თურქმენეთის გერბი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
თურქმენეთის გერბი
Emblem of Turkmenistan.svg
დეტალები
მატარებელი თურქმენეთის დროშა თურქმენეთი
დამტკიცდა 2003 წელს
ფარი აზურის დისკი ახალთექინის ცხენის გამოსახულებით, მრგვალი დისკი შიგნით ხუთი სახალიჩო ყვავილით გარს ძნებს ხორბალს და შვიდი ყვავილით ბოლოში.

თურქმენეთის სახელმწიფო გერბი — შეიქმნა მას შემდეგ, რაც თურქმენეთმა დამოუკიდებლობა მოიპოვა საბჭოთა კავშირისგან 1991 წელს. ისევე როგორც სხვა პოსტსაბჭოთა რესპუბლიკების შორის, რომელთა სიმბოლოებში არ გვხვდება ოქტომბრის რევოლუციის შემდეგ, მიმდინარე ემბლემა ინარჩუნებს ზოგიერთ კომპონენტს, რომელიც ასოცირდება საბჭოთა კავშირთან, მაგალითად ბამბა, ხორბალი და ხალიჩა. რვა პუნქტიანი მწვანე ვარსკვლავწარმოშობა (ცნობილია როგორც "რუბ ელ ჰიზბი" (۞), სიმბოლოა ისლამში, რომელსაც თურქმენების უმრავლესობა აღიარებს) ოქროს კიდეებით განსაკუთრებით ცენტრში წითელი დისკი ცირკულარით, რომელიც ატარებს ხორბლის ძნებს, ხალიჩის ხუთ ყვავილს და ორიენტირებულია პატარა ლურჯ წრეზე ყოფილი პრეზიდენტის საფარმურატ ნიაზოვის (უფრო ცხოვრისებული, ვიდრე ჰერალდიკური) საყვარელი ცხენის "იანარდაღი"-ს გამოსახულებით, რომელიც განსაკუთრებით საამაყოა თურქმენებისთვის. ემბლემის მრგვალი ვარიანტი იყო გამოყენებული 1992-2003 წლებში.[1][2]

ხუთი ტრადიციული ხალიჩა მოტივირებული წითელ დისკზე წარმოადგენს ხუთი ძირითად ტომს ან სახლს, რომელიც წარმოადგენს ქვეყნის ტრადიციულ და რელიგიურ ფასეულობას. ტრადიციული წესრიგის თურქმენული ტომებია: თექე ("Tekke"), იომუდი ("Yomud"), ერსარუ ("Ersary"), ჩოუდური ("Choudur") და სარუქი ("Saryq"). სალური ("Salyr"), ტომი, რომელიც განადგურდა სამხედრო მარცხის შედეგად თანამედროვე პერიოდში და ასევე პატარა ტომები არ არიან წარმოდგენილნი.

ფარის მწვანე და წითელი ფერები, როგორც ჩანს არის იმიტომ, რომ თურქმენები ისტორიულად ეთაყვანებიან ამ ფერებს. ცენტრალური ელემენტებს გარს ძენს ხორბალი, რომელიც მიანიშნებს სტუმრების დახვედრას პურ-მარილით. ხორბლის და წითელი წრის თავზე არის თეთრი ფერის ნახევარმთვარე, თურქულენოვანი ხალხებისთვის ტიპიური სიმბოლო და ხუთი ვარსკვლავი ასევე თეთრი ფერის. ნახევარმთვარე ქვეყნის ნათელი მომავალის იმედის სიმბოლოა და ხუთი ვარსკვლავი წარმოადგენს ხუთ პროვინციას. გერბის ყველა ელემენტი წარმოდგენილია ეროვნულ დროშაზე.

სსრკ-სგან დამოუკიდებლობის მოპოვებამდე, თურქმენეთს ჰქონდა ყველა სხვა საბჭოთა რესპუბლიკის მსგავსი გერბი.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე: