პაკისტანის გერბი
| პაკისტანის გერბი | |
|---|---|
|
| |
| ვერსიები | |
|
ეროვნული გერბი 1947-1955 წწ. | |
| დეტალები | |
| დამტკიცდა | 1954[1] |
| საჩაფხუტე | ნახევარმთვარე და ხუთქიმიანი ვარსკვლავი. |
| ფარი | დაყოფილია ოთხ ნაწილად: პირველი მეოთხედში გამოსახულია ბამბის ყლორტი თეთრ რომბში, მეორე მეოთხედში ჩაის ღერო, მესამეში შეკრული ხორბლის კონა, ხოლო მეოთხეში ოთხი აღმოცენებული ჯუთის ღერო. |
| ფარმჭერები | ორი ჟასმინის ტოტი, მათ ბუნებრივ ფერებში |
| დაფუძნება | მუქი მაწვანე ლენტი, პაკისტანის ეროვნული დევიზით ურდუზე. |
| დევიზი | ایمان، اتحاد، نظم |
| გამოყენება | ეროვნული გერბი |
პაკისტანის გერბი — პაკისტანის სახელმწიფო ემბლემა. მიღებულია 1954 წელს და ეფუძნება პაკისტანის იდეოლოგიურ და ეკონომიკურ საფუძვლებს, კულტურულ მემკვიდრეობას და მისი სახელმძღვანელო პრინციპებს.[2] მისი ოთხი მთავარი კომპონენტია: ნახევარმთვარე და ვარსკვლავი ფარის ზემოთ, რომელიც გარშემორტყმულია ჟასმინის ტოტებით და გრაგნილი ფარის ქვემოთ.[2] გერბის მწვანე ფერი ისლამის ტრადიციული სიმბოლოა. ფარზე გამოსახული ბამბა, ჩაი, ხორბალი და ჯუთი აჩვენებს ქვეყნის მთავარ აგროკულტურებს და წარმოადგენს ეროვნული მეურნეობის ძირითად ბაზას.[2] ჟასმინის ტოტები წარმოადგენს პაკისტანის ეროვნულ ყვავილს და ხაზს უსვამს მის კულტურულ მემკვიდრეობას.[2] გერბის დევიზი შესრულებულია ურდუზე (ایمان، اتحاد، نظم), რომელიც ითარგმნება, როგორც „რწმენა, ერთობა, დისციპლინა“.
სხვა ემბლემები პაკისტანში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ეროვნული ორგანოების ემბლემები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- პაკისტანის უზენაესი სასამართლოს ემბლემა
- საარჩევნო კომისიის ემბლემა
- ნავთობისა და გაზის მარეგულირებელი ორგანოს ემბლემა
რეგიონული ემბლემები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]აზიდი ჯამუის' და ქაშმირის სახელმწიფოს/პროვინციის ემბლემა შეიცავს ნახევარმთვარესა და ვარსკვლავს, მთებსა და ნეკერჩხლის ფოთოლს, რომელიც ხაზს უსვამს სახელმწიფოში ამ ხის სიუხვეს.[3][4]
- აზად ქაშმირის ემბლემა
- ხაიბერ-პახტუნხვას ემბლემა
- სინდის ემბლემა
- პენჯაბის ემბლემა
- ბელუჯისტანის ემბლემა
- გილგიტ-ბალტისტანის ემბლემა
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- The State Emblem of Pakistan პაკისტანის მთავრობის საიტზე დაარქივებული 2009-11-28 საიტზე Wayback Machine. (ინგლისური)
იხილეთ აგრეთვე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ State Emblem of Pakistan. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2014-12-19. ციტირების თარიღი: 2017-06-01.
- 1 2 3 4 The State Emblem. Ministry of Information and Broadcasting, Government of Pakistan. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2007-07-01. ციტირების თარიღი: 2007-11-29.
- ↑ დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-10-17. ციტირების თარიღი: 2017-06-01.
- ↑ Basic Facts. Ministry of Information and Broadcasting, Government of Pakistan. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-03-27. ციტირების თარიღი: 2007-11-29.