გოდერძი ჩოხელი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გოდერძი ჩოხელი
სრული სახელი გოდერძი ნიკოლოზის ძე ჩოხელი
დაბადების თარიღი 2 ოქტომბერი, 1954
დაბადების ადგილი ჩოხი, საქართველოს სსრ, სსრ კავშირი
გარდაცვალების თარიღი 16 ნოემბერი, 2007 (53 წლის)
გარდაცვალების ადგილი თბილისი, საქართველო
საქმიანობა მწერალი, სცენარისტი და კინორეჟისორი.
ენა ქართული
ეროვნება ქართველი
მოქალაქეობა სსრ კავშირი
საქართველო
ალმა-მატერი შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტი
პერიოდი 1977–2007
მეუღლე ნინო მელაშვილი
შვილ(ებ)ი ლუკა ჩოხელი, ნიკა ჩოხელი[1]

გოდერძი ნიკოლოზის ძე ჩოხელი (დ. 2 ოქტომბერი, 1954 — გ. 16 ნოემბერი, 2007) — ქართველი მწერალი, სცენარისტი და კინორეჟისორი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გოდერძი ჩოხელი დაიბადა 1954 წლის 2 ოქტომბერს, დუშეთის რაიონის სოფელ ჩოხში. სოფლის რვაწლიანი სკოლის დამთავრების შემდეგ სწავლობდა ფასანაურის საშუალო სკოლაში. 1972 წელს ჩააბარა შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო თეატრალურ ინსტიტუტში, კინომცოდნეობის ფაკულტეტზე, 1974 წლიდან - კინოსარეჟისორო ფაკულტეტზე, რომელიც 1979 წელს დაამთავრა. იმავე წელს მიიღეს კინოსტუდია „ქართულ ფილმში“ დამდგმელ რეჟისორად. 1980 წლიდან კინემატოგრაფისტთა კავშირის წევრი, ხოლო 1981 წლიდან მწერალთა კავშირის წევრია. 1977 წლიდან მისი მოთხრობები იბეჭდება ჟურნალ-გაზეთებში.

1980 წელს გამოიცა პირველი წიგნი „წერილი ნაძვებს“. წიგნს წლის საუკეთესო პირველი წიგნის პრემია მიენიჭა. 1981 წლიდან წიგნი რუსულ ენაზე ითარგმნა. გამოცემული აქვს ლექსებისა და მოთხრობების კრებულები: „ბინდისფერი ხეობა“, „თევზის წერილები“, „შემინახე, დედაო მიწავ!“, „სულეთის კიდობანი“, „არჩევნები სასაფლაოზე“. ლექსების კრებული „ბედი მდევარი„, მოთხრობების კრებული იტალიურ ენაზე „შავი არაგვი“, რომელიც ითარგმნა სხვა ენებზეც. რომანები: „მგელი“, „მღდვლის ცოდვა“, „ადამიანთა სევდა“, „სულეთის კიდობანი“.

გოდერძი ჩოხელს გადაღებული აქვს თექვსმეტი მოკლე და სრულმეტრაჟიანი ფილმი.

წიგნები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • „წერილი ნაძვებს“ – 1980
  • „ბინდისფერი ხეობა“ – 1981
  • „ადამიანთა სევდა – 1984
  • „მგელი“ – 1988
  • „თევზის წერილები“ – 1989
  • „მღვდლის ცოდვა“ – 1990
  • „შემინახე, დედაო მიწავ“ – 1991
  • „ბალახის ცხოვრება“ – 1997
  • „ბინდისფერი ხეობიდან ცამდე“[2](164 რჩეული ნოველა), რედაქტორი მიხო მოსულიშვილი, მხატვარი ლევან ხარანაული, გამომცემლობა "გრიგოლ ხანძთელის სახელობის ფონდი", თბ. 2013 წ. ISBN 978-9941-0-5805-9

ფილმოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პრიზები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • გრან-პრი ფილმისათვის „ადგილის დედა“, ობერჰაუზენის საერთაშორისო კინოფესტივალი – 1982 წ.
  • "ვერცხლის ნიმფა" და საერთაშორისო კათოლიკური ეკლესიის პრიზი ფილმისათვის „ცოდვის შვილები“ მონტე–კარლოს კინოფესტივალზე – 1991 წ.
  • იაპონიის კინოფესტივალის ჟიურის სპეციალური პრიზი – 1991 წ.
  • პრიზები საუკეთესო სცენარისათვის და საუკეთესო რეჟისურისათვის თბილისის „ოქროს არწივის“ ფესტივალზე – 1992 წ.
  • გრან პრი ანაპის ფესტივალზე „კინოშოკი“ ფილმისათვის „სამოთხის გვრიტები“ – 1997 წ.
  • პრიზი საუკეთესო სცენარისათვის ანაპის ფესტივალზე „კინოშოკი“ ფილმისათვის „ლუკას სახარება“ – 1998 წ.

ჯილდო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]