ერევანში ოპოზიციის მიერ გამართული მიტინგი, პოლიციასთან ხელჩართულ შეტაკებაში გადაიზარდა. ბოლო ოფიციალური მონაცემებით 131 ადამიანი დაშავდა. დაღუპულია 8, მათ შორის ერთი - პოლიციელი. (Presa.ge)
ჰამბურგში ძლიერი ქარის გამო ლუფტჰანზას Airbus 320 დაშვებისას კატასტროფას ძლივს გადაურჩა. პილოტმა წარმატებით დასვა თვითმფრინავი მეორე ცდაზე. დაშავებულები არ არიან. (Stern)
4 ადამიანია მოკულილი და 14 დაშავებული თვითდაბომბვის შედეგად ლაჰორის საფლოტო კოლეჯში. (BBC News)
შეერთებული შტატების ევროპისა და ევრაზიის საქმეთა სახელმწიფო მდივნის თანაშემწე დენ ფრიდის გამოთვლით კოსოვოს დასჭირდება 2 მილიარდი$ საგარეო დახმარება, რომ გახდეს ეკონომიკურად სიცოცხლისუნარიანი. ივნისში კოსოვოში გაიმართება მთავარი დონორების კონფერენცია. (Reuters)
მიმდინარე მოვლენები 5 მარტი, 2008 (2008-03-05) (ოთხშაბათი)
რუსეთმა ოფიციალურად მოუხსნა აფხაზეთის სეპარატისტულ ხელისუფლებას 1996 წელს დსთ-ს მეთაურთა საბჭოს მიერ დაწესებული სავაჭრო-ეკონომიკური, ფინანსური და სატრანსპორტო სანქციები >> (news.interes!ge)
ნასა–ს მეცნიერებმა პლანეტა სატურნის სიდიდით მეორე მთვარის რეას ირგვლივ რგოლები აღმოაჩინეს, ეს პირველი შემთხვევაა როდესაც ბუნებრივ თანამგზავრს რგოლები ახლავს >> (NASA)
ლჰასაში საპროტესტო მღელვარებისას დაღუპულია 7 ადამიანი. პროტესტი დაიწყო ორშაბათს 1959 წლის ჩახშობილი ტიბეტის საპროტესტო გამოსვლების 49 წლისთავს, დატყვევებული ბუდისტი ბერების განთავისუფლების მოთხოვნით, რასაც მოყვა ტიბეტის დამოუკიდებლობის მოთხოვნები >> (CNN)(AP via the Houston Chronicle)
მიმდინარე მოვლენები 15 მარტი, 2008 (2008-03-15) (შაბათი)