გარნისი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
დაბა
გარნისი
Գառնի
Garni Village.JPG
პანორამა
ქვეყანა სომხეთის დროშა სომხეთი
მარზა კოთაიგი
კოორდინატები 40°07′10″ ჩ. გ. 44°43′23″ ა. გ. / 40.11944° ჩ. გ. 44.72306° ა. გ. / 40.11944; 44.72306
ცენტრის სიმაღლე 1 400
ოფიციალური ენა სომხური
მოსახლეობა 7,415 კაცი (2008)
ეროვნული შემადგენლობა სომხები
სასაათო სარტყელი UTC+4
საფოსტო ინდექსი 2215
გარნისი — სომხეთი
გარნისი

გარნისი, გარნი (სომხ. Գառնի) — დაბა სომხეთში. მდებარეობს ერევნიდან 28 კმ-ში კოტაიქის პროვინციაში, გეღამის მთების ძირას, მდინარე აზატის ხეობაში. მოსახლეობა 7 215 კაცი. აგებულია კლდოვან კონცხზე (ზღვის დონიდან 1400 მ).

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

როგორც ფიქრობენ გარნისი დაარსებულია ძვ. წ. II საუკუნეში. გარნისის ციხე სომხეთს იცავდა ჩრდილოეთიდან პირველად მოიხსენიება ტაციტუსის „ანალებში“. გარნისი სომეხ მეფეთა საზაფხულო რეზიდენცია იყო. IV საუკუნეში აქ საეპისკოპოსო კატედრა დაარსდა. გარნისი XV საუკუნემდე მნიშვნელოვან საეკლესიო-სამონასტრო ცენტრად დარჩა. X-XII საუკუნეების შემდეგ გარნისის ციხემ დაკარგა მნიშვნელობა: ჟამთააღმწერელი გარნისს უკვე სოფლად მოიხსენიებს. XVII საუკუნეში ირან-ოსმალეთის ომების შედეგად გარნისში მოსახლეობა მოისპო. ხელახლა აღდგა სომხეთის რუსეთთან შეერთების შემდეგ. 1830 წელს ირანიდან აქ სომეხთა 100 ოჯახი გადმოსახლდა.

1225 წელს, დაბა გარნისში გაიმართა ბრძოლა ქართველებსა და ხვარაზმელებს შორის.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე: