წ, ⴜ, Ⴜ, Წ[1] (წილი) — ქართული ანბანის ოცდამეცხრე ასო (ძველ ქართულში ოცდამეთორმეტე იყო). შეესაბამება წინაენისმიერ აბრუპტივი სისინა თანხმოვანს. ძველ ქართულ სათვალავში აღნიშნავდა რიცხვ ოთხიათასს (4000).
წ-ს მოხაზულობა ასომთავრულში ხაზისა და წრეების კომბინაციაა, რომელიც კვადრატის ნახევარს იკავებს. იგი VIII საუკუნეში რკალურ ფორმებს იძენს. წ ნუსხურში მარჯვნივაა გადახრილი და ქვედა სამ ხაზშია მოთავსებული. იგი მხედრულში მომრგვალებული ფორმისაა და ზედა სამ ხაზში იწერება.