მალტის გერბი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
მალტის გერბი
Coat of arms of Malta.svg
დეტალები
დამტკიცდა 1988
ფარი ვერტიკალურად ორ, თეთრ (მარცხნივ) და წითელ (მარჯვნივ) ნაწილებად გაყოფილი. თეთრი ნაწილის ზედა მარცხენა კუთხეში გამოსახულია ტოლმკლავა ჯვარი.
დაფუძნება სადევიზე ბაფთა.
დევიზი REPUBBLIKA TA' MALTA (მალტის რესპუბლიკა, მალტ.)
სხვა ელემენტები

ფარის მარცხნივ გამოსახულია ზეთისხილის, ხოლო მარჯვნივ პალმის რტოები, რომლებიც სადევიზე ბაფთაში არიან ჩაწნულნი.

ფარის თავზე გამოსახულია ოქროს გვირგვინი.
მალტის პრეზიდენტის დროშა.

მალტის გერბიმალტის სახელმწიფო სიმბოლო დროშასა და ჰიმნთან ერთად.

მალტის თანამედროვე გერბი მიიღეს 1988 წელს. ის წარმოადგენს თეთრ-წითელ ფარს, ზეთისხილისა და პალმის რტოებით (მშვიდობის სიმბოლო, ტრადიციულად უკავშირდება მალტას) გარშემორტყმულსა და ოქროს გვირგვინით თავზე. გერბი დაფუძნებულია სადევიზე ბაფთაზე, რომელზეც ლათინური დამწერლობით შავად წერია REPUBBLIKA TA' MALTA (მალტის რესპუბლიკა, მალტ.).[1]

მალტის გერბი გამოსახულია მალტის პრეზიდენტის დროშაზე, ვალუტის ნიმუშებსა და სხვა ობიექტებზე.

მალტის გერბები 1800 წლიდან 1964 წლამდე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მალტა იყო დიდი ბრიტანეთის პროტექტორატი 1800-დან 1813 წლამდე და კოლონია 1813-დან 1964 წლამდე, შესაბამისად ამ პერიოდის მალტის გერბები წარმოადგენდა ბრიტანული გერბის ადაპტირებულ ვარიანტებს.

ამასთანავე, 1875-1964 წლებში მალტას ჰქონდა სამი კოლონიური სამკერდე, რომლებიც მალტის დროშებზეც იყო გამოსახული. პირველი (1875-1898) წარმოადგენდა თეთრ მალტურ ჯვარს, რომელიც ვერტიკალურად თეთრ-წითლად გაყოფილ ექვსკუთხედისებრ ფიგურაში იყო მოთავსებული; მეორე (1898-1943), წარმოადგენდა ვერტიკალურად თეთრ და წითელ ნაწილებად გაყოფილ ფარს; მესამე (1943–1964) კი დაახლოებით ისეთივე იყო, როგორიც მეორე, თუმცა მისგან განსხვავდებოდა თეთრი ნახევრის ზედა ნაწილში ლურჯ კვადრატში გამოსახული წმ. გიორგის ჯვრით, ასევე შეცვლილი იყო ფარის ფორმაც.

მალტის გერბი 1964-1975 წლებში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მალტის გერბი 1964-1975 წლებში.

ეს გერბი მიიღეს მალტის დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ 1964 წლის 21 სექტემბერს. მასზე გამოსახულია ორი დელფინი, რომლებსაც უჭირავთ თანამედროვე გერბის ფარი, რომელიც ამავდროულად წარმოადგენს მალტის დროშაზე გამოსახულ სიმბოლოებსა და ფერებს. ფარის მარცხნივ და მარჯვნივ ამ შემთხვევაშიც გამოსახულია ზეთისხილისა და პალმის რტოები შესაბამისად გამარჯვებისა და მშვიდობის აღსანიშნავად. ფარის ქვემოთ გამოსახული ლურჯ-თეთრი ტალღისებრი ზოლები ხმელთაშუა ზღვას გამოსახავს. ფარს აგვირგვინებს ოქროსფერი ჩაფხუტი თავზე ოქროს გვირგვინით. ფარის ქვეშ, სადევიზე ლენტზე გამოსახულია დევიზი: Virtute et Constantia. დღესდღეობით ეს დევიზი გამოიყენება ეროვნული ღირსების ორდენზე.

აღნიშნული გერბის ვერსია ოქროს გვირგვინის ნაცვლად წმ. ედუარდის გვირგვინით გამოიყენებოდა, როგორც მალტის გენერალ-გუბერნატორის გერბი.[3]

მალტის გერბი 1975-1988 წლებში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მალტის გერბი 1975-1988 წლებში

ეს გერბი დაამტკიცეს 1975 წლის 11 ივლისს. შვიდი თვის შემდეგ მალტა რესპუბლიკა გახდა. გერბზე გამოსახულია სანაპირო სცენა — ტრადიციული მალტური ნავი და ამომავალი მზე, ქვეშ კი წარწერა — REPUBBLIKA TA' MALTA (მალტის რესპუბლიკა, მალტ.).

მალტის პრემიერ-მინისტრ დომ მინტოფს ძველი გერბის შეცვლა სურდა, რადგან მასზე გამოსახულ გვირგვინს მონარქიულ სიმბოლოდ აღიქვამდა, რისი ადგილიც მისი აზრით რესპუბლიკური მალტის გერბზე არ იყო.

გერბის საკითხმა მნიშვნელოვანი კამათი გამოიწვია, რადგან ის არ იყო ჰერალდიკური პრინციპების დაცვით შექმნილი, ამიტომ 1988 წელს შეიცვალა თანამედროვე ვერსიით.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე:
  1. სახელმწიფო სიმბოლოები და მათი გამოყენება — მალტის მთავრობა
  2. 1923 წელს მიიღეს ახალი დროშა, თუმცა სიმბოლო უცვლელი დარჩა.
  3. Malta’s three national emblems since independence – what’s behind them?“, Times of Malta, 8 May 2011. წაკითხვის თარიღი: 28 September 2014.