ლაზური ენა
| ლაზური ლაზური ნენა | |
| გავრცელებულია | საქართველო, თურქეთი |
| მოლაპარაკეთა რაოდენობა | 130,000[1] |
| ლინგვისტური კლასიფიკაცია | ქართველური ენები |
| დამწერლობის სისტემა | ქართული დამწერლობა ლათინური დამწერლობა |
| ენის კოდები | ISO/FDIS 639-3: lzz |
| რუკა | |
|
მოლაპარაკეთა არეალი | |
| ვიკისივრცე | |
| ენის თარგი | {{Lang-lzz}} |
|
| |
ლაზური ენა, ჭანური ენა (ლაზ. ლაზური ნენა, Lazuri nena) — ქართველურ ენათა ოჯახის ზანურ ენათა ჯგუფის ენა. შავი ზღვის სამხრეთ-აღმოსავლეთ სანაპიროს გასწვრივ (ამჟამად თურქეთის რიზეს და ართვინის პროვინციები) მცხოვრები, ამავე სახელწოდების ქართველური ეთნიკური ჯგუფის (ლაზები) სასაუბრო ენა. სავარაუდოდ, ამ ენაზე დაახლოებით 130 000 ადამიანი საუბრობს თურქეთში, რეგიონში, რომელსაც სალაპარაკო ენაზე „ლაზისტანს“ უწოდებენ, და დაახლოებით 3000 — საქართველოში.
გეოგრაფიული არეალი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]კოლხთა უძველესი სამეფო იმ რეგიონში მდებარეობდა, სადაც ამჟამად ლაზურად მოსაუბრე მოსახლეობა ცხოვრობს. შესაბამისად, მათი ენა კოლხთა შთამომავლების ენა (ან ერთ-ერთი განშტოება) უნდა იყოს.
ამჟამად ლაზურად მოსაუბრეთა უმრავლესობა ჩრდილო-აღმოსავლეთ თურქეთში , შავი ზღვის სანაპიროზე — რიზესა და ართვინის პროვინციებში ცხოვრობს. ლაზების ნაწილი რუსეთ-თურქეთის ომის (1877-1878) შემდეგ გადასახლდა ჩრდილო-დასავლეთ ანატოლიაში (კარამიურსელი, საქარია, ბართინი და სხვ.) და ამჟამად ასევე ცხოვრობს სტამბოლსა და ანკარაში. ლაზების მცირე ნაწილი ცხოვრობს საქართველოშიც, უმეტესწილად აჭარაში (დაახლოებით 3000 ადამიანი).
ანბანი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ლაზური ენა იყენებს ქართულ და ლათინურ დამწერლობებს. მათგან თურქეთში მყოფი ლაზებისთვის უფრო პოპულარული თურქული ლათინურის მიხედვით შექმნილი ე. წ. ლაზური ანბანია.
| ქართული (მხედრული) | ლათინური (მიღებული) | ლათინური (იშვიათი) | IPA |
|---|---|---|---|
| ორთოგრაფიული ანბანი | ტრანსკრიფციები | ||
| ა | a | a | ɑ |
| ბ | b | b | b |
| გ | g | g | ɡ |
| დ | d | d | d |
| ე | e | e | ɛ |
| ვ | v | v | v |
| ზ | z | z | z |
| თ | t | t | t |
| ი | i | i | i |
| კ | kʼ | ḳ | kʼ |
| ლ | l | l | l |
| მ | m | m | m |
| ნ | n | n | n |
| ჲ | y | y | j |
| ო | o | o | ɔ |
| პ | pʼ | ṗ | pʼ |
| ჟ | j | ž | ʒ |
| რ | r | r | r |
| ს | s | s | s |
| ტ | tʼ | ṭ | tʼ |
| უ | u | u | u |
| ფ | p | p | p |
| ქ | k | k | k |
| ღ | ğ | ɣ | ɣ |
| ყ | q | q’ | qʼ |
| შ | ş | š | ʃ |
| ჩ | ç | č | t͡ʃ |
| ც | ts, ან з [2] | c | t͡s |
| ძ | zʼ | ʒ | d͡z |
| წ | tsʼ, ან зʼ [2] | ċ | t͡sʼ |
| ჭ | çʼ | č’ | t͡ʃʼ |
| ხ | x | x | x |
| ჯ | c | ǯ | d͡ʒ |
| ჰ | h | h | h |
| ჶ | f | f | f |
ლექსიკა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- გამარჯობა - გეჯგინობა, გომორმჟორა
- კარგად იყავი - ჩქვა კაითე (კაობათე/კაინობათე)
- მე/შენ/ის - მა/სი/ეჲა
- დიახ, ჰო - ჰო
- არა - ვარ
რიცხვები
| 1 | არ(თ) |
| 2 | ჟურ |
| 3 | სუმ |
| 4 | ოთხო |
| 5 | ხუთ |
| 6 | ანში |
| 7 | შქვით |
| 8 | ოვრო |
| 9 | ჩხორო |
| 10 | ვით |
იხილეთ აგრეთვე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ლაზური ნენა - სილვია კუჩნერის პროექტი.
- http://www.kolkhoba.org დაარქივებული 2008-12-25 საიტზე Wayback Machine.
- http://www.lazuri.com
- http://www.lazebura.net
- http://www.lazepe.com დაარქივებული 2011-06-16 საიტზე Wayback Machine.
- http://www.mjora.com
- http://www.paponi.com დაარქივებული 2021-06-15 საიტზე Wayback Machine.
- http://www.sarpuli.tr.tc დაარქივებული 2020-12-02 საიტზე Wayback Machine.
- http://www.karalahana.com დაარქივებული 2000-10-18 საიტზე Wayback Machine.
- http://lazuri.no.sapo.pt/ დაარქივებული 2008-03-15 საიტზე Wayback Machine.
- http://lazepesi.dosti.free.fr
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Laz. (ინგლისური)
- 1 2 Extension consonnant for the Latin version of the Latin alphabet, often represented with the digit three (3) (currently missing from Unicode ?) ; the Cyrillic letter ze (З/з) has been borrowed in newspapers published in the Socialist Republic of Georgia (within USSR) to write the missing Latin letter ; modern orthographies used today also use the Latin digraphs Ts/ts for З/з and Ts’/ts’ for(З’/з’
| |||||||||||
