შინაარსზე გადასვლა

ზედა ვანი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სოფელი
ზედა ვანი
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
მხარე იმერეთის მხარე
მუნიციპალიტეტი ვანის მუნიციპალიტეტი
თემი ზედა ვანი
კოორდინატები 42°04′06″ ჩ. გ. 42°30′59″ ა. გ. / 42.06833° ჩ. გ. 42.51639° ა. გ. / 42.06833; 42.51639
ცენტრის სიმაღლე 160
ოფიციალური ენა ქართული ენა
მოსახლეობა 910[1] კაცი (2014)
ეროვნული შემადგენლობა ქართველები 99,7 %
სასაათო სარტყელი UTC+4
სატელეფონო კოდი +995
ზედა ვანი — საქართველო
ზედა ვანი
ზედა ვანი — იმერეთის მხარე
ზედა ვანი

ზედა ვანისოფელი საქართველოში, ვანის მუნიციპალიტეტში, ზედა ვანის ადმინისტრაციული ერთეულის (სოფლები: ზედა ვანი, ტყელვანი) ცენტრი (იმერეთის მხარე).

მდებარეობს იმერეთის დაბლობზე, მდინარე ჭიშურის (რიონის აუზი) ორივე ნაპირზე, ზღვის დონიდან 100 მ-ზე, ვანიდან 2 კმ-ის დაშორებით. სოფელში დგას XII–XIII საუკუნეების ხუროთმოძღვრების ძეგლი — ზედა ვანის მთავარანგელოზის ეკლესია.

2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 910 ადამიანი.

აღწერის წელიმოსახლეობაკაციქალი
2002[2]658318340
2014[1] 910462448

სოფელში დგას XII-XIII საუკუნეების მთავარანგელოზის ეკლესია და სამრეკლო. კარგად გათლილ, ქვით ნაგებ ეკლესიას ჩრდილოეთით და სამხრეთით ნართექსები აქვს, დასავლეთ - ეგვტერი, კარისა და ფანჯრის საპირეები მოჩუქურთმებულია. ეგვტერისა და ნართექსების კედლებზე შემორჩენილია მხატვრობის ფრაგმენტები. პირველი ფენა XII-XIII საუკუნეებს მიეკუთვნება, მეორე - XVII საუკუნის უგვიანესი არ უნდა იყოს. ქვის ფილების (ლორფინების) სახურავი ჩამოქცეულია. ქვით ნაგები ექვსწახნაგა სამრეკლო XIX ს. მიეკუთვნება. I სართული გადახურულია შეკრული კამარით, II სართული გახსნილია, III სართული კი თაღებით დაკავშირებული სვეტებისაგან შედგება და კონუსისებრი სახურავი აქვს.

სოფლის ტერიტორიაზე შემორჩენილია შუასაუკუნეების ციხის ნანგრევები, მთავარანგელოზის ეკლესიიდან ორ კილომეტრში. „ნაციხვარიდან“ ჩრდილოეთით ნახევარი კილომეტრის დაშორებით, შემორჩენილია ეკლესიის ნანგრევები, რომელთაც „კელენჯვარს“ ან სოსელიების ეკლესიას უწოდებენ.[3]

  1. 1 2 მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 7 ნოემბერი, 2016.
  2. საქართველოს მოსახლეობის 2002 წლის პირველი ეროვნული საყოველთაო აღწერის ძირითადი შედეგები, ტომი II
  3. ვანი III, გვ. 32-33, თბილისი — 1977 წ