შინაარსზე გადასვლა

ტრანსკრიფცია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ტრანსკრიფცია, ან ტრანსკრიბირება (ლათ. transcribere „წერილობით გადმოტანა“ — tran(s) „... იქიდან“ და scribere „(და)წერა“) — სიტყვებისა და ტექსტის ჩასაწერად სპეციალური გრაფიკული ნიშნების გამოყენება და მათი გამოთქმის გათვალისწინება.

ტრანსკრიფცია ორგვარია — მეცნიერული და პრაქტიკული. მეცნიერულ ტრანსკრიფციას იყენებენ საენათმეცნიერო გამოკვლევებში. იგი შეიძლება იყოს ფონეტიკური და ფონოლოგიური. ფონეტიკური ტრანსკრიფცია ზუსტად გადმოსცემს ბგერით შედგენილობას მათი პოზიციური ვარიანტებით.

ფონოლოგიური ტრანსკრიფცია კი — მხოლოდ ფონემებს პოზიციური ვარიანტების გაუთვალისწინებლად. ჩვეულებრივ მეცნიერული ტრანსკრიფცია ლათინურ ანბანს ემყარება, რომელსაც სპეციალური ასოები და დიაკრიტიკული ნიშნები აქვს დამატებული, ზოგჯერ იგი ეროვნულ ანბანსაც იყენებს.

პრაქტიკული ტრანსკრიფცია გულისხმობს უცხო სიტყვების, განსაკუთრებით საკუთარი სახელების, გვარების, გეოგრაფიული სახელებისა და სხვათა ჩაწერას ამა თუ იმ ეროვნული ანბანით. პრაქტიკულ ტრანსკრიფციაში არ გამოიყენება დამატებითი ასოები და ნიშნები, მაგ., ქართული გვარი ჯავახიშვილი სხვადასხვა ენებზე შემდეგნაირად გადმოიცემა:

  1. გერმანულად Ds(c)hawachischwili,
  2. ინგლისურად Javakhishvili,
  3. ფრანგულად Djavakhichvili,
  4. ხორვატულად Džavahišvili

ქართული გვარ-სახელების ევროპულ, - ლათინურ- და კირილურანბანიან ენებზე გადატანის წესები უკვე კარგა ხანია შემუშავებულია. იაპონურ, ჩინურ, კორეულ, ვიეტნამურ და სხვ. ენებზე გადატანის (და პირიქით გადმოტანის) დღემდე არსებული ტრადიცია რუსულ ტრანსკრიბირების ტრადიციას ეყრდნობოდა. დღეს შეიმჩნევა ევროპული (ინგლისური) ტრანსკრიფციების დამკვიდრების მცდელობა.

ქართული ტრანსკრიფციის ნიშნები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ქართ.ლათ.შენიშვნა
a
̄āგრძელი
̃ãნაზალიზებული (ჼ)
ʿaʿფარინგალიზებული (̣)
̈äპალატალიზებული
̆ăმოკლე ღია
̄̈ā̈გრძელი პალატალიზებული
̄̃ā̃გრძელი ნაზალიზებული (̄ჼ)
̑âმოკლე დახურული
b
ʿbʿფარინგალიზებული
g
˜g˜პალატალიზებული
გჿgჿლაბიალიზებული
d
დჿdჿლაბიალიზებული
დჾdჾმჟღერი ლატერალური აფრიკატი
e
̄ēგრძელი
̃ẽნაზალიზებული (ჼ)
ʿeʿფარინგალიზებული
̄̃ē̃გრძელი ნაზალიზებული
v
z
ზჿzჿლაბიალიზებული
ზˊსისინ-შიშინა (შუა სიბილანტური რიგის)
ზˊჿzˊჿსისინ-შიშინა ლაბიალიზებული
თჾინტენსიური
თჿლაბიალიზებული
თ’პრერუპტივი
̄īგრძელი
̃ĩნაზალიზებული
ʿiʿფარინგალიზებული
̄̃ī̃გრძელი ნაზალიზებული
კჾინტენსიური
კ˜პალატალიზებული
კჿლაბიალიზებული
მჟღერი ლატერალური სპირანტი
ლˤარაინტენსიური ყრუ ლატერალური სპირანტი
ლˤჾინტენსიური ყრუ ლატერალური სპირანტი
ლꞌარაინტენსიური ყრუ ლატერალური აფრიკატი
ლꞌჾინტენსიური ყრუ ლატერალური აფრიკატი
ლ˜პალატალიზებული (რბილი)
.ლˤაბრუპტიული ლატერალური სპირანტი
ლჾინტენსიური
m
მʿფარინგალიზებული
n
ნ˜პალატალიზებული (რბილი)
j
o
̄ōგრძელი
̃õნაზალიზებული
ʿoʿფარინგალიზებული
̈öპალატალიზებული
̄̈ō̈გრძელი პალატალიზებული
̑ôმოკლე დახურული
̆ŏმოკლე ღია
p
პʿpʿფარინგალიზებული
პჿpჿლაბიალიზებული
ჟჾველარიზებული
ჟ˜პალატალიზებული
ჟჿლაბიალიზებული
r
რჾინტენსიური
რˊ
სჾინტენსიური
სˊსისინ-შიშინა (შუა სიბილანტური რიგის)
სˊჿსისინ-შიშინა ლაბიალიზებული
̣ˊ
ტʿარაინტენსიური გლოტალიზებული ლატერალური აფრიკატი
ტˊჾინტენსიური გლოტალიზებული ლატერალური აფრიკატი
ტჿლაბიალიზებული
̄ūგრძელი
̃ნაზალიზებული
ʿuʿფარინგალიზებული
̈პალატალიზებული
̄̃ū̃გრძელი ნაზალიზებული
̄̈გრძელი პალატალიზებული
უ̂w
უ̂ˊ
ფჾინტენსიური
ფˊ
ფʿფარინგალიზებული
ფ’პრერუპტივი
ქჾინტენსიური
ქʿფარინგალიზებული
ქ˜პალატალიზებული
ქ˜ჾინტენსიური პალატალიზებული
ქჿლაბიალიზებული
ქჾჿინტენსიური ლაბიალიზებული
მჟღერი უვულარული აფრიკატი
ღ˜მჟღერი წინაველარული სპირანტი (პალატალიზებული )
ღʿფარინგალიზებული
ლაბიალიზებული ფარანგალური
ინტენსიური გლოტალიზებული აფრიკატი უველარული რიგისა
ყ˜პალატალიზებული
ყჿლაბიალიზებული
ყʿფარინგალიზებული
ყჿʿლაბიალიზებული ფარინგალური
შჾინტენსიური ყრუ ალვეულარული სპირანტი
შჿლაბიალიზებული
შ˜პალატალიზებული
ინტენსიური ყრუ არაგლოტალიზებული ალვეულარული აფრიკატი
ჩჾინტენსიური
ჩჾ
ჩჿლაბიალიზებული
ჩ˜პალატალიზებული
ცჾინტენსიური ყრუ არაგლოტალიზებული პოსტდენტალური (სისინა) აფრიკატი
ცჿლაბიალიზებული
ცˊსისინ-შიშინა (შუა სიბილანტური რიგის)
ცˊსისინ-შიშინა ლაბიალიზებული
ც’პრერუპტივი
ძჿლაბიალიზებული
ძˊსისინ-შიშნა (შუა სიბილანტური რიგის)
წჾინტენსიური გლოტალიზებული პოსტდენტალური (სისინა) აფრიკატი
წჿლაბიალიზებული
წˊსისინ-შიშინა (შუა სიბილანტური რიგის)
ჭჾინტენსიური გლოტალიზებული ალვეოლარული აფრიკატი
ლაბიალიზებული
ჭ˜პალატიზებული
ხჾინტენსიური უვალარული სპირანტი
ხ˜არაინტენსიური წინაველარული სპირანტი (პალატიზებული )
ხ˜ჾინტენსიური წინაველარული სპირანტი
ლაბიალიზებული
ʿფარინგალური არაპალატიზებური სპირანტი
ʿფარინგალურ ლაბიალიზებული სპირანტი
ინტენსიური არაგლოტალიზებული უვულარული აფრიკატი
ლაბიალიზებული
ჴ˜პალატალიზებული
ჴʿფარინგალიზებული
ჴʿლაბიალიზებული ფარინგალური
ჯჾველარიზებული
ჯ˜პალატალიზებული
ლაბიალიზებული
̣ყრუ ფარინგალური სპირანტი
ჰჿლაბიალიზებული
ჵჿლაბიალიზებული
ჸჿყრუ ხორხისმიერი მსკდომი ლაბიალიზებული
უკანა წარმოების არალაბიალური ვიწრო ხმოვანი
ჷ̄ə̄გრძელი
ყრულაბიალური სპირანტი
ჶʿფარინგალიზებული
fყრუ კბილბაგისმიერი მკვეთრი სპირანტი.
  • DuBois, John / Schuetze-Coburn, Stephan / Cumming, Susanne / Paolino, Danae (1992): Outline of Discourse Transcription. In: Edwards/Lampert (1992), 45-89.
  • Ehlich, K. (1992). HIAT - a Transcription System for Discourse Data. In: Edwards, Jane / Lampert, Martin (eds.): Talking Data – Transcription and Coding in Discourse Research. Hillsdale: Erlbaum, 123-148.
  • Ehlich, K. & Rehbein, J. (1976) Halbinterpretative Arbeitstranskriptionen (HIAT). In: Linguistische Berichte (45), 21-41.
  • Jenks, C.J. (2011) Transcribing Talk and Interaction: Issues in the Representation of Communication Data. Amsterdam: John Benjamins.
  • MacWhinney, Brian (2000): The CHILDES project: tools for analyzing talk. Mahwah, NJ: Lawrence Erlbaum.
  • მ. ქურდიანი, „იბერიულ-კავკასიური ენათმეცნიერების საფუძვლები“, თსუ, 2007, გვ. 73-82

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]