დომენტი ახობაძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
დომენტი ახობაძე
დაბ. თარიღი 11 ივლისი 1919(1919-07-11)
დაბ. ადგილი მთისძირი, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა
გარდ. თარიღი 1 მარტი 1987(1987-03-01) (67 წლის)
საქმიანობა მწერალი და პოეტი
ენა ქართული ენა
მოქალაქეობა Flag of Georgia (1918–1921).svg საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა
Flag of the Soviet Union.svg სსრკ
ალმა-მატერი ქუთაისის პედაგოგიური ინსტიტუტი

დომენტი ახობაძე (დ. 11 ივლისი, 1919 — გ. 1 მარტი, 1987) — ქართველი პოეტი, საზოგადო მოღვაწე.

დაიბადა ქუთაისის მაზრის სოფელ მთისძირში (ამჟამინდელი ვანის მუნიციპალიტეტი), გლეხის, ივანე ახობაძის ოჯახში, დაამთავრა 1938 წელს საშუალო სკოლა, 1955 წელს კი ქუთაისის პედაგოგიური ინსტიტუტის ქართული ენისა და ლიტერატურის ფაკულტეტი.

1941-1945 წლებში იყო ვანის რაიონული გაზეთის პასუხისმგებელი მდივანი. 1947-1952 წლებში მუშაობდა მწერალთა კავშირის ქუთაისის განყოფილების მდივნად, 1952-1954 წლებში მთავლიტის ქუთაისის განყოფილების ცენზორად. ლიტერატურული მოღვაწეობა დაიწყო 1938 წლიდან. განსაკუთრებული მეგობრობა აკავშირებდა ებრაელ ლიტერატორ ბორის გაპონოვთან, დიდი წვლილი შეიტანა გაპონოვის მიერ ებრაულ ენაზე რუსთველის ვეფხისტყაოსნის თარგმნასა და გამოქვეყნებაში.

ქართველმა ებრაელმა მწერალმა და პუბლიცისტმა იაკობ პაპიაშვილმა გამოთქვა მოსაზრება იერუსალიმში ჯვრის მონასტერთან, იქ სადაც შოთა რუსთაველი მოღვაწეობდა, მემორიალური დაფის გაკეთებისა, სადაც ვეფხისტყაოსნის თარგმის საქმეში დამსახურების გამო გამოსახული იქნება ბორის გაპონოვის, აბრამ შლიონსკის და დომენტი ახობაძის სახელები. დაჯილდოებულია მედლით შრომითი მამაცობისთვის, ავტორია ასამდე ლექსის, პოემების და პროზაული ნაწარმოებების.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ბაქრაძე, ლაშა; თვალავაძე, თეა (2013). მწერალთა ავტობიოგრაფიები. თბილისი: ლიტერატურის მუზეუმი. ISBN 978-99940-28-82-5. 

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]