ზენობანი (ვანის მუნიციპალიტეტი)
| სოფელი | |
|---|---|
|
ზენობანი | |
|
| |
| ქვეყანა |
|
| მხარე | იმერეთის მხარე |
| მუნიციპალიტეტი | ვანის მუნიციპალიტეტი |
| თემი | სალხინო |
| კოორდინატები | 42°03′43″ ჩ. გ. 42°32′42″ ა. გ. / 42.06194° ჩ. გ. 42.54500° ა. გ. |
| ცენტრის სიმაღლე | 200 მ |
| მოსახლეობა | 120[1] კაცი (2014) |
| ეროვნული შემადგენლობა | ქართველები 100 % |
| სასაათო სარტყელი | UTC+4 |
| სატელეფონო კოდი | +995 |
ზენობანი — სოფელი დასავლეთ საქართველოში, ვანის მუნიციპალიტეტის სალხინოს ადმინისტრაციულ ერთეულში (იმერეთის მხარე).
მდებარეობს მდინარე სულორის (რიონის მარცხენა შენაკადი) მარცხენა მხარეს, ზღვის დონიდან 200 მ-ზე, ვანიდან 7 კმ-ში.
სოფლის სახელი „ზენობანი“ კომპოზიტია, მიღებულია „ზენა უბნიდან“.[2] გვიან შუა საუკუნეებში სოფელი ჩიჯავაძეების სათავადოში შედიოდა.[3]
დემოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 120 ადამიანი.
| აღწერის წელი | მოსახლეობა | კაცი | ქალი |
|---|---|---|---|
| 2002[4] | 218 | 102 | 116 |
| 2014[1] | 50 | 70 |
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 4, თბ., 1979. — გვ. 514.
- ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 3, თბ., 2014. — გვ. 357.[5]
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- 1 2 მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 7 ნოემბერი, 2016.
- ↑ ჭუმბურიძე ზ., ტოპონიმიკური ძიებანი. კრობანი. კრებ. ონომასტიკა, წიგნი I, თბ., 1987. — გვ. 231.
- ↑ სოსელია ო., ნარკვევები ფეოდალური ხანის დასავლეთ საქართველოს სოციალურ-პოლიტიკური ისტორიიდან, ტ. II, თბილისი: მეცნიერება, 1981. — გვ. 12.
- ↑ საქართველოს მოსახლეობის 2002 წლის პირველი ეროვნული საყოველთაო აღწერის ძირითადი შედეგები, ტომი II
- ↑ „ენციკლოპედია საქართველო“ სოფ. კურსებში მდებარე ზენობნის მაცხოვრის ამაღლების ეკლესიას ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ ზენობანში ათავსებს, რაც შეცდომაა.
| ||||||||||