კატარის გერბი
იერსახე
| კატარის გერბი | |
|---|---|
|
| |
| დეტალები | |
| დამტკიცდა | 2022 |
კატარის გერბი (არაბ. شعار قطر) — კატარის ეროვნული სიმბოლო. ახლანდელი გერბის პირველი ვარიანტი მიღებულია 1976 წელს, განახლებული — 2022 წელს. მის შუაგულში გამოსახულია ორი ურთიერთგადამკვეთი ხმალი, მათ ზემოთ — ტალღები, მასზე მოცურავე აფრიანი ნავი და ორი პალმა (ყველაფერი — ბორდოსფრად).
გერბის წინა ვარიანტზე (1976) შუა ფონი ყვითელია, ხმლები – თეთრი, ტალღები — ლურჯ-თეთრი. გარშემორტყმულია წრით, რომლის ზედა და ქვედა ნახევრები შეფერილია დროშის ფერებში, ზედა — თეთრად, ხოლო ქვედა — ბორდოსფრად. თეთრ ნაწილზე გამოსახულია არაბული წარწერა (دولة قطر — კატარის სახელმწიფო), ბორდოსფერზე — იგივე წარწერის ინგლისური ვერსია.
ადრინდელი გერბები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- 1966–1976
- 1976–2022