ჭყვიში (ვანის მუნიციპალიტეტი)
სოფელი | |
---|---|
ჭყვიში | |
ტაბიძეების მუზეუმი სოფელ ჭყვიშში | |
ქვეყანა | საქართველო |
მხარე | იმერეთის მხარე |
მუნიციპალიტეტი | ვანის მუნიციპალიტეტი |
თემი | შუამთა |
კოორდინატები | 42°07′31″ ჩ. გ. 42°26′01″ ა. გ. / 42.12528° ჩ. გ. 42.43361° ა. გ. |
პირველი ხსენება | XVI საუკუნე |
ადრეული სახელები | ჭყუში |
ცენტრის სიმაღლე | 60 მ |
ოფიციალური ენა | ქართული ენა |
მოსახლეობა | 376[1] კაცი (2014) |
ეროვნული შემადგენლობა | ქართველები 100 % |
სასაათო სარტყელი | UTC+4 |
სატელეფონო კოდი | +995 |
ჭყვიში — სოფელი საქართველოში, იმერეთის მხარის ვანის მუნიციპალიტეტში, შუამთის თემში. მდებარეობს მდინარეების რიონისა და ყუმურის შეერთების ადგილას. ზღვის დონიდან 60 მეტრი. ვანიდან 10 კილომეტრი.
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]წყაროებში პირველად მოიხსენიება XVI საუკუნეში ჭყუშერის, ჭყუშის სახელით და შედიოდა მიქელაძეების სათავადოში. XIX საუკუნეში სოფელი შედიოდა საჯავახოს გამოჩინებულის საბლაღოჩინო ოლქში. სოფელში იდგა უფლის ჯვარცმის, ღვთისმშობლის შობის, წმინდა გიორგის, წმინდა მთავარანგელოზთა და კოსიეთის მთავარანგელოზთა ეკლესიები.[2]
დემოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 376 ადამიანი.
აღწერის წელი | მოსახლეობა | კაცი | ქალი |
---|---|---|---|
2002[3] | 543 | 278 | 265 |
2014[1] | 376 | 195 | 181 |
ცნობილი ადამიანები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ჭყვიშში დაიბადნენ გალაკტიონ ტაბიძე და ტიციან ტაბიძე. სოფელში არის მათი სახლ-მუზეუმი.[4] სოფელში ყოველწლიურად იმართება „გალაკტიონობა“ და „ტიციანობა“. სოფელში აგრეთვე დაიბადა სასულიერო მოღვაწე, დიდსქემოსანი მღვდელმონაზონი სიმონი (ბაღდავაძე), ათონის ივერთა მონასტრის უკანასკნელი ქართველი ბერების მეთაური.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 408.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ 1.0 1.1 მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 7 ნოემბერი, 2016.
- ↑ ე. გვენეტაძე, გ. გაგუა „საჯავახოს მხარე“ „პარალელი“ N5, გვ. 222 — თბილისი, 2013 წ. ISSN 0235-8417
- ↑ საქართველოს მოსახლეობის 2002 წლის პირველი ეროვნული საყოველთაო აღწერის ძირითადი შედეგები, ტომი II
- ↑ გალაკტიონ და ტიციან ტაბიძეების სახლ-მუზეუმი
|