ვატიკანის გერბი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ვატიკანის გერბი
Vatican City CoA.svg
დეტალები

ვატიკანის გერბი წარმოადგენს წითელ ფარს, რომელზეც გამოსახულია ოქროს და ვერცხლის გასაღები პაპის ტიარის ქვეშ. გადაკვეთილი ოქროს და ვერცხლის გასაღები აღნიშნავენ სამოთხის გასაღებს, რომლებიც წმინდა პეტრესთვის არიან მინდობილნი. ტიარა შედგება სამი გვირგვინიდან და აღნიშნავს რომის პაპის სამ ფუნქციას: უმაღლესი მღვდელი, უმაღლესი მოძღვარი და უმაღლესი მასწავლებელი. ოქროს ჯვარი ტიარის თავზე აღნიშნავს ქრისტეს ჯვარცმას.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: