შინაარსზე გადასვლა

გადიდი

Checked
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სოფელი
გადიდი

გადიდის ეკლესიის წარწერა
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
მხარე იმერეთის მხარე
მუნიციპალიტეტი ვანის მუნიციპალიტეტი
თემი გადიდი
კოორდინატები 42°01′58″ ჩ. გ. 42°31′15″ ა. გ. / 42.03278° ჩ. გ. 42.52083° ა. გ. / 42.03278; 42.52083
პირველი ხსენება XVIII საუკუნის II ნახევარი
ცენტრის სიმაღლე 360
მოსახლეობა 109[1] კაცი (2014)
ეროვნული შემადგენლობა ქართველები 100 %
სასაათო სარტყელი UTC+4
სატელეფონო კოდი +995
გადიდი — საქართველო
გადიდი
გადიდი — იმერეთის მხარე
გადიდი

გადიდისოფელი საქართველოში, იმერეთის მხარის ვანის მუნიციპალიტეტში. თემის ცენტრი (სოფელი: ონჯოხეთი). მდებარეობს სამხრეთ იმერეთის მთისწინეთზე. მდინარე ღელესყურის შუა დინებაში. ზღვის დონიდან 360 მეტრი, ვანიდან 9 კილომეტრი. ისტორიულ წყაროებში პირველად მოხსენიებულია XVIII საუკუნის II ნახევარში. სოფელში დგას XI საუკუნის ეკლესია. სოფლიდან მაღალია მოსახლეობის მიგრაცია. სოფლის ძირითადი შემოსავლის წყაროა მეთხილეობა. სოფელში გავრცელებულია შემდეგი გვარები: შარაშენიძე, ქიმუცაძე, მსხილაძე, ბელთაძე, ლაგაძე.

2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 109 ადამიანი.

აღწერის წელი მოსახლეობა კაცი ქალი
2002[2] 252 125 127
2014[1] 109 54 55
  1. 1.0 1.1 მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 7 ნოემბერი, 2016.
  2. საქართველოს მოსახლეობის 2002 წლის პირველი ეროვნული საყოველთაო აღწერის ძირითადი შედეგები, ტომი II