ბარელი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
«ცისფერი ბარელი»

ბარელი (ინგლ. barrel, ძირითადი მნიშვნელობა - კასრი), ტევადობისა და მოცულობის საზომი. იხმარება დიდ ბრიტანეთში, აშშ-ში და იმ ქვეყნებში, სადაც გამოიყენება საზომთა ინგლისური სისტემა. აშშ-ში განასხვავებენ მშრალ ბარელს, რომელიც 115,628 დმ3 ტოლია, და ნავთობის ბარელს - 158,988 დმ3. ინგლისური ბარელი (ფხვიერი ნივთიერების ტევადობის საზომი) 163,65 დმ3 ტოლია.

ამერიკული ბარელი—ნავთობის მოცულობის საზომი ეთეული, ტოლია 42 გალონის ან 158,988 ლ. ბარელის შემოკლებული დასახელება — bbl (blue barrel). ფერის წარმოშობის შესახებ არსებობს სხვა და სხვა ინფორმაცია - თითქოს თავდაპირველად ნედლი ნავთობი ცისფერი ფერის კასრებით გადაჰქონდათ განსხვავებით წითელი კასრისგან, რომლებშიც სხვა ნავთობ პროდუკტების გადაზიდვა ხდებოდა. ზოგიერთის აზრით კომპანია ”Standard Oil of California”-ის საფირმო ფერი შემოაპარეს.

ლიტერატურა[რედაქტირება]