შრი-ლანკის გერბი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
შრი-ლანკის გერბი
Emblem of Sri Lanka.svg
დეტალები
მატარებელი შრი-ლანკის დემოკრატიული სოციალისტური რესპუბლიკა
დამტკიცდა 1972

შრი-ლანკის გერბიშრი-ლანკის სახელმწიფო სიმბოლო დროშასა და ჰიმნთან ერთად. თანამედროვე სახით გამოიყენება 1972 წლიდან.

გერბის ცენტრში გამოსახულია ოქროს ლომი, რომელსაც წინა მარჯვენა თათში ხმალი უკავია (ასეთივე ლომია გამოსახულია დროშაზეც). ცენტრის ფონი გარშემორტყმულია ლურჯი ლოტოსის ოქროს ფურცლებით, რომელიც ქვეყნის ეროვნულ ყვავილს წარმოადგენს. ეს ყოველივე განთავსებულია ტრადიციული მარცვლეულის ვაზის თავზე, რომელშიც ბრინჯის ძნებია განთავსებული, რომლებიც გერბის ცენტრში განთავსებული წრის საზღვარს ქმნიან და კეთილდღეობას აღნიშნავენ.

სამუზარადეს წარმოადგენს დჰარმაჩაკრა, რაც სიმბოლურად აღნიშნავს ბუდიზმისა და სამართლიანი მმართველობის უპირველეს ადგილს ქვეყანაში. ტრადიციული სინჰალური სიმბოლოები — მზე და მთვარე ფარმჭერების როლს ასრულებენ.

ისტორიული გერბები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

შრი-ლანკის გერბი აღწერა გამოყენების თარიღი
Arms of Portuguese Ceylon.png პორტუგალიური ცეილონის გერბი.
დაახლ. 1505–1658
Coat of arms Ceylon dutch colony.jpg ჰოლანდიური ცეილონის გერბი.
1602–1796
Coat of arms Ceylon british colony.jpg გამოიყენებოდა ბრიტანული ცეილონის ადრეულ ეტაპზე.
გამოიყენებოდა ბრიტანული ცეილონის გვიანდელ ეტაპზე.
1875–1948
Coat of arms Ceylon british colony.jpg აღნიშნული გერბი გამოიყენებოდა ცეილონის დომინიონში 1954 წლამდე.
1948–1954
Coat of arms of the Dominion of Ceylon.svg ცეილონის დომინიონის ემბლემა.
1952–1972

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]