შინაარსზე გადასვლა

ფრანსუაზ საგანი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ფრანსუაზ საგანი
ფრანგ. Françoise Sagan
დაბადების თარიღი 21 ივნისი, 1935(1935-06-21)[1] [2] [3] [4] [5] [6] [7] [8] [9] [10] [11] [12] [13]
დაბადების ადგილი Cajarc[13] [14]
გარდაცვალების თარიღი 24 სექტემბერი, 2004(2004-09-24)[15] [2] [3] [16] [5] [7] [8] [9] [10] [11] [12] [13] [17] (69 წლის)
გარდაცვალების ადგილი Équemauville[13]
დასაფლავებულია Cemetery of Seuzac[18]
ფსევდონიმი Françoise Sagan[19]
საქმიანობა დრამატურგი[11] , რომანისტი, სცენარისტი, ბიოგრაფი, კინორეჟისორი[20] , პოეტი და მწერალი[15]
ენა ფრანგული ენა
მოქალაქეობა  საფრანგეთი[14]
ალმა-მატერი ატემერის სკოლა, Lycée Hélène Boucher და პარიზის ლიტერატურის ფაკულტეტი
ჟანრი თეატრი და ესე
Magnum opus სალამი, სევდავ!
ჯილდოები პრინც პიერის პრემია[21] , Prix du Brigadier[22] , Prix des Critiques[23] და Bancarella Selection Prize
მეუღლე Guy Schoeller, Robert Westhoff, Peggy Roche და Ingrid Mechoulam
პარტნიორ(ებ)ი Peggy Roche
შვილ(ებ)ი Denis Westhoff
ხელმოწერა
საიტი francoisesagan.fr

ფრანსუაზ საგანი (ფრანგ. Françoise Sagan; ნამდვილი სახელი: ფრანსუაზ კუარეზი; დ. 21 ივნისი, 1935 - გ. 24 სექტემბერი, 2004) — ფრანგი რომანისტი, ნოველისტი და დრამატურგი.

ფრანსუაზ საგანი დაიბადა 1935 წლის 21 ივნისს, კაჟარკში, საფრანგეთში. ბავშვობაში კიკის ეძახდნენ. 18 წლის იყო საგანი, როცა პირველი რომანი გამოაქვეყნა: "სალამი, სევდავ". რომანს დიდი წარმატება ხვდა წილად, 840,000 ეგზემპლარი გაიყიდა, ითარგმნა მრავალ ენაზე და "კრიტიკოსების" ლიტერატურული პრემია დაიმსახურა. რომანი კარგი სტილით არის დაწერილი, მაგრამ მის წარმატებაში მწერალის წლოვანებამ უფრო დიდი როლი ითამაშა, ვიდე მხატვრულმა ღირსებამ. 1968 წელს საგანმა რომანი – „მფარველი ანგელოზი” დაწერა. მალე საგანმა კიდევ რამდენიმე რომანი გამოსცა: "ერთი თვის შემდეგ, ერთი წლის შემდეგ", "გიყვართ ბრამსი?", "საოცარი ღრუბლები" და სხვა. ყველა რომანში მოცემულია ფრანგი ახალგაზრდობის ერთი წრის ცხოვრება - მოწყენილი, უპერსპექტივო და უიმედო.

1960 წელს საგანმა პიესების წერა დაიწყო, რომელთაგანაც გამოირჩევა "სასახლე შვედეთში". "გულწასული ცხენი" და სხვა.

ქორწინებაში ორჯერ იმყოფებოდა. ჰყავდა ვაჟი - დენი. 22 წლისა „ასტონ მარტინით” ავარიაში მოყვა და რამდენიმე დღე კომაში იმყოფებოდა და ექიმებმა დიდი ძალისხმევის შემდეგ სიკვდილისგან იხსნენს.

ფრანსუაზ საგანი 2004 წლის 24 სექტემბერს ონფლერის საავადმყოფოში ფილტვების ემბოლიით გარდაიცვალა.

საგანის რომანები ქართულადაც ითარგმნა.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. Саган Франсуаза // Большая советская энциклопедия: [в 30 т.] — 3-е изд. — Москва: Советская энциклопедия, 1969.
  2. 1 2 Bibliothèque nationale de France BnF authorities: პლატფორმა ღია მონაცემები — 2011.
  3. 1 2 SNAC — 2010.
  4. Itaú Cultural Enciclopédia Itaú CulturalSão Paulo: Itaú Cultural, 2001. — ISBN 978-85-7979-060-7
  5. 1 2 FemBio database
  6. BD Gest’
  7. 1 2 Brockhaus EnzyklopädieF.A. Brockhaus, 1796.
  8. 1 2 GeneaStar
  9. 1 2 Roglo — 1997. — 10000000 ეგზ.
  10. 1 2 Babelio — 2007.
  11. 1 2 3 The Fine Art Archive — 2003.
  12. 1 2 Munzinger Personen
  13. 1 2 3 4 Fichier des personnes décédées mirror
  14. 1 2 Anguera J. E. Enciclopedia universal ilustrada europeo-americanaEditorial Espasa, 1905. — Vol. Suplemento 1961-1962. — P. 300–301.
  15. 1 2 Deutsche Nationalbibliothek Record #118750712 // Gemeinsame Normdatei — 2012—2016.
  16. Find a Grave — 1996.
  17. Who's Who in FranceParis: 1953. — ISSN 0083-9531; 2275-0908
  18. SEUZAC (46) : cimetière
  19. https://www.crfashionbook.com/culture/a21778305/cr-muse-francoise-sagan-iconic-french-author/
  20. https://seventh-row.com/a-history-of-women-directors-at-the-cannes-film-festival/
  21. https://www.fondationprincepierre.mc/fr/litt%C3%A9rature/prix/le-prix-litt%C3%A9raire/1985
  22. Théâtre : Marina Hands et Francine Bergé lauréates du "Prix du Brigadier 2018"Franceinfo, 2018.
  23. «Bonjour tristesse», 20 ans après la mort de Françoise Sagan | INAINA.