ოსირისი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ოსირისი
ოსირისი
იეროგლიფებში
Q1
D4
A40

ოსირისი — ძველ ეგვიპტურ მითოლოგიაში ერთ-ერთი უმთავრესი ღვთაება; მცენარეულობისა და წყლის ღმერთი, მიცვალებულთა მფარველი და მსაჯული. დედამიწის ღვთაების გების და ცის ქალღმერთის ნუტის ძე, ისიდას ქმარი და ძმა, ჰორის მამა. ძვ. წ. III ათასწლეულის შუა ხანებიდან ოსირის კულტი ქ. ბუსირისიდან მთელ ეგვიპტეში გავრცელდა. კულტის ცენტრი ქ. აბიდოსი გახდა. ყოველწლიურად აბიდოსში ქურუმები ოსირისის მთის ეპიზოდებს ხალხის წინაშე დრამატულ სცენებად წარმოადგენდნენ. მითის მიხედვით, ოსირისი თავის სამეფოს (დედამიწას) ბრძნულად და სამართლიანად მართავდა. შურის გამო იგი მოუკლავს ძმას — სეთის, უდაბნოს ბოროტ ღვთაებას, და მისი გვამი მდინარე ნილოსში ჩაუგდია. ისიდას უპოვნია ქმრის ცხედარი, მაგრამ სეთის იგი მოუპარავს, 40 ნაწილად დაყვია (ნომთა რიცხვის შესატყვისად) და მთელ ეგვიპტეში მიმოუბნევია. დიდი ძებნის შემდეგ ისიდას შეუგროვებია ოსირისის გვამის ნაწილები და გაუცოცლებია. ბერძნულ-რომაულ ეპოქაში ოსირისის კულტი ფართოდ გავრცელდა ეგვიპტის ფარგლებს გარეთ. ოსირისის კულტი, მკვდარი და აღმდგარი ღვთაებისა ბუნებას განასახირებდა. მან არსებითი როლი ითამაში ქრისტეს მითის ჩამოყალიბებაში.

ოსირისის სამსჯავრო[რედაქტირება]

ეგვიპტელებს სწამდათ რომ დასავლეთის კარიბჭესთან, მაღალ ტახტზე იჯდა ოსირისი. სიკვდილის ღმერთს მასთან გარდაცვლილები მიჰყავდა, რომლებიც შემდეგ სიტყვებს წარმოთქვამდნენ:

  • „მე ხალხისთვის ბოროტება არ მომიტანია“,
  • „არ მიქურდავს“,
  • „არ მიყაჩაღია“,
  • „არ მომიკლავს და მოკვლა არ მიბრძანებია“,
  • „არავისთვის ტანჯვა-წამება არ მიმიყენებია“,
  • „სუსტი არ დამიჩაგრავს“.

ამის შემდეგ გარდაცვლილი სასწორთან მიჰყავდათ. სასწორის ერთ ერთ თეფშზე მის გულს, ხოლო მეორეზე ქალღმერთ მაატის თუ გარდაცვლილი ცრუობდა, ცოდვებით დამძიმებული გული სასწორს თავის მხარეს დახრიდა და იგი საშინელი ურჩხულების მსხვერპლი გახდებოდა. თუ არ ცრუობდა, სასწორი გაწონასწორდებოდა და გარდაცვლილი დასავლეთის ქვეყანაში გადადიოდა.

ლიტერატურა[რედაქტირება]

  • Martin A. Larson, The Story of Christian Origins (1977, 711 pp. ISBN 0-88331-090-2 ).
  • C. W. Leadbeater, Freemasonry and its Ancient Mystic Rites (Gramercy, 1998) ISBN 0-517-20267-0

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე: