მთისძირი (ვანის მუნიციპალიტეტი)
სოფელი | |
---|---|
მთისძირი | |
![]() მთისძირის წმინდა ეპისკოპოს გაბრიელის (ქიქოძე) ტაძარი | |
ქვეყანა |
![]() |
მხარე | იმერეთის მხარე |
მუნიციპალიტეტი | ვანის მუნიციპალიტეტი |
თემი | მთისძირი |
კოორდინატები | 42°06′18″ ჩ. გ. 42°24′14″ ა. გ. / 42.10500° ჩ. გ. 42.40389° ა. გ. |
ცენტრის სიმაღლე | 70 მ |
მოსახლეობა | 413[1] კაცი (2014) |
ეროვნული შემადგენლობა | ქართველები 100 % |
სასაათო სარტყელი | UTC+4 |
სატელეფონო კოდი | +995 |
მთისძირი — სოფელი საქართველოში, იმერეთის მხარის ვანის მუნიციპალიტეტში. თემის ცენტრი (სოფლები: მთისძირი, ჭაგან-ჭყვიში). მდებარეობს მდინარე რიონის მარცხენა მხარეს. ზღვის დონიდან 70 მეტრი. ვანიდან 10 კილომეტრი. სოფელში გადის დაფნარი-ბაღდათის შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გზა.
დემოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 413 ადამიანი.
აღწერის წელი | მოსახლეობა | კაცი | ქალი |
---|---|---|---|
2002[2] | 569 | 261 | 308 |
2014[1] | ![]() |
200 | 213 |
ნამოსახლარი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სოფელში აღმოჩენილია ძვ.წ. VI საუკუნის ნამოსახლარი. ნამოსახლარებში აღმოჩენილია მრავალნაირი კერამიკული ნაწარმი, აგრეთვე კრამიტი და აგური, ნაპოვნია აგრეთვე იმპორტული (ატიკური, ქიოსური, სინოპური) კერამიკული ნაწარმიც. აღმოჩნდა ქვევრსამარხების ნაშთებიც, მათ შორის მდიდრული სამარხის ნაშთი. აღსანიშნავია აგრეთვე ადეიშვილების გორა, სადაც აღმოჩნდა სასიმაგრო ნაგებობების ნაშთი.
პიროვნებები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მთისძირში დაიბადნენ მწერალი დომენტი ახობაძე, სამხედრო დარგის ინჟინერი და მეცნიერი ვიქტორ სულაქველიძე.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 6, თბ., 1983. — გვ. 672.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ 1.0 1.1 მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 7 ნოემბერი, 2016.
- ↑ საქართველოს მოსახლეობის 2002 წლის პირველი ეროვნული საყოველთაო აღწერის ძირითადი შედეგები, ტომი II
|