ფილიპინების გერბი
ფილიპინების გერბი | |
---|---|
![]() | |
დეტალები | |
დამტკიცდა | 1940 წელს |
დევიზი | Republika ng Pilipinas |
ფილიპინების გერბი მიღებულია 1940 წელს. ეს არის ფარი, რომელზეც გამოსახულია ცენტრში ფილიპინების მზე 8 სხივით. სხივები წარმოადგენს ფილიპინების 8 ოლქს (ბატანგასი, ბულაკანი, კავიტე, მანილა, ლაგუნა, ნუევა ესიხა, პამპანგა და ტარლაკი); სამი ხუთქიმიანი ვარსკვლავით წარმოდგენილია კუნძულთა სამი ჯგუფი - ლუსონი, ბისაია და მინდანაო, რომელიც შეადგენს ფილიპინების არქიპელაგს. ფილიპინების კოლონიური ეპოქის სახსოვრად ლურჯ ფონზე გამოსახულია თეთრთავიანი არწივი — გაერთიანებული შტატების ეროვნული სიმბოლო, ხოლო მარჯვენა წითელ ფონზე გამოსახულია ფეხშემართული ესპანეთის წარსული ბატონობის სიმბოლო.
წარწერა ლენტზე — „ფილიპინების რესპუბლიკა“ ფილიპინო ენაზე.
ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ესპანეთის ოსტ-ინდოეთის გერბი (1565–1899).
რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ფილიპინების სახელმწიფო სიმბოლოები
- ფილიპინების საპრეზიდენტო მუზეუმი დაარქივებული 2016-05-27 საიტზე Wayback Machine.
- ჯილდოები
- ფილიპინების ჯილდოები დაარქივებული 2016-04-23 საიტზე Wayback Machine.
- ფილიპინების სიმბოლოები