მარ-დელ-პლატა
| ქალაქი | |
|---|---|
|
მარ-დელ-პლატა Mar del Plata | |
|
| |
| ქვეყანა |
|
| პროვინცია | ბუენოს-აირესი |
| კოორდინატები | 38°00′00″ ს. გ. 57°33′00″ დ. გ. / 38.00000° ს. გ. 57.55000° დ. გ. |
| დაარსდა | 10 თებერვალი, 1874 |
| ფართობი | 79.48 კმ² |
| ცენტრის სიმაღლე | 38 მ |
| მოსახლეობა | 614,350 კაცი (2010) |
| სიმჭიდროვე | 6,816 კაცი/კმ² |
| სასაათო სარტყელი | UTC-3 |
| სატელეფონო კოდი | +54 223 |
| საფოსტო ინდექსი | B7600 |
| ოფიციალური საიტი | mardelplata.gob.ar/Index00.asp |
მარ-დელ-პლატა — ქალაქი არგენტინაში, ბუენოს-აირესის პროვინციაში. მდებარეობს ატლანტის ოკეანის სანაპიროზე, ბუენოს-აირესიდან 400 კმ-ით სამხრეთით. ქალაქი არგენტინის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი თევზის სარეწაო პორტი და უდიდესი საზღვაო კურორტია. 2010 წლის მონაცემებით, მისი მოსახლეობა შეადგენს 614,350 ადამიანს, ამ მონაცემებით, ქვეყნის სიდიდით მე-7 ქალაქია.
ესპანელთა მოსვლამდე, ეს ტერიტორია დასახლებული იყო გუნუნა-კენას ხალხით, რომელიც მაპუჩეს ხალხის მძლავრ გავლენას განიცდიდა.
გამომდინარე იქიდან, რომ მარ-დელ-პლატა არგენტინის სანაპირო რეკრეაციულ ზოლში მდებარეობს, ქალაქის მთავარ ეკონომიკურ საქმიანობას ტურიზმი წარმოადგენს. 2006 წელს მას 7 მლნ ტურისტი ეწვია. შესაბამისად, აქ მაღალ დონეზეა განვითარებული ტურისტული ინფრასტრუქტურა თავის არაერთი სასტუმროთი, რესტორნით, სამორინეთი და სხვა ტურისტული ატრაქციით. გარდა ამისა, მარ-დელ-პლატა არგენტინის მნიშვნელოვანი სპორტული ცენტრია. აქ მდებარეობს ოლიმპიური სტადიონი, რომელიც ფიფას 1978 წლის მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატის არგენტინაში მიმდინარეობისას გაიხსნა. აქვეა ასევე 5 გოლფის მოედანი.

რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ოფიციალური საიტი (ესპანური)
- მარ-დელ-პლატის ეროვნული უნივერსიტეტი (ესპანური)
- Buscador de Mar del Plata დაარქივებული 2017-05-19 საიტზე Wayback Machine. (ესპანური)
- Mar del Plata holiday and investments დაარქივებული 2010-05-15 საიტზე Wayback Machine. (ინგლისური)
- Website of Mar del Plata