შინაარსზე გადასვლა

ზედა ბზვანი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სოფელი
ზედა ბზვანი
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
მხარე იმერეთის მხარე
მუნიციპალიტეტი ვანის მუნიციპალიტეტი
თემი ბზვანი
კოორდინატები 42°03′47″ ჩ. გ. 42°36′28″ ა. გ. / 42.06306° ჩ. გ. 42.60778° ა. გ. / 42.06306; 42.60778
პირველი ხსენება XVIII საუკუნე
ცენტრის სიმაღლე 240
მოსახლეობა 371[1] კაცი (2014)
ეროვნული შემადგენლობა ქართველები 100 %
სასაათო სარტყელი UTC+4
სატელეფონო კოდი +995
ზედა ბზვანი — საქართველო
ზედა ბზვანი
ზედა ბზვანი — იმერეთის მხარე
ზედა ბზვანი

ზედა ბზვანისოფელი საქართველოში, ვანის მუნიციპალიტეტში, ბზვანის ადმინისტრაციულ ერთეულში (იმერეთის მხარე).

მდებარეობს იმერეთის მაღლობის სამხრეთ-დასავლეთ მთისწინეთში, მდინარე სულორის მარჯვენა მხარეს, ზღვის დონიდან 240 მ-ზე, ვანიდან 10 კმ-ის დაშორებით.

წარსულში ზედა და ქვედა ბზვანის საერთო სახელწოდება იყო ბზვანი. 1936 წელს სოფელში აღმოჩენილია გვიანი ბრინჯაოს-ადრინდელი რკინის ხანის ეპოქის განძი — თიხის ჭურჭელში მოთავსებული ბრინჯაოს სეგმენტური იარაღები და რკინის თოხები. ზედა ბზვანის ტერიტორიაზე შემორჩენილია ფეოდალური ხანის ორი ციხესიმაგრე, დგას XIX საუკუნის ეკლესია. სოფლის მიდამოებშია ბზვანის მღვიმე.

2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 371 ადამიანი.

აღწერის წელი მოსახლეობა კაცი ქალი
2002[2] 770 384 386
2014[1] 371 195 176

სოფელში დაიბადა კარლო საკანდელიძე — ქართველი მსახიობი.

  1. 1.0 1.1 მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 7 ნოემბერი, 2016.
  2. საქართველოს მოსახლეობის 2002 წლის პირველი ეროვნული საყოველთაო აღწერის ძირითადი შედეგები, ტომი II