მარიელები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
მარიელები
მარ. марий, мары, маре, мӓрӹ
საერთო მოსახლეობა
557 000
რეგიონები მნიშვნელოვანი მოსახლეობით
რუსეთის დროშა რუსეთი 547 605[1], 604 298 (2002 წლის აღწერა)[2]
ყაზახეთის დროშა ყაზახეთი 4 416[3]
უკრაინის დროშა უკრაინა 4 130[4]
ბელარუსის დროშა ბელარუსი 416[5]
ლატვიის დროშა ლატვია 277[6]
ესტონეთის დროშა ესტონეთი 245[7]
ენები მარიული ენა, მთიანიმარიული ენა
რელიგიები ქრისტიანობა

მარიელები (მარ. мари, марий, мары, маре, мере, мӓрӹ; ადრე: რუს. черемисы) — ფინო-უნგრული წარმოშობის ხალხი. ძირითადად ცხოვრობენ რუსეთის ფედერაციის მარი-ელის რესპუბლიკაში. 2010 წლის მონაცემებით მათი საერთო რაოდენობაა 557 000 კაცი. მარი-ელის რესპუბლიკაში განსახლებულია მთელი ერის ნახევარი დანარჩენი მარიელები განსახლებულნი არიან რუსეთის სხვადასხვა რესპუბლიკებში და ოლქებში (ბაშკირეთი, კიროვის ოლქი, სვერდლოვსკის ოლქი, თათრეთი, უდმურტეთი, ხანტი-მანსის ავტონომიური ოკრუგი, ნიჟნი-ნოვგოროდის ოლქი, პერმის მხარე, ჩუვაშეთი).

მარიელების დასახლების ძირითადი ტერიტორიაა ვიატკისა და ვეტლუგის შუამდინარეთი.

მარიელებს ყოფენ სამ ჯგუფად:

  • მთის მარიელები — ცხოვრობენ ძირითდად მდინარე ვოლგის მარჯვენა, ნაწილობრივ მარცხენა სანაპიროებზე, მარი-ელის რესპუბლიკის დასავლეთით და მათ მიმდებარე ტერიტორიებზე.
  • მდელოს მარიელები — წარმოადგენენ მარიელი ხალხის უმრავლესობას. უჭირავთ ვოლგა-ვიატკის შუამდინარეთი.
  • აღმოსავლეთის — ჩამოყალიბდა ვოლგის მდელოებიდან ბაშკირეთში გადმოსახლებულების მიერ.

ბოლო ორი ჯგუფი ისტორიული და ენობრივი ნათესაობის გამო ერთიანდებიან მდელო-აღმოსავლეთის მარიელების ჯგუფში. საუბრობენ მდელო-აღმოსავლეთის მარიელებისა და მთის მარიელების ენაზე, რომლებიც მიეკუთვნება ფინურ-უნგრული ენათა ჯგუფის ურალის ოჯახს.

მარიელების აღმსარებლობაა მართლმადიდებლობა, ასევე გავრცელებულია მარიელების ტრადიციული რელიგია.

ეთნოგენეზი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ადრე რკინის ხანაში ვოლგა-კამის ტერიტორიაზე გავრცელებული იყო ანანინოს კულტურა (ძვ. წ. VIII-III სს.), რომლის მატარებლებიც იყვნენ კომი-ზირიანების, კომი-პერმიაკების, უდმურტებისა და მარიელების შორეული წინაპრები. აღნიშნული ხალხის ფორმირება იწყება ახ. წ. I ათასწლეულის შუა ხანებიდან.

მარიელების ფორმირება მიმდინარეობდა ვოლგის მარჯვენა სანაპიროზე, მდინარეების სურისა და დიდი ცივილის შესართავებს შორის. ამ რაიონებიდან მარიელები განსახლდნენ აღმოსავლეთის მიმართულებით მდინარე ვიატკამდე და სამხრეთით მდინარე კაზანკამდე[8].

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ითვლება, რომ ჩერემისები პირველად ისტორიულ წყაროებში იხსენიება გოთ ისტორიკოს იორდანისთან[9]. თანამედროვე მარიელების წინაპრებს V და VIII საუკუნეებში ურთიერთობა ჰქონდათ გოთებთან, მოგვიანებით ხაზარებთან და ვოლგის ბულგარელებთან. XIII-XV საუკუნეებში მარიელები შევიდნენ ოქროს ურდოს და ყაზანის სახანოს შემადგენლობაში. მოსკოვის სახელმწიფოსა და ყაზანის სახანოს შორის საბრძოლო მოქმედებების დროს მარიელები იბრძოდნენ როგორც მოსკოველთა ასვე ყაზანელთა მხარეს[10]. 1552 წლიდან, ყაზანის სახანოს დაპყრობის შემდეგ მარიელები რუსეთის ხელისუფლების ქვეშ ექცევიან. 1920 წლის 4 ოქტომბერს გამოცხადდა მარიელების ავტონომიური ოკრუგი რსფსრ-ის ფარგლებში. 1936 წლის 5 დეკემბრიდან კი ავტონომიური საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკაა.

რუსეთის სახელმწიფოსთან შეერთება სისხლიანი აღმოჩნდა. მარიელი ხალხი სამჯერ აჯანყდა რუსული მმართველობის წინააღმდეგ. ეს აჯანყებები ცნობილია 1552-1585 წლების ჩერემისების ომების სახელწოდებით[11][12].

ჩერემისების მეორე ომი (1571-1574 წწ.) ატარებდა ეროვნულ-განმათავისუფლებელ და ანტიფეოდალურ ხასიათს. აჯანყებაში მონაწილეობდა ვოლგისპირეთის ყველა ერი. აჯანყება დაიწყო 1571 წელს, მას შემდეგ რაც მოსკოვს თავს დაესხა და გადაწვა ყირიმის ხანმა დევლეთ I გირაიმ.

მოსახლეობა და განსახლება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მარიელების ძირითადი ნაწილი ცხოვრობს მარი-ელის რესპუბლიკაში (290 ათ. კაცი). მნიშვნელოვანი ნაწილი ცხოვრობს კიროვისა და ნიჟნი-ნოვგოროდის ოლქებში. ყველაზე დიდი მარიელების დიასპორა მოქმედებს ბაშკირეთის რესპუბლიკაში (103 ათ. კაცი). ასევე კომპაქტურად ცხოვრობენ თათრეთში (18,8 ათ. კაცი), უდმურტეთში (8 ათ. კაცი), სვერდლოვსკის ოლქსა (23,8 ათ. კაცი) და პერმის მხარეში (4,1 ათ. კაცი), ხანტი-მანსის ავტონომიური ოკრუგში, ჩელიაბინსკისა და ტომსკის ოლქებში[1]. ასევე ცხოვრობენ ყაზახეთში (4 ათ., 2009 წ.და 12 ათ., 1989 წ.), უკრაინაში (4 ათ., 2001 წ. და 7 ათ., 1989 წ.), უზბეკეთში (3 ათ., 1989 წ.)

მარიელების რაოდენობა მოსახლეობის აღწერის მიხედვით (კაცი):

1897[13][14] 1926[15] 1939[16] 1959[17] 1970[18] 1979[19] 1989[20] 2002[21] 2010[22]
სსრკ 428192 Increase2.svg 481587 Increase2.svg 504205 Increase2.svg 598628 Increase2.svg 621961 Increase2.svg 670868
რუსეთის ფედერაცია (რუსეთის იმპერია, რსფსრ) 375439[23] Increase2.svg 428001 Increase2.svg 476382 Increase2.svg 498006 Increase2.svg 581082 Increase2.svg 599637 Increase2.svg 643698 Decrease2.svg 604298 Decrease2.svg 547605
მარი-ელი (მარეთის ავტონომიური ოლქი, მარეთის ასსრ) 247979 Increase2.svg 273332 Increase2.svg 279450 Increase2.svg 299179 Increase2.svg 306627 Increase2.svg 324349 Decrease2.svg 312178 Decrease2.svg 290863
კიროვის ოლქი (ვიატკის გუბერნია) 144918[24] Decrease2.svg59741 Decrease2.svg57008 Decrease2.svg52570 Decrease2.svg51682 Decrease2.svg47910 Decrease2.svg44496 Decrease2.svg38930 Decrease2.svg29598
ბაშკირეთი (უფის გუბერნია, ბაშკირეთის ასსრ) 80608[25] Decrease2.svg79298 Increase2.svg 90163 Increase2.svg 93902 Increase2.svg 109638 Decrease2.svg 106793 Decrease2.svg 105768 Steady2.svg105829 Decrease2.svg103658

რელიგია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მარელებს მართლმადიდებლობის გარდა აქვთ ტრადიციული რელიგია, რომელმაც შეინარჩუნა თავისი განსაკუთრებული მნიშვნელობა, როგორც სულიერ კულტურაში ასევე თანამედროვეობაში. ტრადიციული რელიგიის დაცვამ მიიპყრო ევროპელი ჟურნალისტების ყურადღება და ზოგჯერ ისინი მარიელებს უწოდებენ „ევროპის უკანასკნელ წარმართებს“[26].

XIX საუკუნეში მარიელების ტრადიციული რელიგია იდევნებოდა. მაგალითად, 1830 წელს შინაგან საქმეთა სამინისტროს ბრძანების საფუძველზე, რომელსაც მიმართა რუსეთის ეკლესიის წმინდა სინოდმა, მარიელების წმინდა მთა ჩუმბილატი ააფეთქეს. თუმცა მთის აფეთქებამ სასურველი შედეგი ვერ გამოიღო, რადგან მარიელები თაყვანს სცემდნენ არა ქვებს, არამედ ღმერთებს[27].

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 Официальный сайт Всероссийской переписи населения 2010 года. Информационные материалы об окончательных итогах Всероссийской переписи населения 2010 года
  2. Всероссийская перепись населения 2002 года
  3. Агентство Республики Казахстан по статистике. Перепись 2009. (Национальный состав населения.rar)
  4. Всеукраїнський перепис населення 2001. Русская версия. Результаты. Национальность и родной язык.
  5. Национальный состав населения Белоруссии, её областей и районов. Перепись 2009
  6. Распределение населения ЛР по национальному составу и государственной принадлежности на 01.07.2009.(ლატვიური)
  7. Статкомитет Эстонии Национальный состав населения Перепись 2000 г. ([1])
  8. Этнология. Учебник. Для высших учебных заведений / Э. Г. Александренков, Л. Б. Заседателева, Ю. И. Зверева и др. — М.: Наука, 1994.
  9. В. А. Мочаев. Марийская биографическая энциклопедия. — Йошкар-Ола: Марийский биографический центр, 2007. — С. 152. — 486 с. — 2032 экз. — ISBN 5-87898-357-0.
  10. Участие марийцев в битвах за Казань. 1505—1552 гг.
  11. Тема 11. Присоединение левобережных марийцев к России. Черемисская война 1552—1557 гг.
  12. Тема 12. Черемисские войны 1571—1574 и 1581—1585 гг. Последствия присоединения марийцев к Русскому государству
  13. 1897 წლის აღწერები რომელიც გაიმართა რუსეთის იმპერიის ვიატკისა და უფის გუბერნიებში.
  14. Первая всеобщая перепись населения Российской Империи 1897 г. Распределение населения по родному языку, губерниям и областям.
  15. Всесоюзная перепись населения 1926 года. Национальный состав населения по республикам СССР.
  16. Всесоюзная перепись населения 1939 года. Национальный состав населения по республикам СССР.
  17. Всесоюзная перепись населения 1959 года. Национальный состав населения по республикам СССР.
  18. Всесоюзная перепись населения 1970 года. Национальный состав населения по республикам СССР.
  19. Всесоюзная перепись населения 1979 года. Национальный состав населения по республикам СССР.
  20. Всесоюзная перепись населения 1989 года. Национальный состав населения по республикам СССР.
  21. Всероссийская перепись населения 2002 года. Национальный состав населения по регионам России.
  22. Всероссийская перепись населения 2010 г. Население по национальности, полу и субъектам Российской Федерации.
  23. Первая всеобщая перепись населения Российской Империи 1897 г. Распределение населения по родному языку, губерниям и областям. По империи. Черемисское.
  24. Первая всеобщая перепись населения Российской Империи 1897 г. Распределение населения по родному языку, губерниям и областям. Вятская. Черемисское.
  25. Первая всеобщая перепись населения Российской Империи 1897 г. Распределение населения по родному языку, губерниям и областям. Уфимская. Черемисское.
  26. Последние язычники Европы
  27. Кузнецов С. К. Поездка к древней черемисской святыне, известной со времён Олеария // Этнографическое обозрение. 1905. № 1. С. 129—157.