სირიის გერბი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სირიის გერბი
დეტალები

სირიის გერბი (არაბ. شعار سوريا) — სირიის სახელმწიფო სიმბოლო.

სირიის გერბი თავის მხრივ წარმოადგენს ოქროს „სირიულ ქორს“ ან „ქურაიშების ქორს“, რომელსაც მკერდზე აქვს ფარი, ორჯერ გადაკვეთილია მუქი წითელით, ვერცხლით და შავი ფერით ორი ხუთხკუთხებიანი მწვანე ვარსკვლავით შუაზე (სირიის დროშის ფერები). ქორს კლანჭებში მწვანე ლენტი უკავია, რომელზეც არაბულ ენაზე სახელმწიფოს სახელი აწერია: الجمهورية العربية السورية‎‎. კუდზე - ორი მწვანე გადაშლილი ხორბლის თავთავია.

გაერთიანებული არაბული რესპუბლიკის დროს სირიული ქორის მაგივრად გამოიყენებოდა „სალახ ად-დინის არწივი“.

1958 წლამდე გამოყენებული გერბი

1958 წელს გაერთიანებული არაბული რესპუბლიკის შექმნის შემდეგ გერბი შეცვალეს.

არაბთა გაერთიანებული რესპუბლიკის გერბი (1958 - 1961 წწ.)

სირია და ეგვიპტე გაერთიანდნენ ერთ სახელმწიფოდ — გაერთიანებული არაბული რესპუბლიკა (გარ). გარ-ის გერბად გამოიყენეს „სალადინის არწივი“, რომელსაც ჰქონდა შავი ფრთები და კუდი. არწივის მკერდზე ფარი იყო გამოხატული, რომელზეც ისეთივე სურათი იყო როგორც ახლანდელზე.

სირიის გერბი (1961 - 1963 წლები)

1961 წლის 28 სექტემბერს დამასკოში საბრძოლო გადატრიალება მოხდა და სირიამ გამოაცხადა გარ-იდან გასვლის შესახებ. სირია დაუბრუნდა წინა დროშას და გერბს.

სირიის გერბი (1963 - 1972 წლები) ვარსკვლავთა ფერი და ფარის საზღვარი ცვლიან ფერებს.
არაბულ რესპუბლიკათა ფედერაციის გერბი (1972 — 1977 წლები)
სირია არაბეთის რესპუბლიკის გერბი (1977 — 1980 წლები)

1972 წელს ლიბია, ეგვიპტე და სირია გაერთიანდა არაბულ რესპუბლიკათა ფედერაციაში. არფ-ს გერბი ქორი გახდა, რომელსაც თავი მარჯვნივ შეებრუნა და ქვემოთ ლენტს იჭერდა, მასზე ეწერა: اتحاد الجمهوريات العربية.

სირია არაბული რესპუბლიკის გერბი (1980 )

ფედერაციის დაშლის შემდედ 1977 წელს სირია ძველ გერბს ინახავდა, 1980 წელს ოდნავ მოდიფიცირებით.

სირიის ეროვნული საბჭოს გერბი (2011)

სამოქალაქო ომის დაწყების შემდეგ ამბოხებულებმა დაამტკიცეს საკუთარი „სახელმწიფო გერბი“ - მოქმედისგან განსხვავება იყო ფერებში და ფრინველის თავის მიმართულებაში, ხოლო მკერდზე უწინდელი მწვანე-თეთრი-შავი 1932 წლის დროშა სამი წითელი ვარსკვლავით. მოგვიანებით შეცვლილიყო სხვით.

სირიის ეროვნული კოალიციის რევოლუციური და ოპოზიციური ძალების გერბი (2012)

2012 წლის 11 ნოემბერს სირიის ეროვნულმა კოალიციის და ოპოზიციურმა ძალებმა, ასადის რეჟიმის წინააღმდეგ მებრძოლმა, მიიღო საკუთარი ემბლემა: ხუთი ხელის გულის სტილიზური გამოსახულება - ერთი წითელი, ორი შავი და მწვანე, რომელიც განლაგებული იყო ვარსკვლავის ფორმაში. მათ ქვეშ არაბულ ენაზე ეწერა ორგანიზაციის სახელი.

სირიის დროებითი მმართველობის გერბი (2013)

2013 წელს „სირიის დროებითმა მმართველობამ“ მიიღო რუხი ფერის არწივის გერბი ოპოზიციური დროშის ფერის ფარით (შავი-თეთრი-მწვანე სამი წითელი ვარსკვლავით). ქვემოთა ნაწლში - ორი ხორბლის ყური, არაბული წარწერის ლენტით. გერბს გარშემო ორი სარტყელი აქვს, ზემოთა ნაწილში - სამი ვარსკვლავი.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]