შინაარსზე გადასვლა

ყორნისის რაიონი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან ზნაურის რაიონი)
ზნაურის რაიონი სამხრეთ ოსეთის აო-ს რუკაზე

ყორნისის რაიონი, ზნაურის რაიონი (1938-1991 წლებში), ოქონის რაიონი (1936-1938 წლებში) — ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეული სსრკ-ში, საქართველოს სსრ-ს, სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქში, მის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში.

1917 წლამდე ზნაურის რაიონი შედიოდა თბილისის გუბერნიის გორის მაზრაში. 1936 წლამდე შედიოდა სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ცხინვალის რაიონში. 1936 წელს გამოეყო ცხინვალის რაიონს ოქონის სახელწოდებით. 1938 წლიდან ზნაურის რაიონია. ესაზღვრებოდა: ცხინვალის რაიონი, ქარელის, საჩხერის, გორის, ხაშურისა და ჯავის რაიონები. ადმინისტრაციული ცენტრი იყო დაბა ზნაური. 1991 წელს ზნაურის რაიონს დაერქვა ყორნისის რაიონი.

1991 წელს ყორნისის რაიონი გაუქმდა და მთლიანად შეუერთდა ქარელის რაიონს.

საქართველოს რესპუბლიკის კანონი ცხინვალისა და ყორნისის რაიონების გაუქმების შესახებ


გამსახურდია ზვიად, საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტი
გაზ. „საქართველოს რესპუბლიკა“ №83 (103)
1991
საქართველოს რესპუბლიკის კანონი ცხინვალისა და ყორნისის რაიონების გაუქმების შესახებ // საქართველოს რესპუბლიკა. - 1991. - 30 აპრილი. - №83 (103). - 1გვ.
საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭო ადგენს:
1. გაუქმდეს ცხინვალის რაიონი და მისი ტერიტორია შეუერთდეს გორის რაიონს.
2. გაუქმდეს ყორნისის რაიონი და მისი ტერიტორია შეუერთდეს ქარელის რაიონს.


3. ამოღებულ იქნეს საქართველოს რესპუბლიკის კონსტიტუციის (ძირითადი კანონის) 71-ე მუხლიდან სიტყვები „ყორნისის“ და „ცხინვალის“.

— საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტი /ზვიად გამსახურდია/ თბილისი, 1991 წლის 27 აპრილი[1].