ნაციონალისტემბა გააუქმეს მონარქია.
- 2 ოქტომბერი : გვინეამ დამოუკიდებლობა გამოაცხადა საფრანგეთისაგან.
- 1 დეკემბერი : ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკა დამოუკიდებელი სახელმწიფო გახდა.
- 21 დეკემბერი : საფრანგეთის პრეზიდენტად არჩეულ იქნა შარლ დე გოლი.
- ქალაქად გამოცხადდა კასპი, დაბად - მახინჯაური.