შინაარსზე გადასვლა

ზეინდარი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სოფელი
ზეინდარი
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
მხარე იმერეთის მხარე
მუნიციპალიტეტი ვანის მუნიციპალიტეტი
თემი ზეინდარი
კოორდინატები 42°05′36″ ჩ. გ. 42°40′36″ ა. გ. / 42.09333° ჩ. გ. 42.67667° ა. გ. / 42.09333; 42.67667
ცენტრის სიმაღლე 100
ოფიციალური ენა ქართული ენა
მოსახლეობა 971[1] კაცი (2014)
ეროვნული შემადგენლობა ქართველები 99,8 %
სასაათო სარტყელი UTC+4
სატელეფონო კოდი +995
ზეინდარი — საქართველო
ზეინდარი
ზეინდარი — იმერეთის მხარე
ზეინდარი

ზეინდარისოფელი საქართველოში, ვანის მუნიციპალიტეტში (იმერეთის მხარე), ზეინდრის (სოფლები: ზეინდარი, შუა გორა) ადმინისტრაციული ერთეულის ცენტრი.

მდებარეობს იმერეთის დაბლობზე, მდ. ფერეთის (რიონის აუზი) ნაპირას, ვანი–ბაღდათის საავტომობილო გზაზე, ზღვის დონიდან 100 მ-ზე, ვანიდან 15 კმ-ში.

XVIII-XIX საუკუნეებში ზეინდარი „ბარის ერისთავთა“ (გედევან ერისთავის შთამომავალთა) მფლობელობაში იყო. შემორჩენილია ერისთავთა XIX საუკუნის რეზიდენციის ნაშთები. სოფელში მამულები ჰქონდათ ლორთქიფანიძეებსაც.[2] ამავე სახელწოდების სოფელი ცნობილია ასევე ისტორიულ სამცხე-საათაბაგოში, რომელიც ოსმალთა ბატონობის პერიოდში ფოცხოვის ლივის მზვარეს ნაჰიეში შედიოდა.[3]

2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 971 ადამიანი.

აღწერის წელიმოსახლეობაკაციქალი
2002[4]1296640656
2014[1] 971486485
  1. 1 2 მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 7 ნოემბერი, 2016.
  2. ბერაძე თ., ვანის რაიონის ისტორიული გეოგრაფიიდან — „ვანი—III“, თბ., 1977. — გვ. 29.
  3. ჯიქია ს., გურჯისტანის ვილაიეთის დიდი დავთარი, წგნ. II, საქ. სსრ მეცნიერებათა აკადემიის გამომცემლობა, თბ., 1941. — გვ. 19.
  4. საქართველოს მოსახლეობის 2002 წლის პირველი ეროვნული საყოველთაო აღწერის ძირითადი შედეგები, ტომი II