ნეონაციზმი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა

ნეონაციზმი (ძვ. ბერძნ. νέος — ახალი ნაციზმი) — საერთო დასახელება მეორე მსოფლიო ომის შემდეგ წარმოქმნილი ორგანიზაციებისათვის, რომლებიც ნაციონალ-სოციალისტურ ან მასთან ახლოს მყოფ ოდეოლოგიას მისდევდნენ და თავს ნაცისტური პარტიის მიმდევრებად აცხადებდნენ.[1][2][3][4][5][6][7][8]

ნეონაციზმისთვის დამახასიათებელია ნაცისტური დოქტრინა, მათ შორის შოვინიზმი, რასიზმი, ქსენოფობია, ჰომოფობია, ტრანსფობია, ანტისემიტიზმი, ჰოლოკოსტის უარყობა და ადოლფ ჰიტლერის განდიდება.

ზოგიერთ ევროპულ და ლათინოამერიკულ ქვეყნებში მიღებულია კანონები, რომლის მიხედვითაც პრონაცისტური, რასისტური, ანტისემიტური და ჰომოფობიური აზრის საზოგადოდ გამოთქმა აკრძალულია. ასევე, ევროპის ზოგიერთ ქვეყანაში აკრძალულია ნაცისტური სიმბოლიკა.

იდეოლოგია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ნეონაცისტები დასავლური ცივილიზაციის მთავარ მტრებად მიიჩნევენ ებრაელებს, რომლებიც სიონისტური საოკუპაციო მთავრობის მეშვეობით აკონტროლებენ დასავლეთის ქვეყნებს და ანხორციელებენ თეთრი რასის გენოციდს.[9]

რელიგია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ნეონაცისტების უმრავლესობა არის ქრისტიანობის მიმდევარი, რომელიც განიხილება როგორც თეთრი რასის საერთო იდენტობის უმთავრესი კომპონენტი. ამავდროულად, ნეონაცისტთა ნაწილი ცდილობს თავისი ხედვები დაუკავშიროს ქრისტიანობამდელი ევროპის რელიგიებს, როგორიცაა ნორდიკული პაგანიზმი. ისინი ქრისტიანობას განიხილავენ როგორც ებრაული შეთქმულების ნაწილს, რომლის მიზანი იყო ევროპაზე ებრაელების გაბატონება. ასეთ წრეებში ხშირია მოსაზრება, რომ რომის იმპერია დაასუსტა ქრისტიანობის მიღებამ და სწორედ მან განაპირობა რომის დაცემა. მათი აზრით, ნორდიკული პაგანიზმი დაფუძნებულია ტრაიბალიზმე და ყველაზე მეტად შეესაბამება თეთრი რასის გადარჩენის იდეას. ნეოპაგანიზმე გადასვლა არის მზარდი ტრენდი ნეონაცისტთა წრეში. დეივიდ ლეინი, „14 სიტყვის“ ავტორი იყო ნორდიკული წარმართული რელიგიის, ასატრუს მიმდევარი. მიუხედავად ამისა, ასატრუ არ შეიცავს რასისტულ ელემენტებს. ამასთან ერთად არის ნეონაცისტების მცირე ჯგუფი, რომელმაც მიიღო ისლამი.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1950-იან1970-იან წლებში ნეოფაშისტური და ნეონაცისტური დაჯგუფებები დაკავებული იყვნენ „წარსულის იმიტაციით“ — ისინი იყენებდნენ ნაცისტურ უნიფორმას, სვასტიკიან დროშებს. იმ დროს ანგლო-ამერიკული ნეონაცისტური მოძრაობის გამოჩენილი პიროვნებები იყვნენ ჯორჯ ლინკოლნ როკუელი, ამერიკის ნაცისტური პარტიის დამაარსებელი და კოლინ ჯორდანი.[9]

ლოზუნგები და სიმბოლიკა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჩამოთვლილთაგან ზოგ სიმბოლოს შეიძლება ჰქონდეს ალტერნატიული გამოყენება და მნიშვნელობა.

1. კელტური ჯვარი — ქრისტიანული ჯვარი შარავანდედით. კელტური ქრისტიანობის ერთ-ერთი სიმბოლო. 1980-იან წლებში კელტური ჯვრის გამოყენება დაიწყეს ულტრამემარჯვენეებმა და ნაციონალ-სოციალისტმა სქინჰედებმა.

2. ოდალი — ძველი გერმანული ანბანის ოცდამეოთხე და ანგლო-საქსური ანბანის ოცდამესამე რუნა. რუნის სახელწოდება ნიშნავს „გვარს“, „მემკვიდრეობას“. ოდალი სს-ის მე-7 სამოხალისეო სამთო დივიზია „პრინც ოიგენის“ და 23-ე სატანკო-გრენადერული დივიზია „ნედერლანდის“ ემბლემებზე იყო გამოსახული. დღევანდელი ორგანიზაციებიდან ოდალი აშშ-ს ნაციონალ-სოციალისტური მოძრაობის დროშაზეა გამოსახული.

3. „არიული მჯიღი“

4. რკინის ჯვარი — პრუსიული და გერმანული სამხედრო ორდენი. ცენტრში — ჰაკენკროიცი (სვასტიკა), გერმანული ნაციონალ-სოციალიზმის ყველაზე ცნობადი სიმბოლო.

5. ნსდაპ-ის გასამხდროებული დაჯგუფების, შუცშტაფელის (სს) სიმბოლო. ლიგატურა ორი „ზიგ“ რუნისგან.

6. ტოტენკოპფი (გერმ. Totenkopf; ქართ. სიკვდილის თავი) — სიკვდილის წინაშე უშიშრების სიმბოლო. იგი არაერთი სამხედრო ფორმირების მიერ გამოიყენებოდა გერმანიის ისტორიის მანძილზე. ტოტენკოპფს თავის სიმბოლოდ იყენებდა ორგანიზაცია „შტაბსვახე“, რომელიც ადოლფ ჰიტლერის პირადი დაცვის როლს ასრულებდა. შემდგომში ტოტენკოპფი სს-ის განმასხვავებელ ნიშნად იქცა. სს-ის ოფიცრები ტოტენკოპფის გამოსახულების კოკარდას ატარებდნენ საფორმო თავსაბურავზე. ტოტენკოპფი ასევე გამოიყენებოდა გერმანიის ჯარის ჯავშანსატანკო ძალების, ლუფტვაფეს ჯავშანსატანკო ნაწილების და ელიტარული 1-ლი სადესანტო-სატანკო დივიზია „ჰერმან გერინგის“ სიმბოლოდ. ის გამოსახული იყო სს-ის მე-3 სატანკო დივიზია „ტოტენკოპფის“, საკონცენტრაციო ბანაკების ადმინისტრირებაზე პასუხისმგებელი ორგანიზაციის, სს-ტოტენკოპფვერბენდეს და ლუფტვაფეს 54-ე ბომბდამშენი ესაკდრა „ტოტენკოპფის“ ემბლემებზე. ამის გარდა ტოტენკოპფი ასევე გამოსახული იყო სს-ის „ღირსების ბეჭედზე“ (ასევე მოიხსენიებოდა „ტოტენკოპფის ბეჭედად“), რომელიც არაოფიციალურ ჯილდოდ გაიცემოდა პირადად სს-ის რაიხსფიურერის, ჰაინრიხ ჰიმლერის მიერ. ჰიმლერის მიხედვით: „ტოტენკოპფი შეგონებაა იმაზე, რომ თქვენ ყოველთვის მზად უნდა იყოთ გაწიროთ თქვენი სიცოცხლე მთლიანობის სიცოცხლისთვის“. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ტოტენკოპფს თავის დროშაზე იყენებდა ბრიტანეთში დაარსებული საერთაშორისო ულტრამემარჯვენე პარამილიტარისტული დაჯგუფება Combat 18.

ზიგ ჰაილ![რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

„ზიგ ჰაილ!“ (გერმ. Sieg Heil — „დიდება გამარჯვებას“) — ლოზუნგი, რომლებსაც ნსდაპ-ის შეხვედრებზე და მსვლელობებზე იყენებდნენ. მას მოჰყვებოდა ჟესტი: მარჯვენა ხელის ჰაერში აწევა. ადოლფ ჰიტლერი და ნაციონალ-სოციალისტური პარტიის წევრები ამ სიტყვებს თავისი გამოსვლების ბოლოს სამჯერ იმეორებდნენ — ეს აღბეჭდილია ფილმ „ნების ტრიუმფში“ და სხვა დოკუმენტალურ წყაროებში.

RaHoWa[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

RaHoWa (ინგლ. Racial Holy War — რასათა წმინდა ომი, ან უბრალოდ რასობრივი ომი) — ომი, რომელიც ნეონაცისტების აზრით, მომავალში პლანეტის რასებს შორის უნდა დაიწყოს.

14/88[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ციფრი 14 აღნიშნავს თეთრი რევოლუციონერის, „ჩუმი საძმოს“ (ინგლ. Silent Brotherhood, გერმ. Brüder Schweigen) წევრის, დეივიდ ლეინის სიტყვებს:

ვიკიციტატა
„We must secure the existence of our people and a future for White children.
ჩვენ უნდა დავიცვათ ჩვენი ხალხის არსებობა და თეთრი ბავშვების მომავალი.“

ეს აბრივიატურა ასევე შეიძლება აღნიშნავდეს არიული ეთიკის 14 კანონს.

ციფრი 88 კი არის „Heil Hitler-ის“ კოდირებული ვერსია (ლათინურ ანბანში ასო H მერვეა). ამავე დროს 88 შეიძლება აღნიშნავდეს დევიდ ლეინის 88 მცნებას.[10]

Day of the Rope[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Day of the rope (ქართ. თოკის დღე) — კონცეფცია, რომელიც აღებულია თეთრი ნაციონალიზმის იდეოლოგის, უილიამ ლუთერ პირსის რომანიდან „ტერნერის დღიურები“. 1990-იან წლებში არსებობდა ამ დასახელების მუსიკალური ლეიბლები და ჯგუფები, იგი სიმღერების ტექსტებშიც იხსენიებოდა. პირსის რომანში, თეთრი ნაციონალისტი მეამბოხეები რასობრივი ომის დაწყების შემდეგ კონტროლს დაამყარებენ კალიფორნიაზე, სადაც ლინჩის წესით გაასამართლებენ და მასობრივად საჯაროდ ჩამოახრჩობენ „რასობრივ მოღალატეებს“ (ჟურნალისტებს, პოლიტიკოსებს, ჰოლივუდის მსახიობებს, ქალებს, რომლებიც ურთიერთობაში არიან არათეთრკანიან კაცებთან და სხვებს). „Day of the rope“ სწორედ ამ დღეს აღნიშნავს და გამოიყენება როგორც ნაციონალისტური რევოლუციის მეტაფორა. ალტერნატიული ფრაზებია „There is no escaping the Day of the Rope“ ან „The Day of the Rope is coming“. [11] [12]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Lee McGowan (2002). The Radical Right in Germany: 1870 to the Present. Pearson Education, გვ. 9, 178. ISBN 0582291933. OCLC 49785551. 
  2. Brigitte Bailer-Galanda. ; Wolfgang NeugebauerRight-Wing Extremism in Austria: History, Organisations, Ideology. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-01-17. ციტატა: „Right-wing extremism can be equated neither with National Socialism nor with neo-Fascism or neo-Nazism. Neo-Nazism, a legal term, is understood as the attempt to propagate, in direct defiance of the law (Verbotsgesetz), Nazi ideology or measures such as the denial, playing-down, approval or justification of Nazi mass murder, especially the Holocaust.“
  3. Martin Frost. Neo Nazism. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-02-09. ციტატა: „The term neo-Nazism refers to any social or political movement seeking to revive National Socialism or a form of Fascism, and which postdates the Second World War. Often, especially internationally, those who are part of such movements do not use the term to describe themselves.“
  4. Lee, Martin A. 1997. The Beast Reawakens. Boston: Little, Brown and Co, pp. 85-118, 214—234, 277—281, 287—330, 333—378. On Volk concept, " and a discussion of ethnonationalist integralism, see pp. 215—218
  5. Peter Vogelsang & Brian B. M. Larsen. (2002)Neo-Nazism. The Danish Center for Holocaust and Genocide Studies. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-02-09. ციტატა: „Neo-Nazism is the name for a modern offshoot of Nazism. It is a radically right-wing ideology, whose main characteristics are extreme nationalism and violent xenophobia. Neo-Nazism is, as the word suggests, a modern version of Nazism. In general, it is an incoherent right-extremist ideology, which is characterised by ‘borrowing’ many of the elements that constituted traditional Nazism.“ ციტირების თარიღი: 2007-12-08.
  6. Ondřej Cakl & Klára Kalibová. (2002)Neo-Nazism. Faculty of Humanities at Charles University in Prague, Department of Civil Society Studies. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-02-09. ციტატა: „Neo-Nazism: An ideology which draws upon the legacy of the Nazi Third Reich, the main pillars of which are an admiration for Adolf Hitler, aggressive nationalism (“nothing but the nation”), and hatred of Jews, foreigners, ethnic minorities, homosexuals and everyone who is different in some way.“ ციტირების თარიღი: 2007-12-08.
  7. Dawidowicz, Lucy (1986). The War Against The Jews, 1933–1945. New York: Bantam Books, გვ. თარგი:Page number. ISBN 055334532X. OCLC 26064567. 
  8. Benz, Wolfgang (1991). Dimension des Volksmords: Die Zahl der Jüdischen Opfer des Nationalsozialismus (German). München: Deutscher Taschenbuch Verlag, გვ. თარგი:Page number. ISBN 3423046902. OCLC 39086159. 
  9. 9.0 9.1 Nicholas Goodrick-Clarke. Black Sun: Aryan Cults, Esoteric Nazism and the Politics of Identity
  10. [[Андреас Умланд]]. Что означают нацистские символы, из-за которых оштрафовали «Арену Львов». დაარქივებულია ორიგინალიდან — 2015-05-17. ციტირების თარიღი: 2016-10-08.
  11. Day of the rope - Anti-Defamation League
  12. [https://globalcase.org/blog/turner-diaries/ თერნერის დღიურები - უსაფრთხოების ექსპერტთა კავკასიის აკადემია]