ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.
ფერეიდნულ კილოზე საუბრობენ ფერეიდანში, ირანის ერთ-ერთ პროვინციაში მცხოვრები ქართველები. ეს კილო წარმოიქმნა კახურისაგან; სამ-ნახევარი საუკუნის წინ შუა სპარსეთში (ირანში) გადასახლებული კახელების ქართული მეტყველებისაგან; ეს მეტყველება იზოლირებულად განვითარებისა და სპარსულის გავლენის გამო ახალ ქართულ კილოდ ჩამოყალიბდა.