კუ-კლუქს-კლანი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
კუ კლუქს კლანის ლოგო

კუ კლუქს კლანი (ინგლ. Ku klux Klan), ასევე გამოიყენება აბრევიატურა KKKრასისტული და ნეონაცისტური ორგანიზაცია ამერიკის შეერთებულ შტატებში. იგი არსებობდა სამ ცაკლეულ ერაში, სხვადასხვა დროს ამერიკის შეერთებული შტატების ისტორიის განმავლობაში.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პირველი კლანი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კუ-კლუქს-კლანის მარში პენსილვანიაში; 1928 წელი/

პირველი კლანი დაარსა ამერიკის კონფედერაციული შტატები არმიის ექვსმა ვეტერანმა ქალაქ პულასკაში, შტატ ტენესში, დაახლოებით 1865 წლის 24 დეკემბერს[1]. ეს იყო საძმოს ტიპის ფარული ორგანიზაცია, რომლის მთავარ შთაგონების წყაროს წარმოადგენდა იმდროისთვის უკვე დაშლილად გამოცხადებული „მალტის შვილები“. ამ უკანასკნელისგან მათ გადმოიღეს სხვადასხვა ცერემონია მთავარი პრინციპით „საზოგადოებრივი ცნობისმოყვარეობის გასაძლიერებლად და კლანის წევრების გასართობად“. თუმცა ეს იყო პრიმიტიული სტრუქტურის მქონე ორგანიზაცია და მხოლოდ ლოკალურ დონეზე მოქმედებდა. ისინი თავიდან უბრალოდ აფრთხობდნენ მოსახლეობას. ცრურწმენების გამო, შავკანიანებს თეთრ სამოსში გადაცმული კუ კლუქს კლანის წევრები სამოქალაქო ომში დაღუპული კონფედერანტი ჯარისკაცების სულები ეგონათ. მსგავსი მოსაზრება გავრცელებული იყო 1866 წლამდე, სანამ კუ კლუქს კლანის დაჭრილ წევრებს იპოვნიდნენ.

მსგავსი ჯგუფები წარმოიქმნა ამერიკული შეერთებული შტატების სამხრეთის სხვა შტატებშიც, რომლებმაც იგივე სახელი დაირქვეს და ამასთანავე მოქმედებდნენ იმავე მეთოდებით. დროთა განმავლობაში კლანის გარშემო გაერთიანდა რასისტული ორგანიზაციების მთელი ქსელი, რომლებიც იჭერდნენ და ლინჩის წესით ასამართლებდნენ მონობიდან ახალ განთავისუფლებულ ადამიანებს (შავკანიანებს). სწორედ კუ კლუქს კლანს უკავშირებენ ლინჩის სასამართლოს გაჩენას. მათი მოქმედების ძირითად ორიენტირს წარმოადგენდა თეთრი რასის უზენაესობის აღდგენა შავკანიანებზე, რესპუბლიკელებზე და აბოლიციონესიტებზე ძალადობით და მკვლელობით. 1867 წელს კუ კლუქს კლანის ლიდერი გახდა კონფედერაციის ჯარის ყოფილი გენერალი ნათანიელ ფორესტი. ორგანიზაციამ მიზნად დაისახა ქვეყნის დაცვა შავკანიანების შემოსევისგან, თეთრი რასის გადარჩენა განადგურებისგან და თეთრკანიანების უზენაესობის უზრუნველყოფა.

1870-1871 წლებში ფედერალურმა ხელისუფლებამ გაატარა აღსრულებლის აქტი, რომლის შედეგადაც დაიწყო კლანის წევრთა სისხლის სამართლებრივი დევნა და დანაშაულებრივი ქმედებების აღკვეთა. ძალადობითა და მკვლელობების მთელი სერიით კლანმა შეძლო სერიოზულად შეერყია შავკანიანთა პოლიტიკური ორგანიზებულობა. მეორე მხრივ, ამან გამოწივია საპასუხო აქტების შემუშავება ფედერალური ხელისუფლების მიერ. კლანის წევრებმა დაიწყეს ნიღბების ტარება, რათა დაემალათ თავიანთი ვინაობა და თავი აერიდათ სისხლის სამართლებრივი დევნისგან. კლანი თავის „აქციებს“ ძირითადად ღამე ატარებდა. პატარა ქალაქებში, რომლებსაც დიდი ქალაქებისგან განსხვავებით მოქალაქეების უფრო ძლიერი სოციალიზაცია ახასიათებთ, ხშირად მსხვერპლი ხმით, ან სხვა მანერებით მაინც ცნობდა თავდამსხმელს. კუ კლუქს კლანის წევრები ხშირად ამბობდნენ, რომ ისინი წარმოადგენდნენ კონფედერაციის არმიის აჩრდილებს და რომ მათი მიზანი იყო შავკანიანების დაშინება.

კუ კლუქს კლანის წევრები არბევდნენ შვკანიანებს, მათ შორის „ლოიალური ლიგის“ წევრებს და აშინებდნენ სამხრეთელ რესპუბლიკელებს. მათ გამოაცხადეს ნამდვილი ნადირობა შავკანიან პოლიტიკოსებზე, რომელთაც კლავდნენ ოჯახის წევრებთან ერთად. კლანის სისასტიკე პიკს აღწევდა საარჩევნო კამპანიების დროს. 1868 წელს, რამდენიმე კვირის განმავლობაში, საპრეზიდენტო არჩევენების დროს ლუიზიანაში მოკლეს და დაჭრეს 2 000-ზე მეტი კაცი. ორგანიზაციამ შეიწირა 200-ზე მეტი შავკანიანი რესპუბლიკელი. მსხვერპლთა გვამებს ტყეებშიც კი პოულობდნენ. ასე და ამგვარად, კუ კლუქს კლანმა აიძულა ხალხი მხარი დაეჭირა დემოკრატებისთვის.

1870-იან წლებში ჩნდება ახალი მილიტარიზებული ჯგუფები, როგორიცაა „თეთრი ლიგა“ და „წითელ პერანგიანები“. ორივე ორგანიზაცია გამორჩეულად მისიწრაფვოდა რესპუბლიკელთა დასამხობად და პოლიტიკური ელიტის შესაცვლელად, რათა მოეპოვებინათ კონტროლი პოლიტიკურ პროცესებზე.

პირველი კუ კლუქს კლანი, როგორც ორგანიზაცია მთლიანად დაიშალა 1872 წელს, ხოლო მისი ტრადიციები, რომლებსაც ასევე „რეგალიებს“ უწოდებდნენ, მალევე გაქრა.[2]

მეორე კლანი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1915 წელს დაარსდა მეორე კლანი ატლანტაში, შტატ ჯორჯიაში. დაწყებული 1921 წლიდან მან გადაიღო თანამედროვე ბიზნესის ტიპის სისტემა, რომელიც გამოიხატებოდა ახალი წევრებისთვის ჩვეულებრივ, ხელფასის გადახდაში. ამასთნავე აღსანიშნავია, რომ მსგავსი სახის ორგანიზაციები, იმ პერიოდისთვის ყვაოდა. ორგანიზაციის ეროვნულმა შტაბმა იხილა დიდი მოგება კლანის ჩაცმულობის გაყიდვებით. იმის გამო, რომ ძირითადად აქცენტს აკეთებდნენ აშკარა სოციალურ პრობლემებზე, ისინი მალე გაჩდნენ ყველა შტატში და მოიპოვეს პოპულარობა ბევრ ქალაქში. მეორე კუ კლუქს კლანი ქადაგებდა "ასპროცენტიან ამერიკანიზმს". მოითხოვდა მკაცრი მორალისა და აკრძალვების მიღებით პოლიტიკის გაწმენდას არაამერიკული ელემენტებისგან. მისი ოფიციალური რიტორიკა ორიენტირებული იყო საფრთხეზე, რომელიც მომდინარეობდა კათოლიკური ეკლესისიგან. კლანის რიგებში ძირითადად იყვნენ წარმოდგენილი თეთრკანიანი პროტესტანტები და ისინი უპირისპირდებოდნენ ებრაელებს, შავკანიანებს , კათოლიკეებს და იტალიელ იმიგრანტებს.

ფილმი "ერის დაბადება" პლაკატი 1915 წელი

1915 წელს გამოვიდა ახალი ფილმი სახელად „ერის დაბადება“, რომელიც ადიდებდა პირველ კლანს და მის საქმიანობას. მათ ძირითად საქმიანობის, დღის წესრიგს, შეადგენდა. ანტისაიმიგრაციო, ანტიკათოლიკური და ანტისემიტური პოლიტიკა, რომელიც იზრდებოდა სოციალურ დაძაბულობაში. ახლად დაბადებულმა ორგანიზაციამ აღადგინა პირველი კლანის დროინდელი "რელიგია" რომელიც ასევე ასახული იყო "ერის დაბადებაში"

მიზნები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მეორე კლანი გამოირჩეოდა განსაკუთრებული პარანოიით, რამეთუ იგი საშიშროებას ყოველი მიმართულებით ხედავდა. ამასთანავე მას სპეციფიკური რელიგიური ელფერი დაჰკრავდა. კლანის მთელი ენერგია მიმართული იყო "სისხლის" სადარაჯოზე. ისტორიკოსი, ქეითლინ ბლი ამბობს, რომ ორგანიზაციში წევრებს სურდათ თეთრკანიან ქალთა ინტერესების დაცვა. 1917 წელს სიმონსმაგამოაქვეყნა "უხილავი იმპერიის" (კუ კლუქს კლანის ორგანიზაცია) ჰამფლეტი, სადაც ნათლად იყო დაფიქსირებული კლანის მიზნები

1. "სისხლის" (ქვეყნის) სიწმინდისა და ქალთ უბიწოების დაცვა.

2. თეთრი რასის უზენაესობის შენარჩუნება

3. უმაღლესი სულიერი ფილოსოფიის დანერგვა და სწავლება ტრადიციული წესჩვეულებების მეშვეობით.

4. წმინდა ამერიკანიზმის იდეალების, პრინციპების, ინსიტუტების დაცვა და შენარჩუნება

საქმიანობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რაც უფრო მეტი ინფორმაცია ჩნდებოდა გაზეთებში მორალური გახრწნილობების შესახებ ან მზარდი კრიმინალური დაჯგუფეფების შესახებ, კლანიც ამის საპასუხოდ, პარალელურად იზრდებოდა და ძლიერდებოდა. მეორეც, ორგანიზაციის გაძლიერება ასევე გამოიწვია ანტიპათიამ, რომელიც მიმართული იყო მზარდი კათოლიკური, ამერიკულ-ებრაული კულტურული ღირებულებების საწინააღმდეგოდ. 1920[3]-იან წლებში კლანს უკვე ჰქონდა საგრძნობი გავლენა მთელი ქვეყნის მაშტაბით

კუ კლუქს კლანის წევრებმა ფიცი დადეს რომ დაიცავდნენ ამერიკულ ღირებულებებს და ქრისტიანულ მორალს. ადგილობრივ დონეზე მათ პროტესტანტი მინისტრებიც კი ეხმარებოდნენ, თუმცა ზოგადად პროტესტანტები მათ ოფიციალურად მხარს არ უჭერდნენ. პირიქით, მას პირდაპირ გმობდნენ როგორც პროტესტანტულ ჟურნალებში, ისე სეკულარულ გაზეთებშიც კი.

მეორე კუ კლუქს კლანი იყო ფორმალური ფრატერნული ორგანიზაცია ერისა და სახელმწიფოს სტრუქტურით. მან თავის აპოგეას მიაღწია XX საუკუნის ოციან წლებში როდესაც ორგანიზაცია ითვლიდა 4-5 მილიონ წევრს, თუმცა შიდა გახლეჩილობამ, ლიდერების მიერ ჩადენილმა მრავალმა დანაშაულმა და ორგანიზაციის გარეთ დაპირისპირებებმა მაინც თავისი რეგრესი მოიტანა და 1930 წლისთვის ორგანიზაცისი წევრთა რაოდენობა 30 000-მდე შემცირდა. საბოლოო აკორდი , კი იყო 1940 წელი როდესაც ორგანიზაცია მთლიანად დაიშალა.

1920[4] წელს კუ კლუქს კლანმა შექმნა ქალთა დანაყოფები, რომლებიც სწრაფად გავრცელდა სხვადასხვა შტატში. მათ საქმიანობას შეადგენდა პარადების გამართვა, ცეცხლოვანი ჯვრების ცერემონია, ლექციები, შეკრებები და ბოიკოტი იმ ბიზნესის წინააღმდეგ, რომელსაც წარმართავდნენ კათოლიკეები ან ებრაელები. ისინი აქტიურად უჭერდნენ მხარს ალკოჰოლური სასმელების აკრძალვას, რადგან თვლიდნენ რომ ის უარყოფითად აისახებოდა ქალთა და ბავშვდა ყოფიერებაზე. საჯარო სკოლებში ავრცელებდნენ ბიბლიას და პეტიციებს, რათა სამსახურიდან მეოხსნათ კათოლიკე მასწავლებლები. ამან საბოლოოდ გამოიღო თავისი შედეგი ტექსასის შტატში, სადაც კათოლიკეებს პედაგოგიურ სამსახურში აღარ ასაქმებდნენ.

მესამე კლანი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სახელი "კუ კლუქს კლანი" გამოიყენებოდა იმ ადგილობრივი დაჯგუფების მიერ, რომლებიც უპირისპირდებოდნენ მოძრაობას შავკანიანების სამოქალაქო უფლებებისთვის და დესეგრეგაციის მომხრეებს 1950-1960 წლებში. ამ პერიოდში ისინი კავშირებს ამყარებდნენ სამხრეთ ამერიკული პოლიციის დეპარტამენტებთან, და გუბერნატორის, ჯორჯ ვოლასის, ოფისთანაც კი როგორც ეს მოხდა ბირმინგემში (შტატი:ალაბამა). 1950-1960-იან წლებში ბევრი დამოუკიდებელი დაჯგუფება იყენებდა "კუ კლუქს კლანის" სახელს. მიუხედავად ამისა, რომ მათ არანაირი კავშირი არ ჰქონდათ მეორე კლანთან , გარდა ტერმინოლოგიისა და ჩაცმულობის სტილისა, რომელიც მათგან გადაიღეს. 1950 წლიდან კლანმა დაიწყო შვკანიანი მოსახლეობის დატერორება. ასე მაგალითად, ბირმინგამში შვკანიანთა სახლებს პირდაპირ აფეთქებდნენ. აფეთქებათა სერია იმდენად დიდი იყო, რომ ქალაქს მეტსახელად "ბომბინგამი" შეარქვეს. კუ კლუქს კლანმა ფარული კავსირები დაამყარა ახლად დანიშნულ პოლიციის კომისართან, ბულ კონორთან, რომელმაც კლანს ხელშეუხებლობის გარანტია მისცა. ამ პერიოდიდან, კრიმინალური დაჯგუფების მიერ ჩადენილი დანაშაულებანი რჩებოდა დაუსჯელი. როდესაც ქალაქში ჩამოვიდნენ სამოქალაქო უფლებების დაცვის ორგანიზაციის "თავისუფლების მხედრების" წევრები, კონორმა კლანს მისცა საშუალება ისინი დაეხოცათ. ამის შემდგომ, ფედერალურმა ხელისუფლებამ გადაწყვიტა ქალაქში ინტერვენცია მოეხდინა და დაემყარებინა წესრიგი. 1964 წელს კლანის წევრები გასამართლებულნი იქნენ სამოქალქო უფლებების მოძრაობაში ჩართული აქტივისტების მკვლელობასა და 1963 წელს ბირმინგტონის ბაფტისტური ეკლესიის დაბომბვაში. (დაბომბვა დაიგეგმა და განხორციელდა კლანისმიერ).

დღესდღეობით კლანს ახასიათებენ როგორც "დივერსიულ ან ტერორისტულ ორგანიზაციას". 1997 წლის აპრილში, გამოძიების ფედერალური ბიუროს (FBI) აგენტებმა დააკავეს ორგანიზაცია "კუ კლუქს კლანის ნამდვილი რაინდების" წევრები, რომლებიც ცდილობდნენ ბუნებრივი გაზის ქარხნის აფეთქებას. 1999 წელს ჩარლსტონის საბჭომ მიიღო რეზოლუცია, რომელიც აცხადებდა კუ კლუქს კლანს ტერორისტულ ორგანიზაციად.

კუ კლუქს კლანმა დაამყარა კავშირები სხვა დაჯგუფებებთან და პოლიტიკურ პარტიებთან, რომელტაც იგივე პოლიტიკური მოტივი ამოძრავებდათ. 1979 წელს ჩრდილოეთი კაროლინაში, კლანმა და ამერიკის ნაცისტურმა პარტიამ მოკლა 5 კომუნისტი აქტივისტი.

დღესდღეობით კუ კლუქს კლანი არ წარმოადგენს მხოლოდ ერთ პოლიტიკურად მოტივირებულ ორგანიზებულ დამნაშვეობას. ის დაყოფილია უამრავ დაჯგუფებად რომელიც გვხვდება მთელი ამერიკის შეერთებულ შტატებში.გამომდინარე იქიდან, რომ ისინი დაყოფილია მრავალ პატარა ჯგუფებად, საკმაოდ რთულია კვლევის ჩატარება და მათ წევრთა რაოდენობის დასადგენად. თუმცა ცნობილია ,რომ მათი ძირითადი ნაწილი თავმოყრილია სამხრეთის შტატებში.

2017 წელს კლანის წევრები მონაწილეობდნენ „გაერთიანებული მემარჯვენეების“ მარშში ქალაქ ჩარლოტსვილში, შტატ ვირჯინიაში. კლანის ლიდერმა, დეივიდ დუკმა, აქციაზე განაცხადა:

„...მათ არ უნდათ რომ ჩვენ ვილაპარაკოთ, რადგან ჩვენ ვამბობთ სიმართლეს. ჩვენ ამერიკის ეთნიკურ გაწმენდვაზე ვსაუბრობთ, ამერიკული ცხოვრების წესისა და ნეო-ბოლშევიკური სტილის საზოგადოების განადგურებაზე, სადაც არ არის თავისუფლება, არანაირი სიტყვის თავისუფლება. ჩვენ რეალურად აქეთკენ მივდივართ ამერიკაში, და ეს უნდა შეიცვალოს.“

პოლიტიკური როლი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

თუ პირველი კლანის წევრთა სიას შეადგენდნენ ექსკლუზიურად დემოკრატები, მეორე კლანში იყვნენ როგორც დემოკრატები, ასევე რესპუბლიკელები და ის წევრებიც, რომლებიც საერთოდ აპარტიულები იყვნენ. კლანი განსაკუთრებული სიმპათიით იყო გამსჭვალული ორივე პარტიის იმ წევრების მიმარტ, რომლებიც მხარს უჭერდნენ თავად კლანს. კონსესუსი გარკვეული აკრძალვების დაწესების თაობაზე საფუძველს უყრიდა რესპუბლიკელებისა და კლანის წევრების კოოპერაციას დასავლეთის შტატებში.

კლანს ჰყავდა უამრავი მიმდევარი ამერიკის შეერთებული შტატების ყოველი კუთხე-კუნჭულში, მაგრამ მათი გავლენა ყველაზე ძლიერად შეიგრძნობოდა სამხრეთისა და დასავლეთის შტატებში. მან თავის აპოგეას მიაღწია მაშინ, როდესაც თეთრკანიანი მოსახლეობის დაახლოებით 20% მიემხრო და გავრცელდა ახლა უკვე კანადაშიც სადაც ის დაუპირისპირდა კათოლიკეებს.

1924 წელს კალიფორნიის ქალაქ ანჰეამში, საბჭოს წევრებად აირჩიეს კუ კლუქს კლანში წევრები. ქალაქს ძირითადად მართავდა ფესვგამდგარი გერმანელ-ამერიკელი ელიტა. კლანი წარმოადგენდა პოლიტიკურად ორიენტირებულ დაჯგუფებას, რომელმაც დაგმო ეს ელიტა და გამოაცხადა, რომ ეს იყო ანტიდემოკრატიული და კორუმპირებული. ორგანიზაცია ცდილობდა შეექმნა ძველი, კომუნის ტიპის მოდელი. 1924 წელს ანჰეიმში მათ იოლად გაიმარჯვეს ადგილობრივ არჩევნებში, რის შემდეგაც მათ სამსახურებიდან მოხსნეს კათოლიკეები და მათ ნაცვლად დანიშნეს კლანის წევრები. ქალაქის ახალი საბჭო ცდილობდა მკაცრი პოლიციკა გაეტარებინა შავკანიანთა და კათოლიკეთა წინააღმდეგ. არჩევნებში გამარჯვების შემდგომ მათი ყრილობები და შეკრებები უფრო ფართომასშტაბიანი გახდა. თუმცა მათი ტრიუმფი ხანმოკლე აღმოჩნდა . 1925 წელს მათმა ოპონენტებმა მოახერხეს არჩევნების გზით ხელისუფლების დაბრუნება, რის შემდეგაც კლანში წევრები გამოიხმეს ქალაქის საბჭოდან. ამ მოქმედების საბოლოო აკორდი იყო პრესის დახურვა, რომელიც თანამშრომლობდა კუ კლუქს კლანთნ და შემდეგ თავად ქალაქ ანჰეიმის კლანის დაშლა.

სამხრეთით, ერთპარტიულ რეგიონებში, კუ კლუქს კლანის მიმდევრები იყვნენ დემოკრატები. მათ ჰქონდათ ახლო კავშირი დემოკრატიული პარტიის ერთგულ პოლიციასთან. შერიფთან და ადგილობრივ ხელისუფლებასთან. მას შემდეგ რაც აფრო-ამერიკელებს ჩამოერთვათ ხმის მიცემის უფლება, თეტრკანიანთათვის ერთადერთი პოლიტიკურ აქტივობად ითვლებოდა საქმიანობა დემოკრატთა პარტიაში.

ალაბამას შტატში ორგანიზაციის წევრები მხარს უჭერდნენ მკაცრი პოლიტიკის გატარებას, საჯარო სკოლის რეფორმირებებს, გზების რეკონსტრუქციასა და ნებისმიერ პოლიტიკურ ზომებს , რომელიც გამოიწვევდა თეთრკანიანთა დაბალი კლასის მდგომარეობის გაუმჯობესებას. 1925 წლისთვის ორგანიზაცია წარმოადგენდა ანგარიშგასაწევ პოლიტიკურ ძალას, რომელთა ლიდერები: თომას ჰეფლინი, დევიდ გრეივსი და ჰიუგო ბლექი ცდილობდნენ გაეტარებინათ ისეთი პროფილის პოლიტიკა, რომელიც თავიდან ბოლომდე მიმართული იქნებოდა შავკანიანთა წინააღმდეგ და მიზნად ისახავდა ამ უკანასკნელთა გავლენისგან რეგიონის გათვისუფლებას. 1926 წელს გრეივსი რომელიც იყო როგანიზაციის ერთ-ერთი თვალსაჩინო ლიდერი ალაბამას გუბერნატორი გახდა. მან გაზარდა ფინანსები, რომელიც იხარჯებოდა განათლების გაუმჯობესებაზე. ასევე გაზარდა ფინანსები ჯანდაცვის უზრუნველყოფისთვის და დაიწყო გზების ფართომასშტაბიანი რეკონსტრუქცია. წარმატებას მიაღწია ასევე ჰუგო ბლექმაც, რომელიც ფრაკლინ დელანო რუზველტმა უზენაეს სასამართლოში მოსამართლედ დანიშნა, ისე რომ არც კი იცოდა ბლექის კუ კლუქს კლანის აქტიური წევრობის შესახებ. ამის შემდეგ მან "მოასწრო" და გახდა სენატორი, სანამ გამოაშკარავებდნენ მის კავშირს კლანთან. მოგვიანებით კი მან თავად განაცხადა, რომ კრიმინალური ორგანიზაცია დატოვა.

1925. კუ- კლუქს-კლანი ჯვრის დაწვის ცერემონია ლონდონი 1925 წელი

დიდი დეპრესიის შემდეგ, ორგანიზაცია საგრძნობლად დასუსტდა და მიუხედავად ბევრი მცდელობისა, ორგანიზაცია შენარჩუნებინათ, საბოლოოდ მაინც 1944 წელს მეორე კლანმა შეწყვიტა არსებობა.

ჯვრის დაწვის ცერემონია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1920 წელი ქალი კლანსმენები

კუ კლუქს კლანის წევრები, განწყობილი სპეციფიკურ თეთრ ფორმებში, ხშირად აწყობდნენ ფართომასშტაბიან საჯარო აქტივობებს, განსაკუტრებულად კი — პარადებს და ჯვრის დაწვის ცერემონიებს. კლანის ფორმების გაყიდვით ისინი იღებდნენ ძირითად ფინანსურ შემოსავალს.

მეორე კლანმა დაიწყო ლათინური (რომაული) ჯვრების დაწვა, რაც სპეციფიკურ სიმბოლისტურ დატვირთვას ატარებდა და მიზნად ისახავდა შიშის დათესვას. ეს იყო კლანის ერთგვარი რელიგიური გზავნილი, პროცესი ჩვეულებრივ წარიმართებოდა მლოცველთა თანხლებით და ჰიმნის სიმღერით. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ მსგავსი პრაქტიკა არ არსებობდა პირველი კლანის დროს.

კლანი მსოფლიოს სხვა ქვეყნებში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გარდა კანადისა ადა ამერიკის შეერთებული შტატებისა, სხვა ქვეყნებშიც იყო მცდელობა კუ კლუქს კლანის დაჯგუფებების შექმნისა. 90-იანი წლების ბოლოს, ავსტრალიაში, პიტერ კოლმანმა, რომელიც იყო ყოფილი წევრი პარტიისა- "ერთი ერი", შექმნა კლანთან მჭიდროდ დაკავშირებული ორგანიზაციები. ბოლო წლებში კლანმა მოახერხა ახალი წევრების რეკრუტირება სხვა პოლიტიკური პარტიებიდანაც. კლანმა გავრცელება ჰპოვა ასევე დიდ ბრიტანეთშიც, სადაც მის დამაარსებლად მოიხსენიება რობერტ რელფი

" კუ კლუქს კლანის ევვროპელი თეთრი რაინდები" შეიქმნა გერმანიაში. აღსანიშნავია რომ მასში გაწევრიანების მიუხედავად რამდენიმე პოლიციელმა, შეინარჩუნა სამსახურეობრივი მდგომარეობა. მსგავსი კრიმინალური ორგანიზაცია ბრაზილიაში და ფიჯის კუნძულებზეც კი გავრცელდა.

სქოლიოს სია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. (1967) The present-day Ku Klux Klan movement : Report by the Committee on Un-American activities. Washington, DC: U. S. Government Printing Office. 
  2. Rory McVeigh, The Rise of the Ku Klux Klan: Right-Wing Movements and National Politics (2009).
  3. Kelly J. Baker, Gospel According to the Klan: The KKK's Appeal to Protestant America, 1915–1930 (2011), p. 248.
  4. Blee, Kathleen M. (2008). Women of the Klan: Racism and Gender in the 1920s. University of California Press. ISBN 978-0-520-94292-9. 

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]