შინაარსზე გადასვლა

ციხესულორი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სოფელი
ციხესულორი

სოფლის სკოლა
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
მხარე იმერეთის მხარე
მუნიციპალიტეტი ვანის მუნიციპალიტეტი
თემი ციხესულორი
კოორდინატები 42°05′39″ ჩ. გ. 42°29′07″ ა. გ. / 42.09417° ჩ. გ. 42.48528° ა. გ. / 42.09417; 42.48528
ცენტრის სიმაღლე 70
ოფიციალური ენა ქართული ენა
მოსახლეობა 1135[1] კაცი (2014)
ეროვნული შემადგენლობა ქართველები 99,9 %
სასაათო სარტყელი UTC+4
სატელეფონო კოდი +995
ციხესულორი — საქართველო
ციხესულორი
ციხესულორი — იმერეთის მხარე
ციხესულორი

ციხესულორისოფელი საქართველოში, ვანის მუნიციპალიტეტში, ციხესულორის ადმინისტრაციული ერთეულის ცენტრი და ერთადერთი სოფელი.

მდებარეობს მდინარე რიონის მარცხენა მხარეს, ზღვის დონიდან 70 მ-ზე, ქალაქ ვანიდან 2,5 კმ-ში.

ციხესულორი იყოფა ორ უბნად — ზედა და ქვედა ციხესულორად. 1981 წელს ზედა ციხესულორი შეუერთდა ქალაქ ვანს, 2000 წელს კი მიენიჭა სოფლის სტატუსი და ციხესულორის თემში გაერთიანდა, ასევე სოფლის სტატუსის მქონე ქვედა ციხესულორთან (თემის ცენტრი) ერთად.[2] მოგვიანებით ზედა და ქვედა ციხესულორი კვლავ ერთ სოფლად გაერთიანდა.[3]

სოფელში შემორჩენილია ციხის ნანგრევები, ე. წ. ნაციხვარი, სადაც ადრინდელი, შუა და გვიანდელი ფეოდალური ხანის სამშენებლო ფენები გამოირჩევა. ციხის მიდამოებში 1973-1975 წლებში გათხრებს აწარმოებდა ვანის არქეოლოგიური ექსპედიციის ერთ-ერთი რაზმი მარინე მიწიშვილის ხელმძღვანელობით. კლდოვან მასივზე აღმოაჩენილ იქნა ელინისტური პერიოდის კედლის ნაშთი, კოლხური სასმისები, ყურმილიანი დოქები, სარიტუალო ქოთნები და ქვის ბირთვის ფორმის საბრძოლო ჭურ­ვები, რო­მე­ლიც, ყვე­ლა ნიშ­ნით, სამხრეთიდან იყო გასროლილი ქალაქისკენ.

2012 წელს სოფლის ტერიტორიაზე არქეოლოგიური გათხრები აწარმოა ილიას უნივერსიტეტის სტუდენტურმა ექსპედიციამ, პროფესორ გურამ ყიფიანის ხელმძღვანელობით, რის შედეგად სოფელში აღმოაჩინეს ანტიკური ქალაქის სურიონის ნამარხი ფენები, ანტიკური კრამიტები, კერამიკის ნიმუშები, ბრინჯაოს სამაჯურები და კოლხური კულტურის სხვა ნაშთები.[4]

2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 1 135 ადამიანი.

აღწერის წელი მოსახლეობა კაცი ქალი
2002[5] 1 410 647 763
2014[1] 1 135 564 571
  1. 1.0 1.1 მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 7 ნოემბერი, 2016.
  2. საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება №389. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2020-10-01. ციტირების თარიღი: 2015-02-06.
  3. ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №17. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2020-10-01. ციტირების თარიღი: 2014-06-10.
  4. ციხესულორის არქეოლოგიური აღმოჩენები — 24 საათი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-03-09. ციტირების თარიღი: 2014-06-10.
  5. საქართველოს მოსახლეობის 2002 წლის პირველი ეროვნული საყოველთაო აღწერის ძირითადი შედეგები, ტომი II. ორი სოფლის, ზედა ციხესულორისა და ქვედა ციხესულორის მოსახლეობის ჯამი.