ლუფტვაფე
ლუფტვაფე (გერმ. Luftwaffe; საჰაერო ძალები) — გერმანიის სამხედრო-საჰაერო ძალების სახელი რაიხსვერის, ვერმახტისა და ბუნდესვერის შემადგენლობაში.
ლუფტვაფეს წინამორბედი იყო საიმპერიო სამხედრო-საჰაერო სამსახური (Luftstreitkräfte), რომელიც 1910 წელს შეიქმნა სამხედრო ავიაციის გაჩენასთან ერთად.
ვერმახტის პერიოდი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ვერმახტის ლუფტვაფეს მთავარსარდალი ჰერმან გერინგი იყო, რომელიც შემდეგ რაიხსმარშალი გახდა.
ლუფტვაფეს სტრუქტურაში უმაღლეს საფეხურად ითვლებოდა საჰაერო ფლოტი (Luftflotte). თავდაპირველად არსებობდა ხუთი საჰაერო ფლოტი, 1943-1944 წლებში კი მათ კიდევ სამი დაემატა. საჰაერო ფლოტის სარდალს ჰქონდა გენერალ-ობერსტისა და გენერალ-ფელდმარშალის წოდება.
ფაქტობრივად ამ სახის შეიარაღებული ძალების ჩამოყალიბება დაიწყო 1933 წელს. 1935 წლის მარტში ლუფტვაფეში 1888 სამხედრო მანქანა და 20 ათასი მომსახურე პერსონალი ითვლებოდა.
ლუფტვაფეს შემადგენლობაში შედიოდა „ფორშუნგსამტი“ (Forschungsamt; სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტი) — უშიშროებისა და კონტრუშიშროების სამსახური, ასევე კრიპტოგრაფიისა და დეშიფრაციის განყოფილებები.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ოფიციალური საიტი (გერმანული)
- The Defeat of the German Air Force, The United States Strategic Bombing Survey
- Luftwaffe museum (გერმანული) & (ინგლისური)
- German Democratic Republic (1955–1990) Air Force website (გერმანული)
- Luftwaffe Resource Center – Data and photos of Luftwaffe aircraft
- Luftwaffe Fighter Pilots