ალექსანდრე ალიოხინი
ალექსანდრე ალიოხინი (რუს. Алекса́ндр Алекса́ндрович Але́хин ა ; დ. 31 ოქტომბერი ძვ. სტ. 19 ოქტომბერი, 1892, მოსკოვი, რუსეთის იმპერია[1][2] — გ. 24 მარტი, 1946, ეშტორილი, პორტუგალია) — რუსი მოჭადრაკე, მსოფლიოს მეოთხე ჩემპიონი. ასპარეზობდა რუსეთის იმპერიის, საბჭოთა რუსეთის და საფრანგეთის დროშის ქვეშ. პირველი მსოფლიო ომის დაწყებამდე, ალიოხინმა 1914 წელს პეტერბურგის ტურნირზე მესამე ადგილი დაიკავა და მსოფლიოს უძლიერეს მოჭადრაკეთა რიგებში დაიმკვიდრა ადგილი. 1920 წელს იგი გახდა რსფსრ-ს პირველი ჩემპიონი ჭადრაკში, 1921 წელს კი დატოვა რუსეთი და გადავიდა საფრანგეთში, რომლის მოქალაქეობაც 1925 წელს მიიღო. 1927 წელს ალიოხინმა დაამარცხა იქამდე დაუმარცხებლად მიჩნეული რაულ ხოსე კაპაბლანკა; გამარჯვების შემდეგ, რამდენიმე წლის განმავლობაში დომინირებდა საჭადრაკო არენაზე, მარტივად იგებდა იმ დროის ტურნირებს და დიდი სხვაობით უსწრებდა მოწინააღმდეგეებს. ორჯერ, 1929 და 1934 წელს, ალიოხინმა დაიცვა ჩემპიონის ტიტული (ორჯერვე მისი მოწინააღმდეგე ეფიმ ბოგოლიუბოვი იყო); 1935 წელს, მან დათმო ჩემპიონობა მაქს ეივესთან დამარცხების შემდეგ, მაგრამ, 1937 წელს გაიმარჯვა მატჩ-რევანშში და მსოფლიოს ჩემპიონობა სიკვდილამდე შეინარჩუნება. ალეხინი არის ერთადერთი მოჭადრაკე, რომელიც გარდაიცვალა ჩემპიონის ტიტულის ფლობისას.
ალეხინი საკმაოდ მრავალმხრივი მოჭადრაკე იყო. მას ყველაზე მეტად მოსწონდა თამაშის შემტევი სტილი და ღრმად გათვლილი, ეფექტური კომბინაციები. მას აგრეთვე ეკუთვნის დებიუტებში არაერთი თეორიული ნამუშევარი; ალიოხინს აგრთვე ჰქონდა მაღალი დონის ტექნიკა ენდშპილის მონაკვეთში.
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ბავშვობა და ახალგაზრდობა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ალექსანდრე ალიოხინი დაიბადა 1892 წლის 19 (ახალი სტილით 31) ოქტომბერს მოსკოვში. მამამისი, ალექსანდრე ალიოხინი უფროსი (1856-1917) იყო ვორონეჟის გუბერნიის თავადაზნაურობის წინამძღვარი და ფლობდა მამულს ვორონეჟის გუბერნიაში, დაბა კასტორნოესთან ახლოს. დედა, ანისია (1861-1915) იყო მდიდარი მეწარმის, "Трехгорная мануфактура"-ს მფლობელის, პროხოროვის შვილი. ალიოხინები მეფის რუსეთში თავადები იყვნენ.
შენიშვნები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ა რუსულ ენაში, სწორი ფორმაა Але́хин, ანუ, ალეხინი;[3][4] თუმცა, ქართულ ენაში, ცნობილია როგორც ალიოხინი[5]
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Шабуров 1992, p. 9.
- ↑ Бубнов И. Не нужно домыслов! // Шахматы. — 1972. — № 21. — С. 21—22. В БСЭ и в биографии Алехина А. Котова указана неверная дата — 20 октября (1 ноября) 1892. См. Алёхин Александр Александрович // Большая советская энциклопедия : [в 30 т.] / гл. ред. А. М. Прохоров. — 3-е изд. — М. : Советская энциклопедия, 1969—1978. и Котов А. А. Александр Алехин. С. 8.
- ↑ Воронков С. Русский сфинкс. chesspro.ru. Проверено 9 августа 2009. Архивировано 12 августа 2011 года.
- ↑ Алёхин Александр Александрович // Большая советская энциклопедия : [в 30 т.] / гл. ред. А. М. Прохоров. — 3-е изд. — М. : Советская энциклопедия, 1969—1978.. При этом в БСЭ в заголовке указано «Алёхин», но дан комментарий, что это написание ошибочно.
- ↑ ალიოხინი ალექსანდრე — უნივრსალური ენციკლოპედიური ლექსიკონი