სინგაპურის გერბი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
სინგაპურის გერბი
Coat of arms of Singapore.svg
დეტალები
მატარებელი სინგაპური
დაფუძნება 1959

სინგაპურის გერბისინგაპურის ოფოციალური სიმბოლო. გერბი მიიღეს 1959 წელს, როდესაც სინგაპურმა მიიღო თვითმმართველობა დიდი ბრიტანეთის ფარგლებში. კომიტეტმა, რომელსაც სათავეში ედგა ვიცე-პრემიერი, ასევე მიიღო სახელმწიფო დროშა და ჰიმნი. სახელმწიფო გერბი შესაძლებელია გამოიყენოს მხოლოდ მთავრობამ, მაგრამ იგი ფართოდ გამოიყენება ფულის ნიშნებზე და ასევე სინგაპურის მოქალაქის პასპორტზე. 1963 წელს სინგაპური შეუერთდა მალაიზიის ფედერეციას. 1965 წელს სინგაპურმა დამოუკიდებლობა მიიღო და აღდგა ძველი გერბი.

სინგაპურის გერბი წარმოადგენს მეწამულ ფარს, რომელზეც ვერცხლისფრად გამოსახულია ნახევარმთვარე და ვარსკვლავები. ფარი უჭირავს ლომსა და ვეფხვს, რომლებიც წინ იყურებიან და დგანან პალმის რტოებზე. გრბის ქვემოთ მოთავსებულია ლაჟვარდოვანი ლენტი, რომელზეც დევიზია მოთავებული „Majulah Singapura“ („წინ სინგაპურო!“).

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]