გარნის ტაძარი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
გარნის ტაძარი
Garni Temple 02.JPG

გარნის წარმართული ტაძარი

გარნის ტაძარი (სომხეთი)
Red pog.png
ძირითადი ინფორმაცია
ქვეყანა დროშა: სომხეთი სომხეთი
რაიონი კოტაიქის პროვინცია
ადგილმდებარეობა გარნი
სასულიერო სტატუსი მოქმედი
ხუროთმოძღვრების აღწერა
თარიღდება ძვ. წ. I საუკუნე
დეტალები

გარნის წარმართული ტაძარი (სომხ. Գառնիի հեթանոսական տաճար) — ძვ. წ. I საუკუნის წარმართული (პაგანისტური) ტაძარი სომხეთში. მდებარეობს ერევნიდან 28 კილომეტრში კოტაიქის პროვინციის სოფელ გარნიში, მდინარე აზატის ხეობაში. ტაძარი საბჭოთა პერიოდში აღადგინეს ნანგრევებისაგან.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გარნის ციხესიმაგრეს მოიხსენიებს ტაციტუსი სომხეთის ამბების თხრობის დროს I საუკუნეში. ტაძარი აუშენებია თრდატ I-ს (66-88 წწ.) 76 წელს, რაც დასტურდება აქ აღმოჩენილი ბერძნული წარწერის მიხედვითაც:

ვიკიციტატა
„ჰელიოს!, თრდატ დიდი, დიდი არმენიის მეფე, როდესაც მეფობდა ააგო ეს მიუდგომელი ციხესიმაგრე დედოფლისთვის, თავისი მმართველობის მეტერთმეტე წელს[1][2]

მოვსეს ხორენაცი ამ წარწერასაც და ციხესიმაგრის აგებასაც თრდატ III-ს (286-330 წწ.) მიაწერს.

კომპლექსი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გარნის წარმართული ტაძარი

გარნის ტაძარი ერთადერთი წარმართული ტაძარია სომხეთის ტერიტორიაზე. ტაძარი აგებულია დიდი ზომის ბაზალტის ქვებით. ტაძარი აგებულია ელინიზმისათვის დამახასიათებელ არქიტექტურულ სტილში. 1679 წლის ძლიერმა მიწისძვრამ ტაძარი თითქმის მთლიანად გაანდგურა. იგი აღადგინეს 1966-1976 წლებში. ტაძრის გარშემო შემონახულია ძველი ციხესიმაგრისა და სამეფო სასახლის, ასევე აბანოს ნანგრევები, რომლებიც III საუკუნეს განეკუთვნება.

გარნის წარმართულთა ტაძარმა სწავლულთა ყურდღება XIX საუკუნეში მიიპყრო. XX საუკუნის დასაწყისიდან კი იწყება არქეოლოგიური გათხრები. პირველ გათხრებს ხელმძღვანელობდა აკადემიკოსი ნიკო მარი. 1930-იან წლებში ერევნის მთავარმა არქიტექტორმა ნიკოლოზ ბუნიათიანმა შეიმუშავა ტაძრის რეკონსტრუქციის გეგმა. გარნიში წარმართული ტაზრის აღდგენის საკითხებით დაინტერესდა იოსებ ორბელი. 1966 წელს დაიწყო აღდგენითი სამუშაოები, რომელსაც ხელმძღვანელობდა არქიტექტორი ა. საინიანი. აღდგენითი სამუშაოები გაგრძელდა 1976 წლამდე და კომპლექსმა მიიღო დღევანდელი სახე.

გალერეა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Буниатов Н. Г. Языческий храм при дворце Трдата в крепости Гарни. — 1933. — 122 с.
  • Гарни. Крепость и поселение, т. 1-2, Ер. 1951-57.
  • Саинян А. А. Архитектурные памятники Гарни и Гегарда. — 1969.
  • Саинян А. А. Теория Витрувия о строении храмов и античный храм в Гарни // II Международный симпозиум по армянскому искусству. — АН АрмССР, 1978..
  • Саинян А. А. Архитектура античных сооружений Гарни. — Советакан грох, 1988. — 228 с.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. К. В. Тревер, Очерки по истории культуры древней Армении (II в. до н. э. — IV в. н. э.), М. Л.,= 1953 გვ. 187
  2. 1700 лет христианской Армении