შინაარსზე გადასვლა

ამაღლება (ვანის მუნიციპალიტეტი)

Checked
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ამაღლება (მრავალმნიშვნელოვანი).
სოფელი
ამაღლება
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
მხარე იმერეთის მხარე
მუნიციპალიტეტი ვანის მუნიციპალიტეტი
თემი ამაღლება
კოორდინატები 42°05′34″ ჩ. გ. 42°37′21″ ა. გ. / 42.09278° ჩ. გ. 42.62250° ა. გ. / 42.09278; 42.62250
ოფიციალური ენა ქართული ენა
მოსახლეობა 1052[1] კაცი (2014)
ეროვნული შემადგენლობა ქართველები 99,9 %
სასაათო სარტყელი UTC+4
სატელეფონო კოდი +995
ამაღლება (ვანის მუნიციპალიტეტი) — საქართველო
ამაღლება (ვანის მუნიციპალიტეტი)
ამაღლება (ვანის მუნიციპალიტეტი) — იმერეთის მხარე
ამაღლება (ვანის მუნიციპალიტეტი)

ამაღლება[2]სოფელი საქართველოში, იმერეთის მხარის ვანის მუნიციპალიტეტში, თემის ცენტრი (სოფლები: ამაღლება და ინაშაური). მდებარეობს იმერეთის დაბლობზე მდინარე კვინისწყალის ორივე ნაპირზე. სოფელში დგას შუა საუკუნეების ორი ეკლესია, მათ შორის ერთი აშენებულია 1619 წელს.

2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 1052 ადამიანი.

აღწერის წელი მოსახლეობა კაცი ქალი
2002[3] 1357 635 722
2014[1] 1052 518 534

მოსახლეობის უმრავლესობა ეთნიკურად ქართველია, ყველაზე მრავალრიცხოვანი გვარებია: ხურციძეები, ხელაძეები და სხვ.

სოფლის ეკონომიკის ძირითადი დარგია სოფლის მეურნეობა. სოფელში განვითარებულია მეღვინეობა, ამაღლებაში არის ღვინის საწარმო და საკონიაკო საამქრო.

სოფელი წარმოადგენს ადგილობრივი მნიშვნელობის ბალნეოლოგიურ კურორტს, რისი მიზეზიც იქ არსებული თერმული წყლებია. მინერალური თერმული წყლები შეიცავს ნატრიუმს, ქლორს, ნახშირორჟანგს და კაჟმჟავას. მისით მკურნალობენ: ქრონიკულ ართრიტს, ჰიპერტონულ დაავადებებს, ათეროსკლეროზს, რადიკულიტს, კარდიოსკლეროზს და სხვა.

სოფელში მოქმედებს 1 საჯარო სკოლა, რომელიც შოთა რუსთაველის სახელს ატარებს. ასევე მოქმედებს ერთი დაწყებითი სკოლა. სოფელ ამაღლებაში უკვე XIX საუკუნეში არსებობდა კერძო სასწავლო დაწესებულება. XX საუკუნის 30-იან წლებში სოფელში აშენდა ხის სკოლა. 1963 წელს სკოლას რეკონსტრუქცია ჩაუტარდა. დღეს სკოლაში 200-მდე მოსწავლე სწავლობს. სოფელში მოქმედებს კლუბი და ბიბლიოთეკა.

ცნობილი ადამიანები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სოფელში დაიბადნენ:

  1. 1.0 1.1 მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 7 ნოემბერი, 2016.
  2. საქართველოს სსრ გეოგრაფიული სახელების ორთოგრაფიული ლექსიკონი, თბ., 1987. — გვ. 16.
  3. საქართველოს მოსახლეობის 2002 წლის პირველი ეროვნული საყოველთაო აღწერის ძირითადი შედეგები, ტომი II