დრუიდები

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

დრუიდები (გალური druidae, ძველირლანდიური druid) — კელტი ხალხის მსახურები და მგოსნები, რომლებიც ფარული კასტის ტიპზე იყვნენ ორგანიზებულნი და საკმაო სიახლოვეს ამჟღავნებდნენ სამეფო ძალაუფლებასთან.

გალებში დრუიდები გმირული თქმულებებისა და მითოლოგიური პოემების შემნახველნი იყვნენ, რომელთაც ახალგაზრდობას ზეპირად გადასცემდნენ. დრუიდთა სკოლები კუნძულელ კელტებშიც არსებობდა. მიუხედავად ამისა, ირლანდიელებსა და ბრიტებში დრუიდებმა მგოსნების ფუნქცია მალევე დაკარგეს, IV-V საუკუნეებში კი, ქრისტიანობის გავრცელების შემდეგ, ისინი სოფლის ექიმბაშებად იქცნენ. სავსებით დასაშვებია, რომ დრუიდთა ინსტიტუტი კელტებს პირველყოფილი იაფეტური მოსახლეობიდან გადაეცათ.

ახალ დასავლეთ ევროპულ ლიტერატურაში დრუიდის სახე, მეტწილად, რომანტიკული პოეზიის ნიმუშებში გვხვდება როგორც ეროვნული ეგზოტიკისა და ფანტასტიკის მოტივის მქონე. შდრ. ბარდები

ეტიმოლოგია[რედაქტირება]

კლასიკურ ტექსტებში სახელი დრუიდი მხოლოდ მრავლობით რიცხვში გვხვდება დრუიდები (ბერძნულად Δρυίδες, ლათინურად druides) drasidae ან drysidae ფორმები ან გადამწერთა შეცდომად უნდა მივიჩნიოთ ან მანუსკრიპტის დაზიანებად. ფორმა „dryadae“ ბერძნული ძირის უნდა იყოს, რაც ხისა და წყლის ნიმფების სახელს დრიადებს უკავშირდება. ძველირლანდიურში არის სიტყვა „drui“, რომელიც მრავლობითი რიცხვის „druid“-ის მხოლობითი ფორმაა. სიტყვის წარმომავლობის თაობაზე დიდი ხნის განმავლობაში გაცხარებული კამათი და აზრთა სხვადასხვაობა იყო გამართული, თუმცა ბოლო დროს მეცნიერთა ნაწილი ძველ ავტორებს ესესხება სიტყვის დერივაციას, მაგალითად პლინიუსი ამბობს, რომ სიტყვა დრუიდი ძველბერძნული „drus“-დან მოდის, რაც ორიგინალში მუხას ნიშნავს. სიტყვის მეორე მარცვალს ინდოევროპულ წარმომავლობას უძებნიან ძირიდან „wid“, რაც მსგავსია ზმნისა ცოდნა. ასეთ სიტყვებთან სიახლოვე სავსებით ლოგიკურია, რადგან დრუიდთა დიდი ნაწილი ევროპის მუხნარებში სახლობდა, სადაც საგანმანათლებლო ტაძრები ჰქონდათ აგებული.

ბიბლიოგრაფია[რედაქტირება]

• D’Arbois de Jubainville H., Introduction à l’étude de la littérature celtique, tt. I—X, 1883, 1901; • Его же, Les druides et les dieux celtiques à forme d’animaux, 1906; • Bonwiek I., Irish Druids, 1894; • Mac Culloch, The Religion of the Ancient Celts, 1911; • Sharp E. A. and Matthay L., ed. Lyra celtica, 1924.