ირანის გერბი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ირანის გერბი
Emblem of Iran.svg
ვერსიები
1925-1979
დეტალები

ირანის გერბი (სპარს. نشان رسمی ایران) — ირანის ოფიციალური სახელმწიფო სიმბოლო, რომელიც ხმარებაშია 1979 წლის ირანის რევოლუციის პერიოდიდან, თანამედროვე სახით კი, მიღებულ იქნა 1980 წელს. გერბის გამოსახულება წარმოადგენს სპარსულ სტილიზებულ წარწერას, სიტყვისთვის „ალაჰი“ (اﷲ).

სიმბოლო ოთხი ნახევარი მთვარისაგან და ერთი ხანჯლისაგან შედგება. ეს ხუთი ნაწილი განასახიერებს ხუთ რელიგიურ პრინციპს. ხანჯალს ზემოთ შადაა (თაშიდიდი) გამოსახული — არაბული დიაკრიტიკული ნიშანი, რომელიც გამოიყენება ასოების გაორმაგებისთვის. გერბის გამოსახულება ტიტის ფორმისაა — ტრადიციულად, ლეგენდის მიხედვით მიიჩნევა, რომ ირანის გმირების საფლავზე ტიტა ამოდის. ბოლო პერიოდში, ტიტა მოწამოების სიმბოლო გახდა. გერბის ავტორია ჰამიდ ნადიმი, რომელიც რუჰოლა ხომეინმა 9 მაისს, 1980 წ დაამტკიცა. ირანის გერბი დაშიფრულია იუნიკოდის სისტემაში კოდით U+262B (☫).

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]