ოსვალდ შპენგლერი
ოსვალდ შპენგლერი | |
---|---|
გერმ. Oswald Arnold Gottfried Spengler | |
დაბ. თარიღი | 29 მაისი, 1880[1] [2] [3] [4] [5] [6] [7] [8] [9] [10] |
დაბ. ადგილი | ბლანკენბურგი, Duchy of Brunswick, გერმანიის იმპერია[11] |
გარდ. თარიღი | 8 მაისი, 1936[11] [2] [3] [4] [5] [6] [7] [8] [9] [10] (55 წლის) |
გარდ. ადგილი | მიუნხენი, მესამე რაიხი[11] |
დასაფლავებულია | ნორდფრიდჰიფი |
მოქალაქეობა | გერმანია |
საქმიანობა | ისტორიკოსი, ფილოსოფოსი[9] , სოციოლოგი, მათემატიკოსი და მწერალი[9] |
ალმა-მატერი | ჰალე-ვიტენბერგის უნივერსიტეტი, ჰუმბოლდტის უნივერსიტეტი და ლუდვიგ მაქსიმილიანის მიუნხენის უნივერსიტეტი |
სამეცნიერო ხარისხი | დოქტორის ხარისხი |
მეუღლე | |
გავლენა მოახდინეს | |
ხელმოწერა | |
ოსვალდ არნოლდ გოტფრიდ შპენგლერი (გერმ. Oswald Arnold Gottfried Spengler; დ. 29 მაისი, 1880, ბლანკენბურგი — გ. 8 მაისი, 1936, მიუნხენი) — გერმანელი ისტორიკოსი და ფილოსოფოსი. ავტორი გახმაურებული ნაშრომისა ევროპის დაისი (Der Untergang des Abendlandes), რომელიც მან 1918—1923 წლებში გამოაქვეყნა.
სწავლობდა მიუნხენის და ბერლინის უნივერსიტეტებში. 1904 წელს მიენიჭა დოქტორის ხარისხი. მუშაობდა მასწავლებლად ჰამბურგში.
ოსვალდ შპენგლერი დასავლური ცივილიზაციის ისტორიას ყოფს ორ ნაწილად; ქრისტიანობის ხანა - შუა საუკუნეებიდან მეთვრამეტე საუკუნემდე და თანამედროვეობა - (მოდერნი) - სადაც რელიგია მეცნიერებამ, ინტუსტრიალიზაციამ და დემოკრატიამ ჩაანაცვლა.
პირველი მსოფლიო ომის დამთავრებამდე ცოტა ხნით ადრე, 1918 წლის ზაფხულში, გერმანიის წიგნის მაღაზიებში გამოჩნდა ყველასათვის უცნობი ავტორის, ოსვალდ შპენგლერის წიგნი "Der Untergang des Abendlandes" ( „ევროპის დაისი“), რომელიც ძალიან სწრაფად გაიყიდა. მალე იგი მეორედ და მესამედ გამოიცა, კიდევ ცოტა ხნის შემდეგ, გერმანიის გარდა, წიგნზე დანარჩენი ევროპაც ალაპარაკდა. ყველასათვის უცნობი მასწავლებელი ერთბაშად იქცა ცნობილ პიროვნებად. იშვიათია წიგნი და ავტორი ასეთი წინააღმდეგობრივი საინტერესო ბიოგრაფიით.
თავის ნაშრომში ,,დასავლეთის დაისი” შპენგლერი აღნიშნავდა, რომ არ არსებობს ისტორიის ლინეალური პროგრესი. შპენგლერი მიუთითებდა ,,მაღალი კულტურების” (ეგვიპტური, ბაბილონური, ინდური, ბერძნულ-რომაული, ჩინური და ა.შ.) ბედს, და ამბობდა, რომ ისინი იბადებიან (მცენარეებივით - განსაზღვრულ მიწაზე), და კვდებიან, როდესაც სრულად ახორციელებენ თავიანთ შესაძლებლობებს. ისტორია ასეთი კულტურების ,,კოლექტიური ბიოგრაფიაა”.
ოსვალდ შპენგლერის ნააზრევის პოპულარიზაციას კონსტანტინე გამსახურდია ეწეოდა XX საუკუნის პირველი ნახევარში ქართულ პრესის ფურცლებზე.
თავის ნამუშევარში შპლენგლერი ამბობს:
„სამყარო-როგორც-ისტორია, დანახული, გაგებული, ჩამოყალიბებული თავისი საპირისპიროსაგან - სამყარო-როგორც-ბუნებისაგან, - აი, ახალი ასპექტი ადამიანის ყოფიერებისა ამ პლანეტაზე.“
|
„ვისთვის არსებობს ისტორია? კითხვა პარადოქსული ჩანს. ცხადია, იგი არსებობს ყველასათვის, რადგან ყოველი ადამიანი მთელი თავისი ყოფიერებით ისტორიის წევრია.“
|
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- შპენგლერი, ოსვალდ. „ევროპის დაისი,“ თბ., „მანდარიას სტამბა“, 2005
- „პოლიტიკის ფილოსოფია“, (ედ. კოდუასა და დ. გეგეშიძის რედაქციით), თბ., „კეგელი“, 1995
- კულტუროლოგია, (გურამ ლორთქიფანიძის რედაქციით), თბ., „თბილისის უნივერსიტეტის გამომცემლობა“, 2001
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Nikolai Berdyaev. The Pre-Death Thoughts of Faust. დაარქივებული 2016-11-16 საიტზე Wayback Machine. .
- S. Srikanta Sastri, Oswald Spengler on Indian Culture
- Spengler, Oswald The Decline of the West v. 1 (1926) and v. 2 (1928), Alfred A. Knopf
- Complete bibliography of Spengler's essays, lectures, and books, including translations, arranged chronologically დაარქივებული 2021-11-28 საიტზე Wayback Machine.
- The Modernism Lab: Oswald Spengler დაარქივებული 2013-05-20 საიტზე Wayback Machine.
- Works by Oswald Spengler, at Unz.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Deutsche Nationalbibliothek Record #118616110 // ინტეგრირებული ნორმატიული ფაილი — 2012—2016.
- ↑ 3.0 3.1 SNAC — 2010.
- ↑ 4.0 4.1 Babelio — 2007.
- ↑ 5.0 5.1 ბროკჰაუზის ენციკლოპედია
- ↑ 6.0 6.1 Gran Enciclopèdia Catalana — Grup Enciclopèdia, 1968.
- ↑ 7.0 7.1 Internet Philosophy Ontology project
- ↑ 8.0 8.1 Brozović D., Ladan T. Hrvatska enciklopedija — LZMK, 1999. — 9272 გვრ.
- ↑ 9.0 9.1 9.2 9.3 The Fine Art Archive — 2003.
- ↑ 10.0 10.1 Munzinger Personen
- ↑ 11.0 11.1 11.2 Шпенглер Освальд // Большая советская энциклопедия: [в 30 т.] / под ред. А. М. Прохорова — 3-е изд. — Москва: Советская энциклопедия, 1969.
- დაბადებული 29 მაისი
- დაბადებული 1880
- გარდაცვლილი 8 მაისი
- გარდაცვლილი 1936
- გერმანელი ისტორიკოსები
- XX საუკუნის გერმანელი ფილოსოფოსები
- XX საუკუნის გერმანელი ისტორიკოსები
- კულტურის ისტორიკოსები
- ისტორიის ფილოსოფოსები
- ტექნოლოგიის ფილოსოფოსები
- XX საუკუნის გერმანელი მამაკაცი მწერლები
- გერმანელი მამაკაცი არამხატვრული მწერლები