დიხაშხო
| სოფელი | |
|---|---|
|
დიხაშხო | |
| ქვეყანა |
|
| მხარე | იმერეთის მხარე |
| მუნიციპალიტეტი | ვანის მუნიციპალიტეტი |
| თემი | დიხაშხო |
| კოორდინატები | 42°04′02″ ჩ. გ. 42°33′56″ ა. გ. / 42.06722° ჩ. გ. 42.56556° ა. გ. |
| პირველი ხსენება | XVIII საუკუნე |
| ცენტრის სიმაღლე | 180 მ |
| მოსახლეობა | 1041[1] კაცი (2014) |
| ეროვნული შემადგენლობა | ქართველები 99,7 % |
| სასაათო სარტყელი | UTC+4 |
| სატელეფონო კოდი | +995 |
დიხაშხო — სოფელი საქართველოში, იმერეთის მხარის ვანის მუნიციპალიტეტში, ადმინისტრაციული ერთეულის ცენტრი (სოფლები: ისრითი, ციხისუბანი).
მდებარეობს იმერეთის სამხრეთ მთისწინეთში, მდინარე სულორის (რიონის მარცხენა შენაკადი) ნაპირზე, ზღვის დონიდან 180 მ-ის სიმაღლეზე, ვანიდან 5 კმ-ის დაშორებით.
სახელწოდება „დიხაშხო“ მეგრული წარმოშობისაა და კარგმოსავლიან მიწას ნიშნავს. ისტორიულ წყაროებში მოხსენიებულია XVIII საუკუნეში იოჰან გიულდენშტედტთან. სოფელში შემორჩენილია სამების ერთნავიანი ეკლესია (ინტერიერში არის მოხატულობა და წარწერა), რომელიც, ერთ-ერთი წყაროს ცნობით, 1721 წელსაა აგებული. იმავე წყაროში ნათქვამია, რომ XIX საუკუნის 20-იან წლებში დიხაშხოში თავად ლორთქიფანიძეების კუთვნილი ხის ორი ეკლესია იდგა, რომელთაგან ერთი 1744 წელს იყო აგებული, მეორე — 1812 წელს.
დემოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 1041 ადამიანი.
| აღწერის წელი | მოსახლეობა | კაცი | ქალი |
|---|---|---|---|
| 2002[2] | 1291 | 603 | 688 |
| 2014[1] | 519 | 522 |
პიროვნებები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სოფელში დაიბადნენ:
- ნიკოლოზ აგიაშვილი ― ქართველი მწერალი,
- შალვა მაღლაკელიძე ― ქართველი სამხედრო მოღვაწე,
- კირილე ლორთქიფანიძე ― ქართველი საზოგადო მოღვაწე.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ბერაძე თ., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 2, თბ., 2012. — გვ. ?.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- 1 2 მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 7 ნოემბერი, 2016.
- ↑ საქართველოს მოსახლეობის 2002 წლის პირველი ეროვნული საყოველთაო აღწერის ძირითადი შედეგები, ტომი II
| ||||||||||