G, g — ლათინური ანბანის მეშვიდე ასო, ლათინურად და გერმანულად წარმოითქმის "გე", ფრანგულში (და ქართულში ზოგიერთი ტრადიციით, მაგ., მათემატიკაში, ფიზიკაში, ჭადრაკში და სხვა სფეროებში) - "ჟე", ინგლისურად "ჯი", ესპანურად "ხე". ეს ასო მოიგონეს რომაელებმა, ვინაიდან არასწორად ჩათვალეს, რომ ასო C ერთბაშად ორ ბგერას აღწერდა: /კ/ და /გ/. წერილობით წყაროებში მითითებულია ასო G-ს აღმომჩენი (შემქმნელი) - სპურიუს კავრილიუს რუგი, რომელიც ძვ. წ. 230 წელს ასწავლიდა - პირველი რომაელი, რომელმაც ფასიანი სკოლა გახსნა.
ბიოქიმიაში G - გლიცინის და გუანოზინის სიმბოლო, ასევე პროტეინის ტიპი.
ასტრონომიაში G - კომეტის, ასტეროიდების და მცირე პლანეტების (რომლების ნებისმიერი წლის 1-15 აპრილს იქნა აღმოჩენილი) წინასწარი აღნიშვნის პრეფიქსი.
ტრანსპორტის საშუალებების სანომრე ნიშნების საერთაშორისო სისტემაში აღნიშნავს გაბონს.