საფრანგეთის ეროვნული ემბლემა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან საფრანგეთის გერბი)
საფრანგეთის ეროვნული ემბლემა
Armoiries république française.svg
დეტალები

საფრანგეთის ემბლემა — ამჟამინდელი გერბი არის ქვეყნის სიმბოლო 1953 წლიდან, თუმცა მას არ აქვს რაიმე იურიდიული სტატუსი, როგორც ოფიციალურ გერბს. იგი თავდაპირველად გამოჩნდა ფრანგულ პასპორტზე, შემდეგ კი, 1912 წელს, საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა დაიწყო მისი გამოყენება, როგორც სიმბოლოსი, დიპლომატიურ და საკონსულოს მისიებისთვის.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გერბი აღწერა თარიღი
Arms of the Kingdom of France (Ancien).svg "France Ancien"-ის გერბი 1305 წლამდე
Arms of the Kingdom of France & Navarre (Ancien).svg France Ancien-ის გერბი შეერთებული ნავარის გერბთან, რომელსაც იყენებდნენ მეფეები: ლუი X და შარლ IV. 1305–1328 წლები
Arms of the Kingdom of France (Ancien).svg "France Ancien"-ის გერბი 1328–1376 წლები
Arms of the Kingdom of France (Moderne).svg "France Moderne"-ის გერბი,France Ancien-ის გერბის გამარტივებული ვარიანტი. 1376–1515
Coat of Arms of Kingdom of France.svg France Moderne-ის გერბი სამეფო გვირგვინითა და სული წმინდის ორდენის საყელოთი. 1515–1589
Grand Royal Coat of Arms of France & Navarre.svg საფრანგეთის სამეფოს გერბი, რელიგიური ომების დასრულების შემდეგ. გერბზე გამოსახულია როგორც საფრანგეთის ისე ნავარის სამეფოს გერბები რაც ამ ორი სამეფოში ანრი IV გამეფებას აღნიშნავს. 1589-1792
Emblem of Napoleon Bonaparte.svg არაოფიციალური
გამოიყენებოდა ნაპოლეონის მიერ საფრანგეთის პირველი რესპუბლიკის დროს. მასზე გამოსახულია: იმპერიული არწივი და დაფნის გვირგვინი ცენტრში N ასოთი.
1799–1804
Imperial Coat of Arms of France (1804-1815).svg საფრანგეთის პირველი იმპერიის გერბი 1804–1814
Grand Royal Coat of Arms of France.svg ბურბონთა რესტავრაციის შემდგომი გერბი. გამოიყენება საფრანგეთის სამეფო ოჯახის მიერ. 1814–1830
Coat of Arms of the July Monarchy (1830-31).svg ივლისის მონარქიის დროს გამოიყენებოდა ორლეანის დინასტიის გერბი. 1830–1831
Coat of Arms of the July Monarchy (1831-48).svg ივლისის მონარქიის დროს ასევე გამოიყენებოდა ლუი-ფილიპი I-ის გერბი, რომელზეც გამოსახული იყო 1830 წლის ქარტია. 1831–1848
Coat of Arms Second French Empire (1852–1870)-2.svg გამოიყენებოდა საფრანგეთის მეორე იმპერიის დროს ნაპოლეონ III-ის მიერ. 1852–1870
არაოფიციალური
საფრანგეთის მესამე რესპუბლიკის არაოფიციალური გერბი.
1898–1953
Informal emblem of the French State (1940–1944).svg არაოფიციალური
ფილიპ პეტენის გერბი ვიშის რეჟიმის დროს. [1]
1940–1944
Armoiries république française.svg არაოფიციალური
არაოფიციალური გერბი რომელიც შეიქმნა 1912 წელს და ხელაზლა წარადგიანა ჟაკ შირაკმა (1995–2002) და დღემდე გამოიყენება.
1995–დღემდე

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]