ე
იერსახე
| ქართული ასო „ე“ | |
|---|---|
| ე | |
| სახელწოდება | |
| ე: |
GEORGIAN LETTER EN |
| უნიკოდი | |
| ე: |
U+10D4 |
| HTML-კოდი | |
| ე: |
ე ანე |
| ასო „ე-ს“ სურათი | |
|
| |
| ვიკისაწყობი | |
ე, ⴄ, Ⴄ, Ე[1] (ენი) — ქართული ანბანის მეხუთე ასო. მისი სახელია „ენი“. წინა რიგის ხმოვანი. გრაფიკული სიმბოლო საშუალო აწეულობის არალაბიალიზირებული ხმოვანი ბგერისა. ასომთავრულში იწერებოდა Ⴄ, ნუსხურში — ⴄ. ძველ ქართულ სათვალავში აღნიშნავდა რიცხვ ხუთს (5). მხედრული დამწერლობის ოთხხაზოვან სისტემაში მისი მოხაზულობა ქვედა სამ ხაზში თავსდება.
მოხაზულობა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]| ასომთავრული ႠႱႭႫႧႠႥႰႳႪႨ |
ნუსხური ⴌⴓⴑⴞⴓⴐⴈ |
მხედრული | მთავრული ᲛᲗᲐᲕᲠᲣᲚᲘᲗ |
სახელწოდება | რიცხვითი მნიშვნელობა |
IPA | ISO 9984 | რომანიზაცია | NGR |
|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
| ენ | 5 | ɛ | E e | E e | E e |
ე-ს მოხაზულობა ასომთავრულში ურთიერთპერპენდიკულარული ხაზების კომბინაციაა, რომელიც კვადრატის ნახევარს იკავებს. ე ნუსხურში კუთხოვანი ფორმისაა და მარჯვნივ გადახრილი. მხედრულში ე-ს ზედა და ქვედა ნაწილები რკალური ფორმისაა. ნუსხურსა და მხედრულში იგი ქვედა სამ ხაზში იწერება.
კოდების ცხრილი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ბრაილი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]| მხედრული[2] |
|---|
სხვა მნიშვნელობები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ე! — შორისდებული, იგივეა, რაც ეი!
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 3, თბ., 1978. — გვ. 665.
- ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 2, თბ., 2012. — გვ. 526.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Georgian Extended
- ↑ UNESCO, World Braille Usage, Third Edition, Washington, D.C. p. 45
| |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||