სალხინო (ვანის მუნიციპალიტეტი)
სოფელი | |||
---|---|---|---|
სალხინო | |||
![]() ჩინთოურას წყარო ზენობნის საზღვართან | |||
ქვეყანა |
![]() | ||
მხარე | იმერეთის მხარე | ||
მუნიციპალიტეტი | ვანის მუნიციპალიტეტი | ||
თემი | სალხინო | ||
კოორდინატები | 42°04′23″ ჩ. გ. 42°32′37″ ა. გ. / 42.07306° ჩ. გ. 42.54361° ა. გ. | ||
ადრეული სახელები | საქორხიდე | ||
ცენტრის სიმაღლე | 100 მ | ||
მოსახლეობა | 1321[1] კაცი (2014) | ||
ეროვნული შემადგენლობა | ქართველები 99,9 % | ||
სასაათო სარტყელი | UTC+4 | ||
სატელეფონო კოდი | +995 | ||
|
სალხინო (ყოფ. საქორხიდე) — სოფელი საქართველოში, იმერეთის მხარის ვანის მუნიციპალიტეტში, თემის ცენტრი (სოფელი: ზენობანი). მდებარეობს მდინარე სულორის (რიონის მარცხენა შენაკადი) ნაპირებზე. ზღვის დონიდან 100 მეტრი. ვანიდან 3 კილომეტრი.
2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობდა 1820 (ზენობნის ჩათვლით) ადამიანი და მოსახლეობის რაოდენობის მიხედვით, მუნიციპალიტეტის მეორე დასახლებული პუნქტი იყო ქალაქ ვანის შემდეგ. გავრცელებული გვარებია: ძაგნიძე, ბაღდავაძე, დვალიშვილი, ქიმუცაძე, ლორთქიფანიძე, ეფრემიძე, ტრაპაიძე, როხვაძე და ჩახუნაშვილი.
სოფელს ესაზღვრება ქალაქი ვანი, დიხაშხო, ზენობანი, ზედა ვანი, ტყელვანი და გადიდი. სოფელში არის თერმული წყლების რამდენიმე წერტილი.
სოფელში დაიბადა ცნობილი მეცნიერი პედაგოგიკის დარგში, აკადემიკოსი დავით ლორთქიფანიძე.
დემოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
აღწერის წელი | მოსახლეობა |
---|---|
2002 | 1925[2][3] |
2014 | 1321 |
რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ↑ მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 7 ნოემბერი, 2016.
- ↑ pop-stat.mashke.org — საქართველოს დასახლებული პუნქტების მოსახლეობა
- ↑ საქართველოს სტატისტიკის სახელმწიფო დეპარტამენტი — სოფლების მოსახლეობა 2002 წელი
|